საინიციატივო ჯგუფი "ვიზრუნოთ ერთმანეთზე"

საინიციატივო ჯგუფი "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" საინიციატივო ჯგუფი ჯანმრთელობის მძი? The factor has caused a number of problems including those related to health condition.

საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე მომხდარი მოვლენების გამო მრავალი ოჯახი აღმოჩნდა მძიმე სოციალურ პირობებში. ამ ფაქტორმა გამოიწვია არაერთი პრობლემა, მათ შორის ჯანმრთელობის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2008 წლის კვლევის ნიადაგზე ირკვევა, რომ სიკვდილიანობის საშუალო ასაკობრივი ზღვარი იმდენად შემცირდა, რომ თუ არაფერი შეიცვალა, ორგანიზაციის ვარაუდით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 1. 700 00

0–მდე შემცირდება. კვლევის თანახმად სიკვდილიანობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჯანმრთელობის პრობლემაა.
2013 წელს ამოქმედებულმა სახელმწიფო ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ“ მოსახლეობას საშუალება მისცა გამოკვლევები და გადაუდებელი ოპერაციები უფასოდ გაიკეთონ, თუმცა დაზღვევის პროგრამა ლიმიტირებულია და მძიმე ავადმყოფთა გარკვეული ნაწილი ბედის ანაბარა რჩება.
საინიციატივო ჯუფის მიზანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოლოდინში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, მათი მედიკამენტებითა და სამედიცნო ინვენტარით უზრუნველყოფა. Mission

The mission of the Initiative Group is to provide socially unprotected children and youngsters in critical health condition with medicines, medical inventory and funds necessary for their medical treatment. Description

Due to the events taken place in Georgia for the last decades, many families have ended up in hardest social conditions. On the bases of United Nations research of 2008, it has been revealed that an average age limit of mortality has reduced to an extent that, according to the assumption of the Organization, if nothing is changed, the population of Georgia will be decreased up to 1,700,000 people, by the year 2050. According to the research, the mortality rate is mainly conditioned by health problems. The state-sponsored Universal Healthcare Program effective from 2013 has enabled the population to get medical examinations and urgent operations conducted free of charge, although, the insurance program is limited and a certain part of serious patients are left to the merсу of fate. The purpose of the Initiative Group is to support our citizens waiting for emergency medical care and provide them with medicines and medical inventory.

02/03/2015

2015 წლის 26 მარტს 17:00 სთ-ზე გიწვევთ, ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო საღამოზე. ღონისძიება ჩატარდება კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონც...

21/01/2015

ძალიან გთხოვთ, გახსენით ეს გვერდი და მოიწონეთ.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ?

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის, სტრატეგიული ობიექტური დაცვის დეპარტამენტის, IV სამმართველოს II განყ...
28/09/2014

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის, სტრატეგიული ობიექტური დაცვის დეპარტამენტის, IV სამმართველოს II განყოფილების უფროსის, ბატონი გია ბიგვავას შვილის დასახმარებლად, საინიციატივო ჯგუფი "ვიზრუნოთ პატარებზე" ქალაქ ზუგდიდში, 11 ოქტომბერს მართავს საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.
3 წლის გიორგი ბიგვავამ 26 ივნისს გადაყლაპა ბრტყელი ელემენტი, ბავშვი ელემენტის გადაყლაპვიდან მეხუთე დღეს გადაიყვანეს "იაშვილის" კლინიკაში, თუმცა კლინიკის ერთ-ერთი ექიმის დაუდევრობის გამო თითქმის 2 თვეა ბავშვი იმყოფება კომატოზურ მდომარეობაში. გიორგი გადაიყვანეს ისრაელში, თუმცა უშედეგოდ, 30 სექტემბერს, პატარა გიორგი წაიყვანეს გერმანიაში, 21 დღიანი გადაუდებელი მკურნალობის ჩასატარებლად, გერმანიაში გარანტიას იძლევიან, რომ ბავშვს კომიდან გამოიყვანენ, თუმცა შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები ამას წინასწარ ვერ ამბობენ, ბავშვი შესაძლოა დაბრმავდეს. გერმანიაში მკურნალობის საფასური შეადგენს 200 000-დან 500 000 ევრომდე, რისი გადახდის შესაძლებლობა მშობლებს არ გააჩნიათ.
მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ ზემოაღნიშნულ აქციაში.
იმათთვის, ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ პატარა გიორგის, ვინც არ იმყოფებით ზუგდიდში და ვერ შეძლებთ ღონიძიებაზე დასწრებას, ფოტოზე მითითებულია ბატონი გია ბიგვავას ანგარიშის ნომერი, რომელზეც თქვენ შესძლებთ თანხის გადარიცხვას.
ბილეთის შეძენის მსურველები დამიკავშირდით ნომერზე:
568-31-66-31 ხატია ჯანაშია.
ერთად ვიზრუნოთ პატარებზე!

