Moalla • მოალა

  • Home
  • Moalla • მოალა

Moalla • მოალა 6-დან 13 წლამდე მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარების სტუდია "მოალა"

შემოქმედებითი სტუდია „მოალა“ იწყებს 6-დან 14 წლამდე შემოქმედებითი უნარების განვითარების მსურველ მოზარდთა მიღებას.
ცენტრში ჩატარდება გაკვეთილები:
✍️ მე ვიწყებ წერას;
️🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს;
️🎯 გართობა და შემეცნება.
✍️ მე ვიწყებ წერას - ემსახურება მოზარდებში შემოქმედებითი უნარების (წერის, აზროვნების, შეფასების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, წაკითხული ნაწარმოების გაანალიზების და მწერლის ქვეტექსტების ამოცნობის) განვითარება - დახვეწას. ამ უნარების გამოყენებას მათ შემოქმედებაში (ზღაპარი, ლექსი, მოთხრობა, ესე).
💁‍♀️ პროგრამას უძღვება - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო, პროფესიული თეატრის მარკეტინგის მენეჯერი, საბავშვო ლექსებისა და ზღაპრების ავტორი, მწერალი, დრამატურგი - დალი თედორაძე;
️🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს - შეისწავლება ხატვა, ძერწვა, ილუსტრაციის შექმნა (წაკითხული ნაწარმოების მიხედვით). ხელნაკეთი ნივთების დამზადების ტაქნიკა, თეატრალური მხატვრობა: ესკიზი, თოჯინა, რეკვიზიტი, დეკორაცია, მაკეტი.
💁‍♀️ პროგრამას უძღვება - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მხატვარი, ილუსტრატორი - მირანდა გურგენაძე;
🎯 გართობა და შემეცნება
სამაგიდო თამაშები: (ლოგიკური, სტრატეგიული, გუნდური);
შემეცნებითი თამაშები: (სწრაფი აზროვნება, ალტერნატიული გზების პოვნა);
გრამატიკული სახალისო თამაშები (მეტყველების განვითარება და დამკვიდრებული ბარბარიზმების აღმოფხვრა).
გასართობი თამაშები ამაღლებს და ზრდის ბედნიერების ჰორმონთა რაოდენობას, დადებითი ენერგიით მუხტავს მოზარდებს, ზრდის ენერგიასა და პროდუქტიულობას.
💁‍♀️ პროგრამას უძღვება - სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემეცნებითი და გასართობი პროექტების მართვის განყოფილების უფროსი თამთა ფაღავა.
🧩 ცენტრში ჩატარებული ყველა აქტივობა ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ემსახურება საერთო მიზანს: მოზარდების ინდივიდუალობის წინ წამოწევა, ყურადღების კონცენტრაცია, მოსმენისა და წერის კულტურა, ფიქრისა და განსჯის უნარი, კრეატიული აზროვნების განვითარება, სტრატეგიისა და ტაქტიკის სწორად შერჩევა.
🏕️ ხშირად ჩატარდება გასვლითი ღონისძიებები თეატრებში, მუზეუმებში. დაიგეგმება ლაშქრობები.
ჯგუფები დაკომპლექტდება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.💜 სტუდია იმუშავებს შაბათ-კვირას. სამი აკდემიური საათის განმავლობაში. სასწავლო წლის ბოლოს დაიგეგმება ნამუშევრების გამოფენა.
სწავლების საფასური 130 ლარი. საფასურში შედის სწავლების მეთოდებისთვის საჭირო მასალა.

🌠 მოალაში სასწავლო პროცესი გრძელდება🔮შაბათ-კვირას ბავშვებმა:📌შექმნეს ესკიზები🎨📌წაიკითხეს ზღაპრები Dali Tedoradze-სთან ერ...
23/03/2023

🌠 მოალაში სასწავლო პროცესი გრძელდება

🔮შაბათ-კვირას ბავშვებმა:

📌შექმნეს ესკიზები🎨

📌წაიკითხეს ზღაპრები Dali Tedoradze-სთან ერთად📚

📌წაკითხვის შემდეგ კი - განხილვა და ანალიზი.

📌დასრულდა ხელნაკეთი სოკოების დამზადება🍄

📌დიდ ჯგუფთან იყო სამოტავაციო ხასიათის შეხვედრა.

📌დღის ბოლო კი დაეთმო გართობასა და შემეცნებას💫

🍄მოალას ბავშვები აგრძელებენ ხელნაკეთი ნივთების შექმნას.🍄მათ დაიწყეს სოკოების დამზადება, რომლის შედეგსაც შემდეგ კვირაში გ...
16/03/2023

🍄მოალას ბავშვები აგრძელებენ ხელნაკეთი ნივთების შექმნას.

🍄მათ დაიწყეს სოკოების დამზადება, რომლის შედეგსაც შემდეგ კვირაში გაგიზიარებთ, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს😊

🍄ვესტუმრეთ თოჯინების თეატრსაც, სადაც ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმები, რაც მათთვის ძალიან სახალისო იყო.

🍄ამ აქტივობით, ბავშვებმა გაიცნეს კოკროჭინას პერსონაჟებიც და როლური თამაშიც შემოგვთავაზეს.🥰

🍄ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რადგან მომავალში ბევრი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ მოალასთან ერთად💫

💫მოალაში მრავალფეროვანი და ხალისიანი დღეები გრძელდება. 💜💫ზღაპრები, კლასიკოსები და თანამედროვე მწერლები...💫ესკიზები, ძერწ...
28/02/2023

💫მოალაში მრავალფეროვანი და ხალისიანი დღეები გრძელდება. 💜
💫ზღაპრები, კლასიკოსები და თანამედროვე მწერლები...
💫ესკიზები, ძერწვა, ხელნაკეთი ნივთები...
სამაგიდო, სახალისო თამაშები...
💫განათლება, კულტურა, ხელოვნება და ბედნიერების ჰორმონი ერთ სივრცეში.💜

🔮 შემოქმედებით სტუდია „მოალა“-ში საგაზაფხულო სეზონისთვის მიღებაა 💜 💫 ცენტრში საგანმანათლებლო აქტივობები 6-დან 12 წლამდე ...
19/02/2023

🔮 შემოქმედებით სტუდია „მოალა“-ში საგაზაფხულო სეზონისთვის მიღებაა 💜

💫 ცენტრში საგანმანათლებლო აქტივობები 6-დან 12 წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი 💜

🚀 ცენტრში ჩატარდება გაკვეთილები:
✍️ მე ვიწყებ წერას;
🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს;
🎯 გართობა და შემეცნება;
✍️ მე ვიწყებ წერას - ემსახურება მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება - დახვეწას.
🎨 მინდა ვხატავდე სამყაროს ფერადს - შეისწავლება ხატვა, ძერწვა, ილუსტრაციის შექმნა. ხელნაკეთი ნივთების დამზადების ტექნიკა, თეატრალური მხატვრობა: ესკიზი, თოჯინა, რეკვიზიტი, დეკორაცია, მაკეტი.
🎯 გართობა და შემეცნება -
სამაგიდო, შემეცნებითი და გრამატიკული სახალისო თამაშები.
🧩 ცენტრში ჩატარებული ყველა აქტივობა ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ემსახურება საერთო მიზანს - მოზარდების ინდივიდუალობის წინ წამოწევას.
🕒 სტუდია მუშაობს შაბათ-კვირას.
✨ სწავლების საფასური: 130 ლარი.
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 591 71 71 51

💫მოალამ პატარებს ი.გოგებაშვილის  " იავნანამ რა ჰქმნა?!" წაუკითხა. 💫სასიამოვნოდ გაოცებული დარჩნენ, როცა გაიგეს რა მისტიურ...
09/02/2023

💫მოალამ პატარებს ი.გოგებაშვილის " იავნანამ რა ჰქმნა?!" წაუკითხა.

💫სასიამოვნოდ გაოცებული დარჩნენ, როცა გაიგეს რა მისტიური ძალა ქონია დედის ნამღერ იავნანას.

💫ქეთოს სამყაროში მოგზაურობა თოჯინების თეატრში გავაგრძელეთ, სცენაზე მსახიობების როლი მოვირგეთ და თოჯინები გავაცოცხლეთ.

