02/03/2023
📍ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, მართვისა და რეგულირების უნარი. მის ძირითად კომპონენტებს შეადგენს:
🔹️თვითცნობიერება – საკუთარი ემოციების ამოცნობისა და ერთმანეთისგან გარჩევის უნარი;
🔹️თვითრეგულაცია – საკუთარი ემოციების კონტროლი და სიტუაციის შესაბამისად მართვა;
🔹️მოტივაცია – ემოციების წარმართვა მიზნის მისაღწევად;
🔹️ემპათია – ვერბალური და არავერბალური მინიშნებების ამოცნობით სხვისი ემოციების გაგების, გათვალისწინების და ემპათიის უნარი.
🔹️სოციალური უნარები – წარმატებული ინტერაქციისა და კონფლიქტების გადაჭრისა უნარი.
📍კვლევებით დადასტურებულია, რომ ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება შესაძლებელია. ბავშვები, რომლებსაც მშობლებმა ადრეულ ასაკშივე ასწავლეს ემოციების მართვა, არიან უფრო ჯანმრთელები, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, უკეთ ამყარებენ კომუნიკაციას თანატოლებთან და არ ავლენენ ანტისოციალურ ქცევას.
ამიტომ, ადრეულ ასაკში, ბავშვისთვის სოციალური და ემოციური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან მან შეძლოს:
🔸️გაუმკლავდეს დაბრკოლებებს და დამოუკოდებლად იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა
🔸️გამოხატოს საკუთარი აზრი და შეძლოს მისი დასაბუთება
🔸️დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობა როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან
🔸️დაიცვას პირადი საზღვრები
🔸️ადაპტაცია მოახდინოს ახალ გარემოში