ჩვენი ამბავი

ჩვენი ამბავი აქ გიზიარებთ ჩვენს გზას და იმ პრაქტიკულ რჩევებს, რასაც ბავშვის განვითარებაზე ყოველდღიურად ვსწავლობთ.

27/05/2026

ცუგრუ კი არა, დევია, ოღონდ კუანა ცელოფნებისაც კი ეშინია. ყველა პატარა ცუგა რომ უყეფს, ჩემკენ გამორბის, რომ დავიცვა 🖤

27/05/2026

ჩემი ყველაზე საყავარლელი ვიდეოა 🥹

ოდესღაც ნანახი სიზმარი დღეს ჩემს რეალობად იქცა 💙
22/05/2026

ოდესღაც ნანახი სიზმარი დღეს ჩემს რეალობად იქცა 💙

18/05/2026

უყვარს ცეკვა და რა ქნას 💙

XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში, გასართობ პარკებში კარუსელების გვერდით იდგა პავილიონი წარწერით: "ყველა ნახულობს პატარა...
14/05/2026

XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში, გასართობ პარკებში კარუსელების გვერდით იდგა პავილიონი წარწერით:
"ყველა ნახულობს პატარა ბავშვებს".

ხალხი იხდიდა 25 ცენტს, შედიოდა შენობაში და მინის მიღმა ათვალიერებდა ინკუბატორებში მწოლიარე ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს.

ერთი შეხედვით ეს სასტიკად და არაეთიკურად ჟღერს, თითქოს ბავშვები "ექსპონატები" იყვნენ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი იყო:

• საავადმყოფოების უარი: იმ დროს საავადმყოფოებს არ ჰქონდათ აპარატურა ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადასარჩენად. მათ მიიჩნევდნენ "გენეტიკურად სუსტებად" და უბრალოდ სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

• ძვირადღირებული ტექნოლოგია: ინკუბატორები ძალიან ძვირი ღირდა და მათი შენახვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

• ერთადერთი გამოსავალი: მარტინ კაუნიმ (რომელსაც ბევრი ექიმად არც კი თვლიდა) გადაწყვიტა, რომ ბავშვების გადასარჩენი ფული ხალხისგან "სანახაობის" სანაცვლოდ შეეგროვებინა.

ეს არ იყო უბრალო გამოფენა. პირობები იყო უმაღლესი დონის:
• ბავშვებს უვლიდნენ პროფესიონალი ექთნები.
• იქ დაცული იყო აბსოლუტური სისუფთავე.
• მშობლებისთვის მკურნალობა უფასო იყო.

კაუნი არცერთ თეთრს არ ართმევდა ოჯახებს, პირიქით ყველაფერს ბილეთებიდან შემოსული თანხით აფინანსებდა.

მარტინ კაუნიმ ამ "შოუებით" 6 500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. მისი მუშაობის შედეგად, ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელი 85% იყო, რაც იმ დროისთვის სასწაულს უდრიდა.

კაუნის საკუთარი ქალიშვილიც ნაადრევად დაიბადა და მან ის თავისივე "გამოფენის" ინკუბატორში გაზარდა.

საბოლოოდ, როდესაც საავადმყოფოებმა თავად დაიწყეს ინკუბატორების გამოყენება, კაუნის "შოუები" დაიხურა — მან თავის მისიას მიაღწია.

ლილემ ხოხვა ცოტა გვიან დაიწყო და ვნერვიულობდი, საერთოდ იხოხებდა თუ არა. ბევრი ბავშვი ამ ეტაპს საერთოდ ტოვებს, არადა, გან...
13/05/2026

ლილემ ხოხვა ცოტა გვიან დაიწყო და ვნერვიულობდი, საერთოდ იხოხებდა თუ არა. ბევრი ბავშვი ამ ეტაპს საერთოდ ტოვებს, არადა, განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამასთანავე, სიარულიც ახლახან დაიწყო.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ბავშვს თავისი დრო აქვს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ, მაგრამ ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ.

🐥რა იცის და რა უნდა შეეძლოს 1 წლის ბავშვს?

ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოძრავები ხდებიან. მათი მიზანი სამყაროს ფეხით დაპყრობაა.

• სიარული: ბავშვების უმეტესობა ამ დროს უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ან ხელჩაკიდებული. ზოგიერთი კი უკვე თავდაჯერებულად დარბის.

• შეუძლიათ საგნების მიწოდება, კუბიკების ერთმანეთზე დალაგება (2 კუბიკისგან შემდგარი კოშკი) და პატარა საგნების ცერა და საჩვენებელი თითით აღება (ე.წ. "პინცეტისებური ჩავლება").

• ცდილობენ თავად დაიჭირონ კოვზი ან დალიონ ჭიქიდან.

• ამბობს 1-3 მარტივ სიტყვას (მაგ: "დედა", "მამა", "ბა"), ხშირად კონკრეტული მნიშვნელობით.

• რეაგირებს თავის სახელზე და ესმის მარტივი მითითებები (მაგ: "მომეცი სათამაშო", "მოდი ჩემთან").

• აქტიურად იყენებს ჟესტებს იქნევს ხელს დამშვიდობებისას ("ნახვამდის") ან თითით მიგითითებთ იმაზე, რაც აინტერესებს.

• უყვარს ინტერაქციული თამაშები, როგორიცაა "ჭიტა" ან ტაშის დაკვრა.

• იმეორებს უფროსების ქცევას მაგალითად, ცდილობს "დალაპარაკდეს" ტელეფონზე ან "დავარცხნოს" თმა.

13/05/2026

არ მესმის, ჯიპებით დადიოდე, უყურებდე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და ხმას არ იღებდე.

არ მესმის, მილიონები გქონდეს და არ გინდოდეს ამ ბავშვების დახმარება.

არ მესმის, ძალაუფლება გქონდეს, გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო და ამ ბავშვებს არ ეხმარებოდე.

არ მესმის, შენც გყავდეს შვილი და ამ ბავშვების ტკივილი გულთან არ მიგქონდეს.

არ მესმის, ეს ამბავი გტკიოდეს და მათ გვერდით არ იდგე.

ვერ ვიგებ, რა დაემართა ადამიანობას? რა დაგვემართა ერს, რომელიც თავს ვიწონებთ მართლმადიდებლობით და ყველაზე მართალსა და უმწეოს, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდებით, თვალს ვარიდებთ და ვმუნჯდებით?

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ითვლი შენს ანგარიშზე ან რა სკამზე ზიხარ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დროებითია.

12/05/2026
30/04/2026

Lile and Dora 🌸🖤

Address

Tallinn

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩვენი ამბავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ჩვენი ამბავი:

Share