დავით ჩახაია წლის და რვა თვისაა. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, აფხაზეთის საზღვრიდან 200 მეტრში მიწურული ტიპის სა...
19/05/2014

დავით ჩახაია წლის და რვა თვისაა. ის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, აფხაზეთის საზღვრიდან 200 მეტრში მიწურული ტიპის საცხოვრებელში იზრდება. დავითს ცერებრალური სტატუსი აქვს. 2013 წელს ჯოენის კლინიკის კარდიოლოგის ქეთი გველესიანის ექოკარდიოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მოზარდს 18 ათასი ლარის ღირებულების გადაუდებელი ოპერაცია ჭირდებოდა. ღირებულების 80% სადაზღვევო კომპანიის, აისი ჯგუფის მიერ ფინანსფებოდა, თუმცა ვინაიდან დავითის ოჯახი დარჩენილ 20% ვერ ანაზღაურებდა, მკურნალობა ვერ შეძლეს. თითქმის ერთი წლის მერე, 17 მაისს, კვლავ ქალბატონ ქეთის მივმართეთ. გაირკვა, რომ აღნიშნული სადაზღვევო კომპანია გაკოტრდა და დავითი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ავტომატურად გადავიდა, რაც მის ამბულატორიულ გამოკვლევებს ვერ უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის დავითის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - მას არ ჭირდება ქირურგიული მკურნალობა. კონსულტაცია და მოროგი გამოკვლევა 6 თვის მერე, დეკემბრის თვეში ჩაინიშნა.

ზუგდიდის რაიონებიდან ჩამოყვანილი ჩვენი ბენეფიციარის თბილისში ერთკვირიანმა ვიზიტმა შემდეგგვარად ჩაიარა: ზუგდიდის რაიონის ...
19/05/2014

ზუგდიდის რაიონებიდან ჩამოყვანილი ჩვენი ბენეფიციარის თბილისში ერთკვირიანმა ვიზიტმა შემდეგგვარად ჩაიარა: ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში (ტელმანი) მცხოვრებ 10 თვის ლაშა დოჩიას, რომელსაც ადგილობრივ სტაციონარებში ოსტეომიელიტი (კონკრეტულად კიდურების დაშლის პრობლემა) დაუდგინდა, გივი ჟვანიას სახელობის აკადემიურ კლინიკაში თსსუ ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნანა ხაჭაპურიძის, ამავე კლინიკის ბავშვთა ქირურგის ნუკრი შალამბერიძისა და სეუს კლინიკის მედიცინის დოქტორის, დავით ჩხარტიშვილის დაკვირვებისა და გამოკვლევების ნიადაგზე გაირკვა, რომ ოსტეომიელიტის პრობლემა არ აქვს. მას დაუდგინდა ზომიერი ნეირონალური დაზიანების ნიშნები ზედა და ქვედა კიდურის შესწავლით, რაც ამ ეტაპზე არც მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს და მით უმეტეს, არც ქირურგიულ ჩარევას.
10 თვის ლაშას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: ამ დროისთვის ის მხოლოდ 5 კილოგრამსა და 60 გრამს იწონის. სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მისი მშობლები დავითის მხოლოდ სიმინდის ფაფით კვებას ახერხებდბენ, რამაც მისი განვითარების შეფერხება განაპირობა. ასისტენტ-პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ლაშას კვების რაციონი trial pep Ac -თი, მარცვლეულისა და ხილის კომბინირებული საკვებითა და ბოსნეულისა და ხორცის პროდუქტებით შეუდგინა, რასაც ჩვენი საინიაციტივო ჯგუფი უზრუნველყოფს.
საინიციატივო ჯგუფი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' ვმადლობთ ზემოთ აღნიშნულ მედიცინის მუშაკებს მზრუნველობისათვის, ხოლო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ქალბატონ ეკა უბერისადმი - მან უანგაროდ გაგვიწია კონსულტაცია და ბატონ დავით ჩხარტიშვილს, ვინც ასევე უანგაროდ ჩაატარა კომპიუტერული ელექტრომიოგრაფია მომავალში კვლავ ჩვენს სამსახურში ყოფნის სურვილით

https://www.youtube.com/watch?v=VjmFoplex4o&feature=youtu.be
14/05/2014

https://www.youtube.com/watch?v=VjmFoplex4o&feature=youtu.be

საინიციატივო ჯგუფმა "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" საქველმოქმედო ღონისძიება „ერთმანეთისთვის" გამართა. საქველმოქმედო კონცერტის მიზანი 19 წლის ავთო ხუჭუას მკურნალობისათ...

