15/03/2022
👶7 თვის ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარება და ჯანმრთელობა
⚖ამ ასაკში საშუალოდ 67სმ, 7 კგ და თავის გარშემოწერილობა 44 სმ-ია.
📌მსხვილი მოტორიკა: უყვარს ჯდომა (შეიძლება მარტო ჯერაც ვერ ახერხებდეს წამოჯდომას ან საყრდენის გარეშე ჯდომას , მაგრამ ეს პროცესი სიამოვმებს).
ზურგზე წოლისას უყვარს ფეხების პირში ჩადება.
ცდილობს გადაადგილებას-ან კოტრიალით ან ხოხვით.
უყვარს როცა ფეხზე აყენებთ, ხტუნავს და იცინის.
📌ნატიფი მოტორიკა:
ჭიქას იჭერს 2 სახელურით.
ყველაფერი პირში მიაქვს.
ცდილობს კოვზის დაჭერას.
საგნებს იღებს ცერა და საჩვენებელი თითით.
📌🔊მეტყველება და კომუნიკაცია:
უყვარს სხვა ბავშვებთან ერთად ჯგუფური თამაში.
უყვარს თამაში "ჭიტა".
უყვარს მშობლებთან, მომვლელებთან თამაში.
აქვს საყვარელი სათამაშო-რბილი და ხმაურიანი.
ამ დროს უვითარდება განსაკუთრებული მიჩვევა რბილი სათამაშოს(დუდუ🧸) მიმართ, რაც უადვილებს უთქვენობას.
შეიძლება ცნობდეს და რეაგირებდეს თავის სახელზე(ამისთვის ხშირად უნდა მიმართოთ მას სახელით).
😃იცინის ხმამაღლა😃.
აბამს ბგერებს -დადა, ტატა, ბაბა.
ხელს შლის თქვესკენ და ასე გაუწყებთ, რომ უნდა ხელში აყვანა.
ცნობს ნაცნობ სახეებს.
🥣კვება🥣:
უკვე მიირთმევს ბოსტნეულს, ხორცეულს, ხილს პიურეს ან პატარა ნაჭრების სახით.
ამ ასაკში ამ პროდუქტების თითქმის ყველა ნაირსახეობა გასინჯული აქვს, ასევე კვერცხი, არ დაგავიწყდეთ მარცვლეული (ხორბალი, შვრია, ბრინჯი...) და ზეთი.
😴ძილი😴:
ამ ასაკში ჩნდება ღამის ტერორი😱, რაც განსხვავდება კოშმარისაგან.
ამ ასაკშივე იწყება განშორების შფოთვა.
💤💤💤ამ ასაკში 10-15 საათიანი ძილი სჭირდება (2-3 დღის ძილი და დაახლ. 10 საათი ღამით).
📌თამაში
თქვენთან თამაში ყველაზე ძალიან უყვარს, უყვარს როცა ხელს უშვებს და აგდებს საგნებს, რომელსაც თქვენ აწვდით(💡ამ ასაკში ხვდება მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს).
უყვარს რბილი სათამაშოებით თამაში ასევე ხმოვანი სათამაშოები, უყვარს ასევე პატარა ისტორიების მოსმენა.
📌🗒რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ თქვენი პატარასთვის:
კომფორტი შეუქმნათ: როცა მას სჭირდებით, როცა ის წუწუნებს, როცა ტირის, როცა უნდა რომ ხელში აიყვანოთ ან უბრალოდ მასთან იყოთ და თქვენ ადექვატურად პასუხობთ-ბავშვი თავს დაცულად გრძნობს და ნელ-ნელა სწავლობს თვითდამშვიდებას. ასევე იცის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, რომ თქვენ აქ ხართ მისთვის.
თამაში: მასთან თამაში სათამაშოებით, თანამონაწილეობა, სხეულის ნაწილების ჩვენება ან ნახატებიანი წიგნის ფურცვლა და ისტორიის მოყოლა, როცა საჭიროა მარტო მიუშვათ ათამაშოთ, მაგრამ იქვე დარჩით, როცა დასჭირდება თქვენი თანამონაწილეობა რომ კვლავ ჩაერთოთ.
💡სწავლება: გაახმოვანეთ ყველაფერი რასაც მასთან აკეთებთ-პამპერსის გამოცვლა, ჩაცმა, ბანაობა, კვება, თამაში , რუტინა და ა.შ.