Food Safety & HACCP • სურსათის უვნებლობა და ჰასპი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Food Safety & HACCP • სურსათის უვნებლობა და ჰასპი

Food Safety & HACCP • სურსათის უვნებლობა და ჰასპი გთავაზობთ ჰასპის სისტემის დანერგვის სერვისის სურსათის ინდუსტრიის ბიზნესოპერატორებისათვის

🛒 როგორ შევარჩიოთ პროდუქტის შესანახად გამოყენებული შესაფუთი მასალა: 👇- პერგამენტის ქაღალდი, რომელიც ჰაერის კარგი ცირკულა...
31/07/2025

🛒 როგორ შევარჩიოთ პროდუქტის შესანახად გამოყენებული შესაფუთი მასალა: 👇
- პერგამენტის ქაღალდი, რომელიც ჰაერის კარგი ცირკულაციის გამო, გამოიყენება ყველის, ძეხვეულის, შებოლილი ნაწარმის შესაფუთად;
- ფოლგა საკმაოდ ჰერმეტულად ფუთავს საკვებს. მისი გამოყენება შესაძლებელია მზა კერძების, თევზისა და ხორცის შესაფუთად;
- პლასტმასის კონტეინერები გამოიყენება მზა საკვებისა და ახალი პროდუქტების შესანახად. თუმცა, ბზარებისა და ნაკაწრების გაჩენისთანავე სჯობს მათ გამოყენებაზე უარი ვთქვათ;
- მინის ჭურჭელი ყველაზე უვნებელი და ხანგრძლივად გამოყენებადია. მასში ყველაფრის შენახვაა შესაძლებელი.
- ვაკუუმ-კონტეინერებს უნარი აქვთ პროდუქტების შენახვის ვადა გაახანგრძლივონ, ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვის გამო. ჟანგბადის დეფიციტი მიკროორგანიზმების გამრავლებას ხელს უშლის;
- ხის კონტეინერებში კარგად ინახება ხილი და ბოსტნეული.

#სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი #სურსათისშენახვა #უვნებელისურსათი #მომხმარებელთაუფლებები

30/07/2025

იცოდით ??? 👇
პროდუქტები, რომლებიც არ უნდა შეინახოთ მაცივარში: ❌
🍯თაფლი,
🥖პური,
🍌ბანანი,
🥕სტაფილო,
🥔 კარტოფილი,
🧅ხახვი,
🍫 შოკოლადი.
#სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #ჰასპი #ჯანსაღიკვება #ჯანმრთელობა #საკვები #პროდუქტები

28/07/2025

🛒 როგორ ავარჩიოთ მზესუმზირის ზეთი?
❗ ამისათვის რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
1. ზეთის ტიპი
არსებობს რამდენიმე სახეობა:
არარაფინირებული – იფილტრება მინიმალურად, ინარჩუნებს არომატს, ფერს და სასარგებლო ნივთიერებებს. არ გამოადგება შემწვარად, საუკეთესოა სალათებისთვის და ცივი კერძებისთვის.
რაფინირებული – უფრო გამჭვირვალე და უფერულია, ნაკლები არომატი აქვს, მაგრამ უფრო მდგრადია სიცხეზე. კარგი არჩევანია შეწვისა და ხარშვისთვის.
მაღალი ოლეინის შემცველი – შეიცავს ბევრ ოლეინის მჟავას (როგორც ზეთისხილი), უფრო მდგრადია სიცხეზე, ჯანსაღიცაა და კარგია როგორც შეწვისთვის, ისე სალათებისთვის.

2. დამუშავების ხარისხი
ცივი გამოწურვით (cold-pressed) მიღებული ზეთი – ინარჩუნებს ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს.
ქიმიურად რაფინირებული ზეთები – შეიძლება შეიცავდეს ნარჩენ ქიმიკატებს და ნაკლებად სასარგებლოა.

3. ეტიკეტი
ვადა – რაც უფრო ახალი დაწურულია ზეთი, უფრო უკეთესია.
ეტიკეტზე სასურველია აღნიშვნები: cold-pressed, Unrefined და high oleic.

გამოყენება
სალათები, სოუსები - არარაფინირებული, ცივი გამოწურვა;
შეწვა, ღუმელში გამოცხობა - რაფინირებული ან მაღალი ოლეინის შემცველი;

#სურსათისუვნებლობა #ზეთი #მზესუმზირისზეთი #მომხმარებელთაუფლებები #მომხმარებელთაინფორმირება #სურსათისხარისხი

23/07/2025

👉🏻👉🏻 როგორ მოვამზადოთ ხორცი, რომ საკვებად უსაფრთხო და უვნებელი იყოს?