🎩დღე კი სპექტაკლის " იავნანამ რა ჰქმნა?!" ნახვით დავასრულეთ

💫დაუმეგობრდი მოალას, ჩვენთან ჯადოსნური ამბები ხდება 💜

💫 პატარა უფლისწულის და მოალას მეგობრობის ამბები, თოჯინების თეატრის სამხატვრო სახელოსნოში გაგრძელდა.💫🎩 ვიმოგზაურეთ მისტიუ...
31/01/2023

💫 პატარა უფლისწულის და მოალას მეგობრობის ამბები, თოჯინების თეატრის სამხატვრო სახელოსნოში გაგრძელდა.💫

🎩 ვიმოგზაურეთ მისტიურ სამყაროში ჩვენს ბავშვებთან ერთად, სადაც მუდმივად ზღაპრული ქაოსი და საოცარი სურნელი ტრიალებს. გავიცანით თოჯინების დიდი ოჯახი და ვნახეთ ახალი თოჯინის დაბადება🦊

💫 შემდეგ კი ერთად შევქმენით პატარა უფლისწულის ესკიზები და ჩვენი საყვარელი პერსონაჟები 💫

💫დაგვიმეგობრდით 💜 მოალაში ბედნიერებით და სიხარულით სავსე დღეები გრძელდება.💫

✨პატარა უფლისწულის და მოალას ამბავი ✨🌠 ორი  კვირაა მოალა და ბავშვები ცდილობენ "დასანახი მხოლოდ გულით დაინახონ, რადგან მთ...
28/01/2023

✨პატარა უფლისწულის და მოალას ამბავი ✨
🌠 ორი კვირაა მოალა და ბავშვები ცდილობენ "დასანახი მხოლოდ გულით დაინახონ, რადგან მთავარი თვალისთვის უხილავია"

✨ თქვენ იცით რატომ არის უდაბნო ასეთი ლამაზი?
- იმიტომ რომ მის წიაღში წყარო იმალება ✨

🌠 ჩვენ ეგზიუპერის ჯადოსნურ სამყაროში ვმოუგზაურობდით ორი კვირა, დავიმეგობრეთ პატარა უფლისწული რომელმაც მეგობრობის , სიყვარულის და ადამიანური ურთიერთობების საოცარი ისტორიები გვიამბო.

✨დაუმეგობრდი მოალას, ჩვენთან ჯადოსნური ამბები ხდება 💜

სტუდია ,,მოალა” გილოცავთ ბედობის დღეს🔮🔮💜💜💜
15/01/2023

სტუდია ,,მოალა” გილოცავთ ბედობის დღეს🔮🔮💜💜💜

ლეგენდის თანახმად, მოალას ფერად სამყაროში ჯადოსნური ამბები დატრიალდა. ზღაპრის  პატარა გმირებმა, ახალი წლის მოახლოება დიდ...
27/12/2022

ლეგენდის თანახმად, მოალას ფერად სამყაროში ჯადოსნური ამბები დატრიალდა. ზღაპრის პატარა გმირებმა, ახალი წლის მოახლოება დიდი ჟრიამულით, მხიარული სიმღერებით, ლექსებითა და ლამაზი საჩუქრებით ამცნეს დიდსა თუ პატარას და ამოგზაურეს მოალას ზღაპრულ სამყაროში🔮🔮🔮🔮

დღეს, მოალას პატარები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ და იმოგზაურეს ოზის სამყაროში🔮🔮🔮🔮
17/12/2022

დღეს, მოალას პატარები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ და იმოგზაურეს ოზის სამყაროში🔮🔮🔮🔮

მასტერკლასი მოალაში.მოალას მეექვე სკოლის, მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.შეხვდნენ მწერალ- დალი თედორაძეს. ისაუბრეს ...
13/12/2022

მასტერკლასი მოალაში.
მოალას მეექვე სკოლის, მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
შეხვდნენ მწერალ- დალი თედორაძეს. ისაუბრეს შემოქმედებაზე, წიგნის ილუსტრაციებზე.
ჩაუტარდათ მასტერკლასი საახალწლო აქსესუარების შექმნაზე და მიეცათ საშუალება იქვე, თავიანთი ხელით დაემზადებინათ სასურველი ნივთი.

Address

32 კლდიაშვილის ქუჩა

6010

Opening Hours

Saturday 11:00 - 18:00
Sunday 11:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Moalla • მოალა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram