31/08/2025
📣 ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში.
კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი/Qirurgiis Erovnuli Centri
🔵 ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში სამი წელია, რაც დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს ონკოლოგიური შემთხვევების განხილვა 𝗧𝗨𝗠𝗢𝗥 𝗕𝗢𝗔𝗥𝗗-ის მეშვეობით.
რა არის "ტუმორ ბორდი" და რა როლს ასრულებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში❓
🔵 "ტუმორ-ბორდი" არის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელთა შეკრებისას განიხილება თითოეული პაციენტის დიაგნოზი, როგორც უნიკალური შემთხვევა. კლინიკური შემთხვევის გარჩევის დროს, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური, მაღალეფექტური მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდების შერჩევა.
👨🏽⚕️ "ტუმორ-ბორდს" ხელმღვანელობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ხოლო თბილისის კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
🔵 გუნდში არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისეთი დარგების წამყვანი სპეციალისტები, როგორიცაა: რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, კლინიკური ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი, ონკოქირურგი, ჰისტოპათოლოგი, რადიოლოგი, თორაკოქირურგი, ნეიროქირურგი, ჰემატოლოგი და ყველა სხვა, ვიწრო დარგის სპეციალისტი, საჭიროების მიხედვით.
🩺 მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრასთან ერთად, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის კვლევის ჩატარება ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების კუთხით, ასევე მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის შესაფასებლად.
🔵 პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (𝗣𝗘𝗧/𝗖𝗧) აჭარის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის სრულად ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
➡️გაიგე მეტი ქირურგიის ეროვნული ცენრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ: https://rb.gy/81uhw
გისურვებთ ჯანმრთელობას