საქველმოქმედო საღამო ,,ერთმანეთისთვის"
13/05/2014

საქველმოქმედო საღამო ,,ერთმანეთისთვის"

ა.წ. 10 მაისს ჩვენი საინიციატივო ჯგუფის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" (ჯგუფის წევრები: ლიკა ქვარცხავა, როსტომ ზარანდია, ხატია ჯა...
13/05/2014

ა.წ. 10 მაისს ჩვენი საინიციატივო ჯგუფის "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" (ჯგუფის წევრები: ლიკა ქვარცხავა, როსტომ ზარანდია, ხატია ჯანაშია) ინიციატივით ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯი-ში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო ,,ერთმანეთისთვის", საღამოს დაესწრნენ სასულიერო პირები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
თანადგომისთვის დიდი მადლობა სასულიერო პირებს: მეუფე გერასიმეს, მამა გიორგი ჯგუშიას, მამა დიმიტრი ვეკუას, მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს, სამეგრელო ზ/სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას, გიმნაზია ჯიჯის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გონერი პაპავას, ტელეკომპანია ,,ოდიშის" ადმინისტრაციას და ალექსანდრე ქობალიას. უღრმესი მადლობა ტელევიზიის ოპერატორებს: თემურ ბართავას და იური მიქავას, რომელთაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს სარეკლამო კლიპის გადაღებასა და მის მონტაჟჟში. ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჩელას", ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობ სესე მიქავას, მუსიკალურ/ქორეოგრაფიულ ცენტრ ,,ოდიშს" ქალბატონ ნინო მამფორიას ხელმძღვანელობით (სოლისტები: ლანა თოლორაია, თიკო თოდუა, ნინი დგებუაძე, თამუნა ლილუაშვილი, ანი კუხალეიშვილი, თიკო ღაჭავა), ჯუანშერ ხობელიას, ვახო გოგილავას და საღამოს წამყვანს ინეზა მურღულიას.
ასევე უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ქველმოქმედებაში, სკოლებს, რომელთაც შემოწირეს გამოფენა-გაყიდვისთვის სუვენირები, წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიას, მეექვსე საჯარო სკოლას, აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლას, კახათის მეორე საჯარო სკოლას.

შემოგვიერთდით!!!გავერთიანდეთ!!!ვიზრუნოთ ერთმანეთზე!!!
05/05/2014

შემოგვიერთდით!!!
გავერთიანდეთ!!!
ვიზრუნოთ ერთმანეთზე!!!

საქველმოქმედო ღონისძიებისთვის სარეკლამო რგოლის გადაღების პროცესში.
24/04/2014

საქველმოქმედო ღონისძიებისთვის სარეკლამო რგოლის გადაღების პროცესში.

24/04/2014

საინიციატივო ჯგუფი "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" სამეგრელოს გუბერნიის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ტელეკომპანია "ოდიშისა" და გიმნაზია "GG"-ის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საქველმოქმედო ღონისძიებას "ვიზრუნოთ ერთმანეთზე".
ისინი ავადმყოფობენ,
მათ ჩვენ ვჭირდებით,
მათი დაავადება იკურნება თბილი სიტყვით,
მზრუნველობით,
ლექსით,
სიმღერით და ჩემი,
შენი,
ჩვენი ერთობით!
ჩვენ ვცდილობთ, თქვენი დახმარებით ბავშვებს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ!
ახლა ჩვენ ბევრად მეტნი ვართ:
ჟურნალისტები,
პედაგოგები,
მსახიობები,
მუსიკოსები,
სამართალდამცავები,
სასულიერო პირები და თქვენ!
ჩაერთეთ საქველმოქმედო აქციაში და გახდით სიოცხლისათვის მებრძოლი პატარების მეგობრები.
მათ აქვთ სიცოცხლის უფლება!!!
შემოგვიერთდით!
გავერთიანდეთ!
ვიზრუნოთ ერთმანეთზე!

Address

თავისუფლების ქუჩა # 97
ზუგდიდი

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საინიციატივო ჯგუფი "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share