
10/07/2025
ჩემო ძვირფასობო
ახალ პროექტში ვარ და გამომყევით
🖊️ #ქოუჩინგის ტიპები და ტრანსფორმაციული ქოუჩინგი -ის სტანდარტებით
ქოუჩინგი თანამედროვე ფსიქოსოციალურ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პრაქტიკაა.
სხვადასხვა ნიშური მიმართულება საშუალებას აძლევს ქოუჩებს, ემსახურონ კლიენტების მრავალფეროვან საჭიროებებს. ამ სტატიაში განვიხილავთ ქოუჩინგის ტიპებს, დეტალურად ავხსნით ტრანსფორმაციული ქოუჩინგის არსს და ვაჩვენებთ, როგორ ჯდება ეს ყველაფერი ICF-ის (International Coaching Federation) სტანდარტებში.
✅. ქოუჩინგის ძირითადი ტიპები (ICF-ის და გლობალური კვლევის საფუძველზე)
ICF-ის მიერ ჩატარებული 2023 წლის კვლევის მიხედვით, ქოუჩინგის ძირითადი ტიპებია:
⚖️1. ცხოვრების ქოუჩინგი (Life Coaching): ფოკუსირებულია პიროვნულ განვითარებაზე, მოტივაციის და თვითშეფასების გაზრდაზე, მიზნების დადგენასა და ემოციური ბალანსის შენარჩუნებაზე. ძირითადი თემებია: თვითშეფასება, საზღვრების დაცვა, ცხოვრების მიმართულების პოვნა, ცვლილებების გატარება და სხვა.
👩💼2. კარიერული ქოუჩინგი (Career Coaching): კლიენტებს ეხმარება პროფესიული მიმართულებების განსაზღვრაში, კარიერული მიზნების მიღწევაში, ასევე საკითხებში როგორიცაა: პროფესიის შეცვლა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, ინტერვიუსთვის მომზადება.
📈3. ბიზნეს ქოუჩინგი / ლიდერული ქოუჩინგი (Business / Leadership Coaching): ემსახურება მენეჯერებს, ლიდერებსა და კომპანიებს. კონცენტრირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებზე, რათა დაეხმაროს სტრატეგიის, მართვის და ზრდის საკითხებში. მუშაობს როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებთან, ასევე მენეჯერებთან.
🧘4. ჯანმრთელობისა და ველნესის ქოუჩინგი (Health & Wellness Coaching): მოიცავს ფიზიკურ, ემოციურ და ცხოვრების სტილის ცვლილებებს. მისი ფოკუსია: ცხოვრების ჯანსაღი სტილი, კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა. ეს არ არის სამედიცინო პროფესია, მაგრამ შეუძლია ჰქონდეს დამატებითი ცოდნა ამ მიმართულებით.
გარდა ამისა პოპულარობით სარგებლობს:
5. ლიდერობის ქოუჩი (Leadership Coach). მუშაობს მენეჯერებთან, დირექტორებთან და გუნდის ლიდერებთან ლიდერული უნარების განვითარებაზე. ეყრდნიბა თეორიას, როგორიცაა Emotional Intelligence ან Transformational Leadership.
6. აღმასრულებელი ქოუჩი (Executive Coach) რომელიც მაღალი დონის მენეჯერებთან და ორგანიზაციული ლიდერებთან მუშაობს. ძირითადი ფოკუსია: სტრატეგიული ხედვა, გადაწყვეტილების მიღება, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა.
ხშირად მოითხოვს ICF ან სხვა სერთიფიცირებას კორპორატიული კლიენტების მხრიდან.
7. ურთიერთობების ქოუჩი (Relationship Coach), აქცენტირებულია პირად ან პროფესიულ ურთიერთობებზე: წყვილები, მშობლები, კოლეგები. მუშაობს კომუნიკაციის, საზღვრების და ემოციური ინტელექტის მიმართულებით.
8. ტრავმასთან ან ემოციურ ბლოკებთან მომუშავე ქოუჩი / თერაპიული ქოუჩი მოიცავს ისეთ მიდგომებს, როგორიცაა შინაგანი პიროვნებები,სომატური ქოუჩინგი, RPT. ეს არ არის ფსიქოთერაპია, მაგრამ მუშაობს ღრმა ემოციურ ფენებთან.
📌(ტრანსფორმაციული ქოუჩინგი თავში უნდა მომექცია, როგორც ჩემი მთავარი ნიშა, თუმცა იყოს როგორც ბოლოში მოტოვებული ტკბილი ლუკმა, და აქვე განვავრცობ რატომაც) 😇
ასევე არსებობს დამატებითი ნიშები:
• Parenting Coach — მშობლებისთვის.
• Creativity Coach — არტისტებისთვის ან კრეატიული პროცესისთვის.
• Spiritual Coach — სულიერებაზე დაფუძნებული ქოუჩინგი.
• ADHD Coach, Academic Coach, Performance Coach — კონკრეტული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. (ერთ დროს ამ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, როგორ იყენებს ამ უკანასკნელს ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემა).
🇬🇧• ასევე 2022 წელს ქოუჩინგის ბრიტანეთის ჩაფთერის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გავიცანი კოლეგა ქოუჩი რომელიც წარმოადგენდა ერთის მხრივ საინტერესო თემას და მერეს მხრივ ჩემთვის გასაკვირს - ძილის ქოუჩინგს, თავად კი ძილის ქოუჩს წარმოადგენდა, წელს კი 2025 წლის ICF-ის ქოუჩინგ სამიტზე წარმოდგენილი იყო თემა: “helping your clients be better in bed” მიშელ ბრიუსის მიერ, დღეს მსგავსი თემები აღარ მაკვირვებს და მინდა გითხრათ რომ ქოუჩინგს საზღვრები არ აქვს და ამასვე ამტკიცებს თავად ICF-ის ჩარჩო/frame ის ცვლილება და გაფართოება 2023 დან 2025 წლამდე.
ახლა კი ჩემი ტკბილი ლუკმა🥰
#ტრანსფორმაციული #ქოუჩინგი და განმარტება ICF-ის სტანდარტების მიხედვით
ტრანსფორმაციული ქოუჩინგი ეყრდნობა იმ იდეას, რომ ქოუჩინგი არ არის მხოლოდ მიზნების მიღწევა ან პრობლემების გადაჭრა, არამედ უფრო ღრმა შიდა ტრანსფორმაცია — იდენტობის, რწმენებისა და ემოციური სტრუქტურების დონეზე.
ICF-ის განმარტებით: - ქოუჩინგი არის პარტნიორული, შემოქმედებითი პროცესი, რომელიც აღვიძებს ცნობიერებას და ავითარებს ადამიანის პოტენციალს.
ტრანსფორმაციული ქოუჩინგი ხაზს უსვამს შემდეგს: - ცნობიერების ამაღლება და იდენტობის დონეზე ცვლილება - ღრმა კითხვების გამოყენება, რომელიც აჩენს კლიენტის შინაგან სიბრძნეს - სხეულისა და ემოციების ინტეგრაცია (სომატური მიდგომები).
ტრანსფორმაციული ქოუჩინგი ეფუძნება ICF-ის 8 ბირთვულ კომპეტენციას, მათ შორის:
- უსაფრთხო სივრცის შექმნა
- ემპათია და აქტიური მოსმენა
- ცნობიერების ამაღლება
- ქმედებაზე ორიენტირებული ჩარჩო.
რომ შევაჯამოთ რას აკეთებს ტრანსფორმაციული ქოუჩი ტრავმასთან დაკავშირებით:
• მუშაობს ემოციურ ბლოკებთან, ნეგატიურ რწმენებთან, არაცნობიერ შაბლონებთან (მაგ. თვითკმარობის არქონა, დანაშაულის გრძნობა, გადარჩენის სტრატეგიები).
• იყენებს ნეირო ტრანსფორმაციულ ქოუჩინგს, NLP ტექნიკებს, სომატურ მეთოდებს, და ამ ეტაპზე საუკეთესოდ მუშაობს RPT- Rapid Personal Transformation, იგივე - მყისიერი პერსონალური გარდაქმნები, რაც ეხმარება კლიენტს ამოიცნოს წარსულთან დაკავშირებული მოდელები და მოახდინოს ტრანსფორმაცია, დაბრუნებული რესურსების და ახალი იდენტობის ხარჯზე.
• არ "ვიძირებით" ძველ ტრავმებში, არამედ ვუყურებთ მათ გავლენას აწმყოზე — როგორ აწარმოებს ადამიანი დღევანდელ რეალობას იმ წარსულის მექანიზმებით.
მაგალითად: კლიენტს აქვს დაბალი თვითშეფასება, რომელიც წარმოიშვა ბავშვობაში უარყოფისგან. ქოუჩი დაეხმარება გამოარკვევინოს შინაგანი დიალოგი, შეცვალოს აღქმა, გააქტიუროს ახალი იდენტობა .
❌ რას არ უნდა აკეთებდეს ქოუჩი ტრავმის თემაზე მუშაობისას:
• არ უნდა აწარმოოს დიაგნოზები, მაგალითად PTSD, დეპრესია, დისოციაციური დარღვევები და სხვა.
• არ უნდა ჩაერიოს დამუშავების ფსიქოთერაპიულ პროცესში (მაგ. მძიმე ან ქრონიკული ტრავმის დეტალების გახსნა).
• არ უნდა ჩაანაცვლოს ფსიქოთერაპევტი ისეთ შემთხვევებში, სადაც კლიენტს აქვს ფსიქიატრიული ფონები, თვითდაზიანების ისტორია ან მწვავე ემოციური დისრეგულაცია.
ამგვარად,
• ქოუჩი არ ასწავლის კლიენტს "როგორ იფიქროს", არამედ ეხმარები თავად აღმოაჩინოს მიზეზები და ტრანსფორმაციის პოტენციალი;
• ქოუჩინგის მოდელში არ ხდება კლიენტის პათოლოგიზაცია, არამედ მუშაობს საკუთარ რესურსებთან დაბრუნებაზე.
ეს იდეალურად ჯდება ქოუჩინგის და ტრანსფორმაციული მხარდაჭერის ჰიბრიდში, რასაც ზოგჯერ ეძახიან:
• ტრანსფორმაციული ქოუჩინგი
• თერაპიული ქოუჩინგი
• ან უბრალოდ: ემოციურ ბლოკებთან მომუშავე ქოუჩი
არსებობს დასაშვები ფორმულირებები ქოუჩინგის პრაქტიკაში:
• ქოუჩი მუშაობს ემოციური ბლოკების ცნობიერად ამოცნობაზე და ტრანსფორმაციაზე.
• ეხმარება კლიენტს, გაუშვას მტკივნეული წარსულის გავლენა აწმყოზე.
• მუშაობს იმ შინაგანი რწმენა-წარმოდგენების ტრანსფორმაციაზე, რომლებიც გამოწვეულია წარსული გამოცდილებით.
• სხვადასხვა მეთოდით ეხმარება კლიენტს დაიბრუნოს შინაგანი სიმშვიდე და თვითიდენტობა.
‼️ ქოუჩი (თუ არ არის ლიცენზირებული თერაპევტი, საქართველოში ლიცენზირება ჯერ არ არსებობს, თუმცა იმედია მალე დადგება დღის წესრიგში):
• არ მუშაობს დიაგნოზებზე.
• არ უმკლავდება მძიმე დეპრესიას, ნევროზებს.
• საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს კლიენტს სპეციალისტთან, (დღევანდელ რეალობაში უამრავი კოლეგაა, დამატებით ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციით)
📌კვლავაც ამრიგად, ქოუჩს შუძლია აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ეთიკურად იმუშაოს ტრავმასთან დაკავშირებულ თემებთან, ქოუჩი უნდა ფოკუსირებდეს კლიენტის ტრანსფორმაციაზე და თვითშემეცნებაზე, არა დამუშავებაზე და მკურნალობაზე, ამრიგად ტრავმა ტრანსფორმირდება რესსურსად.
⬇️ტრავმასთან ან ემოციურ ბლოკებთან მომუშავე ქოუჩინგი:
ტრავმასთან მომუშავე ქოუჩინგი, რომელიც მოიცავს მიდგომებს, როგორიცაა RPT, შინაგანი ბავშვის და სუბ-პიროვნებების თემა და სომატური ქოუჩინგი, NLP, შედის “trauma-informed” ქოუჩინგის ჩარჩოში. ხაზს გავუსვავ რომ ეს მიმართულება:
⇒ არ არის ფსიქოთერაპია
⇒ არ აწარმოებს დიაგნოზებს
⇒ არ ეწევა თერაპიულ მკურნალობას
არამედ: - ქმნის უსაფრთხო სივრცეს ტრავმის მქონე კლიენტისთვის - იყენებს სხეულზე დაფუძნებულ მიდგომებს - ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და თვითიდენტობის ტრანსფორმაციას.
ICF-ის მიხედვით, ტრავმასთან ქოუჩინგი დასაშვებია იმ პირობით, რომ ქოუჩი:
- მუშაობს ეთიკის ფარგლებში
- აქვს შესაბამისი მომზადება (მაგალითად, CCE პროგრამები ტრავმაზე, ან და ფლობს მეთოდებს ტრავმაზე საუშაოდ)
- საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებს კლიენტს თერაპევტთან.
არსებობს ICF-ს მიერ აკრედიტებული პროგრამები (Trauma-Informed Coaching, transformational coaching და სხვ) ამზადებს ქოუჩებს, რომლებსაც უნდათ ემოციურ ბლოკებთან ეფექტურად მუშაობა.
თუ ხარ ტრანსფორმაციული ქოუჩი, რომელიც მუშაობს -ით, სომატური მიდგომებით, მეთოდით და ასევე შეგიძლია მუშაობა შინაგან სუბპიროვნებებთან:
შეგიძლია იამაყო, რომ შენი მიდგომა ჯდება -ის სტანდარტებში
აუცილებლად უნდა უზრუნველყო პროფესიული #ეთიკა, კომპეტენცია და საჭიროების შემთხვევაში — თერაპევტთან გადამისამართება (შემდეგ პოსტად ICFის ეთიკასა და კომოეტენციებს გაგიზიარებთ).
არ შეწყვიტო განვითარება, ღირს გაიარო დამატებითი პროგრამები კვალიფიკაციისათვის.
თუ ხარ ქოუჩი, რომელიც მუშაობს ტრანსფორმაციულ დონეზე, შენი გზა სრულად თავსებადია ICF-ის ეთიკურ ჩარჩოსთან. გააგრძელე განვითარება და დაამყარე სანდოობა სწორი სტანდარტებით.
✍️მომზადებულია ანა ბულბულაშვილის მიერ
✔️ტრანსფორმაციული ქოუჩი
✔️ RPT ოსტატი
✔️ NLP პრაქტიკოსი
გამიზიარე კომენტარებში, შენ რომელ ნიშას ეკუთვნი ან სად ხედავ შენს თავს👇