🥩 მოხარშვამდე მოაცილეთ კანი და ცხიმი ხორცს - მათში ყველაზე მეტად მავნე ნივთიერებები გროვდება.

🍗 მოხარშვის წინ ხორცი დააყოვნეთ წყალში.

💧 ხორცი მოათავსეთ წყალში ან მინერალურ წყალში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში.

ან მოამზადეთ მარინადი: წყალს დაუმატეთ ცოტა მარილი (3-4 ს/კ), ან ლიმონის წვენი (2-3 ს/კ), ან 0,5 ჩ/კ. ლიმონმჟავა და ამ ნარევში მოათავსეთ.

🍖 მოხარშეთ ხორცი მეორად ბულიონში.

ადუღების შემდეგ ხორცი ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ ბულიონი, დაამატეთ სუფთა წყალი და მოხარშეთ კიდევ ერთხელ.

🥩 ხორცი შეწვის ნაცვლად გამოაცხვეთ ღუმელში. ხორცი მოათავსეთ ისე, რომ ცხიმი ჩამოიწუროს და არ შეიწოვოს ისევ ხორცში.

#სურსათისუვნებლობა #ჰასპი #კვება #ხორცისმომზადება #ჯანმრთელობა #რჩევები #სამზარეულო #ხორცი

21/07/2025

✅ სურსათის ბიზნესოპერატორებს გთავაზობთ:

• ობიექტის სრულ ინსპექტირება;
• HACCP სისტემის შემუშავება ან არსებულის განახლება;
• პერსონალის გადამზადება;
• აუდიტი.

დეტალებისთვის მოგვწერეთ 📩

#ჰასპი #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი

15/07/2025

❌ საშიში შეცდომები სახლის პირობებში სურსათის მომზადებისას, ნაწილი 2 👇

❗️ გამღვალი პროდუქტის ხელახლა გაყინვა
არ გაყინოთ საკვები, რომელიც ერთხელ გაალღვეთ, რადგან მასში ხელახალი გალღობისას ბაქტერიების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება და ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია.
❗️გახსნილი კონსერვის შენახვა
გახსნილ კონსერვს თუ ბოლომდე არ მოიხმართ, არ შეინახოთ მაცივარში იმავე კონსერვით, გადაიტანეთ საკვები დახურულ კონტეინერში. ამ გზით თავიდან აიცილებთ კონსერვის ქილაში არსებული მეტალის კომპონენტების საკვებში მოხვედრას.
❗️ უმი და მზა პროდუქტისთვის ერთიდაიგივე ჭურჭლის გამოყენება
საკვების მომზადების შემდეგ არ გამოიყენოთ იგივე დანა, კოვზი, კონტეინერი, ქვაბი საჭრელ დაფა და სხვა , რომელთანაც შეხებაში იყო უმი პროდუქტი, სანამ ამ ჭურჭელს არ გარეცხავთ.
#სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #ჰასპი #ჯანმრთელობა #სახლისპირობებში #სურსათისმომზადება

🫣😱🫠
15/07/2025

🫣😱🫠

❗️ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს

❌ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.

ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

✅ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო.

#სურსათისუვნებლობა

09/07/2025

👉რკინით მდიდარი საკვები: 👇
ისპანახი,
ბარდა,
ბროწეული,
ღვიძლი,
წიწიბურა.
👉 უჯრედისით მდიდარი საკვები: 👇
ნუში,
ავოკადო,
ბანანი,
გარგარი,
შვრია.
#ჯანსაღიკვება #ჯანმრთელობა #აუცილებელისაკვები #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი

👇🏻👇🏻👇🏻
04/07/2025

👇🏻👇🏻👇🏻

❗️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა

🍶 სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს.

🔸 ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა.

🔸 ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

🔸 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.

#სურსათისუვნებლობა

04/07/2025

❌ პროდუქტები, რომლებიც არ უნდა შეინახოთ მაცივარში: 👇
🍯თაფლი,
🥖პური,
🍌ბანანი,
🥕სტაფილო,
🥔 კარტოფილი,
🧅ხახვი,
🍫 შოკოლადი.
#სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #ჰასპი #ჯანსაღიკვება #ჯანმრთელობა #საკვები #პროდუქტები

04/07/2025
სასურსათო ინდუსტრიის ბიზნესოპერატორებს გთავაზობთ 👇🏻
26/06/2025

სასურსათო ინდუსტრიის ბიზნესოპერატორებს გთავაზობთ 👇🏻

Address

Batumi
Batumi

Telephone

+995598340019

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Food Safety & HACCP • სურსათის უვნებლობა და ჰასპი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Food Safety & HACCP • სურსათის უვნებლობა და ჰასპი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram