ტრიომედი

ტრიომედი სამედიცინო დაწესებულება - ამბულატორიული ცენტრი

კლინიკა "ტრიომედის" კომპეტენტური და გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში.

🟠👇ძვირფასო ბოლნისელებო, ჩვენი კლინიკის ბენეფიციარებო, გვსურს მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.      ქ. ბოლნისში, სულხნ...
04/02/2025

🟠👇ძვირფასო ბოლნისელებო, ჩვენი კლინიკის ბენეფიციარებო, გვსურს მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ქ. ბოლნისში, სულხნ-საბა ორბელიანის ქ. 122-ში მდებარე კლინიკა "ტრიო-მედი" 2025 წლის პირველი აპრილიდან წყვეტს სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის გეგმიურ ამბულატორიულ პროგრამაში მონაწილეობას.

🟢 მეტი სიცხადისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ აპრილიდან ჩვენს კლინიკაში ვეღარ შეძლებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო ან თანაგადახდით გათვალისწინებული სერვისების მიღებას.

📎რიგი ობიექტური მიზეზების გამო გვიწევს ზემოთ აღნიშნული პროგრამის შეჩერება.

📎დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ კლინიკაში.

📸 🎞 ლევანი თავის მკურნალ ექიმთან ერთად  ბედნიერია იმით, რომ მანამდე თუ გაუსაძლისი ტკივილების გამო ფაქტობრივად ვეღარ დადი...
08/04/2024

📸 🎞 ლევანი თავის მკურნალ ექიმთან ერთად ბედნიერია იმით, რომ მანამდე თუ გაუსაძლისი ტკივილების გამო ფაქტობრივად ვეღარ დადიოდა, ამ დღეებში მისი გადადგმული ნაბიჯების რიცხვმა 3000-სს გადააჭარბა.
🚶‍♂️🚶‍♂️🚶‍♂️ტელეფონში გვაჩვენა ბოლო პერიოდის მონაცემები. იყო დღეები, როცა დღის განმავლობაში მხოლოდ 11 ნაბიჯს დგამდა. შეიძლება ითქვას რომ ხელმეორედ დაიბადა...

ძლიერი ტკივილების, გამუდმებული უძილობის, ცხოვრების ხარისხის თითქმის 99%-ით დაქვეითების ფონზე(თვითმომსახურებასაც ვეღარ ახერხებდა, ამიტომ ჭამასაც კი ერიდებოდა ხოლმე), 31 წლის ლევანს ექიმები მხოლოდ ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში აიმედებდნენ.

თუმცა ლევანი ოჯახის წევრების რჩევით მარნეულიდან ბოლნისში ჩამოვიდა და კლინიკა "ტრიომედში" მარინა ექიმთან სამკურნალო სავარძლით ყოველდღიური პროცედურების ჩატარება დაიწყო.

💡12-15 პროცედურის შემდეგ ტკივილები საერთოდ გაქრა. მოუწესრიგდა ძილი, დაიწყო აქტიური სიარული და თვითმომსახურება. ხერხემალიც, რომელიც გვერდზე იყო გადახრილი, თანდათან სწორდება.

ლევანი მკურნალობას ახლაც აგრძელებს. გამორჩეული პაციენტია არა მხოლოდ ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არამედ იმითაც, რომ მოთმინებით, ძალიან ორგანიზებულად და რაც მთავარია, რწმენით მიყვება მკურნალობის პროცესს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა.

მარინა ექიმისთვის ლევანი ამასობაში ძალიან ახლობელ და საყვარელ პაციენტად იქცა. ♡

📎სამკურნალო სავარძლის ერთი პროცედურის ღირებულებაა 40 ლარი.

☎️დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით მარინა ლაზარეშვილს ნომერზე 599 546167

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით

👫კლინიკა "ტრიომედის" ინოვაციური ოთახი  ივნისის თვეს ბავშვებს უძღვნის. 🟢გთავაზობთ სამკურნალო - აღდგენით 15 ფიზიოთერაპიულ ...
03/06/2023

👫კლინიკა "ტრიომედის" ინოვაციური ოთახი ივნისის თვეს ბავშვებს უძღვნის.

🟢გთავაზობთ სამკურნალო - აღდგენით 15 ფიზიოთერაპიულ პროცედურას მხოლოდ 2️⃣2️⃣5️⃣ ლარად. 1 პროცედურის ფასი ნაცვლად 4️⃣0️⃣ ლარისა 1️⃣5️⃣ ლარი იქნება.

მოვემსახურებით 18 წლამდე ბავშვებს სქოლიოზის პირველი და მეორე ხარისხის დიაგნოზით, ასევე მათ, ვისაც გაკვეთილზე თუ სახლში მეცადინეობისას აქვთ დისკომფორტი და ტკივილი წელის, მხრების, ზურგის არეში.

☎️ დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომერზე- 599 54 61 67

🎯 შეგახსენებთ, კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში, ს.ს ორბელიანის 122 ნომერში.

🔔🔔ძვირფასო მშობლებო, გაცნობებთ, რომ  2️⃣0️⃣ მაისს კლინიკა "ტრიომედში" დაიგეგმა პედიატრ ნუგზარ უბერის სამუშაო ვიზიტი. ✅11...
05/05/2023

🔔🔔ძვირფასო მშობლებო,
გაცნობებთ, რომ 2️⃣0️⃣ მაისს კლინიკა "ტრიომედში" დაიგეგმა პედიატრ ნუგზარ უბერის სამუშაო ვიზიტი.

✅11-დან 17:00 საათამდე მიიღებს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს.

✅კონსულტაციის ღირებულებიდან მხოლოდ 2️⃣0️⃣ ლარს გადაიხდის პაციენტი. დანარჩენ 75%-ს კლინიკა აანაზღაურებს. აღნიშნული პირობა შეეხება საყოველთა დაზღვევით მხოლოდ კლინიკა "ტრიომედში" რეგისტრირებულ ბავშვებს და მოზარდებს.

✍გაითვალისწინეთ, პაციენტთა მიღება განხორციელდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.

ჩასაწერად დარეკეთ 15 მაისის ჩათვლით სამუშაო დღეებში 10:00-დან 15:00 საათამდე შემდეგ ნომერზე- 595020221

✅ ინფორმაციისთვის,
ნუგზარ უბერს ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება აქვს.

1969 წლიდან სხვადასხვა პერიოდში იყო ზუგდიდის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი, ასპირანტი, ასისტენტი, მოგვიანებით კი დოცენტი, რის შემდეგაც მიიღო პროფესორის წოდება.
ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობასა და კარდიტებს, ათეროსკლეროზის პრედიქტორებს ბავშვებში. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
დღემდე აქტიურ რეჟიმში აგრძრლებს პროფესიულ საქმიანობას.

🎯კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის 122 ნომერში.

🔔🤰სოფო ორსულობისას ვერ წარმოიდგენდა, რომ მომატებული 16 კილოგრამი ხერხემლის პრობლემებს შეუქმნიდა. 🟢 თავდაპირველად ტკივილი...
19/09/2022

🔔🤰სოფო ორსულობისას ვერ წარმოიდგენდა, რომ მომატებული 16 კილოგრამი ხერხემლის პრობლემებს შეუქმნიდა.

🟢 თავდაპირველად ტკივილი წელის არეში დაეწყო და დროთა განმავლობაში ხერხემლის ქვედა მიმართულებით გავრცელდა.
ჩაიტარა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), რომლის საფუძველზეც ზურგის ტვინის გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინდა.
სოფო არ ენდო ამ დიაგნოზს. დაახლოებით 2 კვირაში სხვა კლინიკას მიმართა. განმეორებით ჩაიტარა "მრტ" კვლევა და ამჯერად გაცილებით მსუბუქი, სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს.

🟠 მკურნალობა ვერ შეძლო . თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ფიზიოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივი, კომპლექსური და ძვირადღირებული სტრატეგია შესთავაზეს. ალტერნატივა სახლში ვარჯიში იყო, თუმცა ამის დაორგანიზებაც გაუჭირდა.

🟡 საბოლოოდ, სოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. წოლაც და ჯდომაც ხერხემლის ტკივილს იწვევდა. უბუჟდებოდა კიდურები, განსაკუთრებით მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები ისე, რომ საწოლიდან ადგომისას ფეხები ეკვეთებოდა. გარდა ამისა, თავის შემაწუხებელი ტკივილები და დარღვეული ძილი, თანდართული გაღიზიანება და შფოთვა მისი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესების მიზეზად იქცა.

🎯ამ ყველაფრის ფონზე გადაწყვიტა, თავისსავე საცხოვრებელ ქალაქში, ბოლნისში კლინიკა "ტრიომედის" ინოვაციური ოთახსთვის მიემართა და ფიზიოთერაპიული სავარძლით მკურნალობის კურსი ჩაეტარებინა.

🙏 სოფო ახლა მკურნალობის პროცესშია. როგორც თავად ამბობს, მე-5 პროცედურის შემდეგ შვება იგრძნო. თანდათან სრულიად გაიარა დაბუჟებამ, მნიშვნელოვნად შემცირდა ხერხემლის ტკივილი, დაუამდა თავი, მოუწესრიგდა ძილი. ამ ყველაფერთან ერთად იკლო შფოთვამ და მისი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

🔔"პირველი სამი პროცედურა მტკივნეული იყო, მეხუთეს შემდეგ კი ძალიან მსიამოვნებს სავარძლის მასაჟის პროცესი."

🏷 ფიზიოთერაპიული სავარძლის ერთი პროცედურის ღირებულებაა 30 ლარი.

🤝 დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ შემდეგ ნომერზე- 599 54 61 67, მიმართეთ კლინიკის მიმღებს ან მოგვწერეთ Facebook-ზე.

🎯 კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის ქ. N122.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

👦🔔10 წლის ნიკოლოზი იმ მოსწავლეთაგანია, რომლებიც პატარაობიდან სწავლობენ, როგორ იცხოვრონ გარკვეული სახის შეზღუდვებთან ერთა...
18/04/2022

👦🔔10 წლის ნიკოლოზი იმ მოსწავლეთაგანია, რომლებიც პატარაობიდან სწავლობენ, როგორ იცხოვრონ გარკვეული სახის შეზღუდვებთან ერთად. ამ უწყვეტ პროცესში მათი მთავარი მხარდამჭერები მშობლები არიან, რომელთაც მუდამ გამახვილებული აქვთ ყურადღება, რომ არაფერი გამოეპაროთ და დროულად გაუწიონ შვილს სათანადო დახმარება.

🔎👁 თვალებზე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნიკოლოზი დასაშვებ ნორმაზე მეტად დახრილია სკოლაში მერხთან და სახლში სამუშაო მაგიდასთან მეცადინეობისას. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ზრდის კიფოზის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გამრუდება, რომლის შედეგად ზურგის არეში ვითარდება კუზი) ჩამოყალიბების რისკს.

🟠 ხერხემლის პრობლემების თავიდან არიდების მიზნით ნიკოლოზი პერიოდულად იტარებს ფიზიოთერაპიულ სამკურნალო კურსს.

🟡 მშობლების დაკვირვებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ამჯერადაც საჭირო გახდა მკურნალობის ჩატარება: მასაჟი, ვარჯიშები და სამკურნალო სავარძლის პროცედურები.

🟢 ამ დროისთვის ჯერ ისევ მკურნალობის პროცესშია ნიკოლოზი, თუმცა დედა უკვე საუბრობს ნიშნებზე, რაც პროგრესზე მიანიშნებს: " პირველი რასაც ვამჩნევ, პოზიცია შეეცვალა საწოლში ძილის დროს, მხრებში მეტად გაიმართა, გვაქვს უკეთესობა."

📎ნიკოლოზს აღნიშნული ფიზიოთერაპიული პროცედურების კურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უტარდება.

📸✏(ნიკოლოზისგან ავიღეთ ნებართვა, ფოტოების გადაღებასა და ამ ჯგუფში ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. მშობლებმა, ნიკოლოზი როგორც იტყვისო და ისიც დაგვთანხმდა.) ♡♡♡

📌ინფორმაციისთვის, კლინიკის მასაჟისტი გახლავთ ლალი ლაზარაშვილი.
სავარძლის პროცედურებს კი ატარებს მარინა ლაზარეშვილი.

🤝დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ კლინიკის მიმღებს ან მოგვწერეთ Facebook-ზე.

🎯 კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის ქ. N122.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

🔔🔔სასიხარულო ამბავი გვაქვს თქვენთვის, მეგობრებო, 👩‍⚕️სულ რამდენიმე კვირაა, ჩვენი კლინიკის გუნდს ექიმი-კარდიოლოგი მარიამ ...
13/04/2022

🔔🔔სასიხარულო ამბავი გვაქვს თქვენთვის, მეგობრებო,

👩‍⚕️სულ რამდენიმე კვირაა, ჩვენი კლინიკის გუნდს ექიმი-კარდიოლოგი მარიამ ჩუბინიძე შემოუერთდა.

🤗🩺 მარიამი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი ახალგაზრდა ექიმები საკუთარ რაიონში, ქალაქსა თუ სოფლად იწყებენ პრაქტიკულ საქმიანობას. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სამწუხარო ტენდენცია გახლავთ რეგიონებში ადგილობრივი ექიმების მნიშვნელოვანი დეფიციტი.

🙏🤗 გვეამაყება და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის, კლინიკისთვის და მარიამისთვის, განვითარების, წინსვლის და ასევე, რაც მთავარია, ბოლნისელების ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

🟡 თუ გაწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა,
არითმიები...გახსოვდეთ, რომ ყოველ პარასკევს 10:00 -15:00 საათებში თქვენს მიღებას და დახმარებას შეძლებს მარიამი ჩვენს კლინიკაში.
☎️ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ. ამისთვის სამუშაო საათებში დარეკეთ კლინიკის მიმღებში - 595 020221

🟢 კონსულტაციის ღირებულებაა 40 ლარი.

📚 მარიამმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო(მედიცინის ფაკულტეტი).

🟠 მისი სამუშაო გამოცდილება
"ჯოენის" სამედიცინო ცენტრში 2016 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

🌏მარიამის პრაქტიკული გამოცდილება მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მან პირველი სტაჟირება თურქეთში, ათათურქის საუნივერსიტეტი კლინიკაში გაიარა 2015 წელს. მეორედ კი- 2016 წელს ბულგარეთში, პლევენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

✏ გარდა პრაქტიკული საქმიანობისა მარიამი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორიც გახლავთ ბიოქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით.

💛წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა მოტივირებულ და გულისხმიერ ექიმს...

🎯 კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის ქ. N122.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

🔔👩‍⚕️მე-10 წელია ლალი ექიმი კვირაში რამდენიმე დღე რუსთავიდან ბოლნისში ჩამოდის, რომ პაციენტებს სათანადო დახმარება გაუწიოს...
22/02/2022

🔔👩‍⚕️მე-10 წელია ლალი ექიმი კვირაში რამდენიმე დღე რუსთავიდან ბოლნისში ჩამოდის, რომ პაციენტებს სათანადო დახმარება გაუწიოს. 💛🩺ძალიან უყვარს თავისი საქმე და ამბობს, პროფესიას ახლა რომ ირჩევდეს, აუცილებლად იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც-დიდი ხნის წინ.

🏷მისი სამუშაო გამოცდილება უკვე 15 წელს ითვლის.

📚 ლალი ექიმმა 90-იანი წლების დასაწყისში ისწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.

📃👩‍⚕️2014 წელს მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით- საოჯახო მედიცინა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კომპეტენციების სფერო გაფართოვდა და ბავშვების გარდა, ნებისმიერი ასაკის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის უფლება აქვს. 🆘️ ამავე წელს გაიარა გადამზადების პროგრამა გადაუდებელ მედიცინაში.

✏📞ძვირფასო მოქალაქეებო, გვსურს, განმარტება გავაკეთოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე-
არის შემთხვევები, როცა ლალი ექიმთან პაციენტები მის პირად ნომერზე ან სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით ცდილობენ დაკავშირებას, თუმცა ლალი ექიმი ვერ ახერხებს გასაუბრებას.

მსგავს შემთხვევებს რამდენიმე არსებითი მიზეზი აქვს.

🤔წარმოიდგინეთ სიტუაცია, ექიმი კაბინეტში სინჯავს პაციენტს, უსვამს შეკითხვებს, ან უწერს დანიშნულებას და ამ დროს ექიმის ტელეფონი რეკავს...
ექიმის მიერ მუშაობის პროცესში პაციენტის თანდასწრებით სხვა პაციენტისთვის სატელეფონი კონსულტაციის გაწევა არაეთიკური და გაუმართლებელია. (თავად წარმოიდგინეთ თავი იმ პაციენტის ადგილზე, ვინც იმ დროს ექინთან კაბინეტში იმყოფება).

ინფორმაციისთვის, ლალი ექიმი კვირის განმავლობაში "ტრიომედის" გარდა მუშაობს რუსთავში "ავერსის" კლინიკაში. ყოველდღიურად, თითქმის უწყვეტ რეჟიმში უწევს პაციენტების მომსახურება.

გარდა ამისა, მეტი სიცხადისთვის, ლალი ექიმი "ტრიომედში" მუშაობს როგორც გეგმიური და არა გადაუდებელი(სასწრაფო) ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სასწრაფო შემთხვევებზე რეაგირება, განსაკუთრებით დისტანციურად, არ არის მისი პასუხისმგებლობის სფერო "ტრიომედში" საქმიანობის ფარგლებში.

🆘️ მეგობრებო, თუ გადაუდებელია, მწვავეა პაციენტის მდგომარეობა და სასწრაფოდ გჭირდებათ ექიმის კონსულტაცია, მიმართეთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან არსებულ უახლოეს სტაციონარს, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ ექიმები და შეძლებენ თქვენ მიღებას.

🤔და ბოლოს, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი, ექიმთან სატელეფონო კონსულტაციას ახლავს რისკი, რომ სწორად ვერ შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, მითუფრო თუ ბავშვს ეხება საქმე, შესაბამისად დისტანციურად მიცემულმა დანიშნულებამ შესაძლოა, არ იმუშაოს პაციენტის სასარგებლოდ.

🔔🔔მეგობრებო, თუ სასწრაფოდ საყურადღებო არ არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამუშაო საათებია, დარეკეთ "ტრიომედის" მიმღებში და ჩაეწეროთ ექიმთან პირისპირ კონსულტაციისთვის ან რეგისტრატორს გაუზიარეთ თქვენი საჭიროება და სთხოვეთ, კლინიკის წარმომადგენელ კომპეტენტურ პირთან გასაუბრების შესაძლებლობა მოგცეთ.

☎️ ლალი ექიმთან კონსულტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში დარეკეთ კლინკის მიმღებში -
595 020221 10:00- დან 16:00 საათმდე.

🎯"ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის 122 ნომერში.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

🔔👫18 წლის დარვინსა და 17 წლის ალბინას სქოლიოზის დაავადება მოზარდობის პერიოდში, დაახლოებით 2-3 წლის წინ  ჩამოუყალიბდათ. ა...
16/02/2022

🔔👫18 წლის დარვინსა და 17 წლის ალბინას სქოლიოზის დაავადება მოზარდობის პერიოდში, დაახლოებით 2-3 წლის წინ ჩამოუყალიბდათ. ამ დრომდე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სცადეს, თუმცა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწიეს.

🏷 ერთი თვის წინ მიმართა დარვინმა ჩვენს კლინიკას. რამდენიმე დღის წინ დაასრულა ფიზიოთერაპიული სავარძლის 30 პროცედურიანი კურსი, რის შემდეგაც ჩაიტარა რენტგენოლოგიური კვლევა და შედეგიც თვალსაჩინოა, ხერხემლის გამრუდების ხარისხი საგრძნობლად შემცირებული. დაავადების სრულად დასაძლევად დარვინი მეორე კურსის გავლას 6 თვის შემდეგ კვლავ გეგმავს.

🏷ალბინა მკურნალობის პრიცესშია. ამ დრომდე 10 პროცედურა აქვს ჩატარებული, რის ფონზეც წელის და მხრების ტკივილი შეუმცირდა. თავს უკეთ გრძნობს და იმედი აქვს, რომ კიდევ 20 პროცედურის დახმარებით მისი ხერხემლის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.

🔎👇 ინფორმაციისთვის, ფიზიოთერაპიული სავარძელის მუშაობის არსი გახლავთ ის, რომ ხერხემლის სკანირებით აპარატი ორგანიზმში აღმოაჩენს დაზიანებულ კერებს, იმახსოვრებს და შემდეგ ინფრაწითელი სხივებით განათებული ნეფრიტის ქვებით ამუშავებს მათ.

🌏 სავარძელი 20 წლის წინ შექმნეს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.

🟨 პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ შედეგის მისაღწევად სულ მცირე 20 პროცედურის ჩატარებაა საჭირო. ერთი პროცედურა გრძელდება 40 წუთი და მისი ღირებულებაა 30 ლარი.

📌დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით მარინა ლაზარეშვილს 599 546167.

🟢 "ტრიომედის" მისამართია
ქ.ბოლნისის ს.ს.ორბელიანის ქ.122

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

🔔🔔 D(დე) ვიტამინი თანაბრად მნიშვნელოვანია ბავშვის, მოზარდის,  ზრდასრულის და ორსულის, ასევე მისი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის...
21/01/2022

🔔🔔 D(დე) ვიტამინი თანაბრად მნიშვნელოვანია ბავშვის, მოზარდის, ზრდასრულის და ორსულის, ასევე მისი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

🔍🚶‍♀️🧍‍♂️🧘‍♀️ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობა მჭიდრო კავშირშია ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობასთან.

🏷👇თუ ქვევით ჩამოთვლილი რომელიმე ან მათგან რამდენიმე პირობა შეესაბამება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, საკმარისი მიზეზია, რომ მიმართოთ ოჯახის ექიმს და გამოიკვლიოთ სისხლში D ვიტამინის რაოდენობა.

✔მომატებული გაქვთ კანის სიმშრალე
✔გახშირებული გაქვთ თმის ცვენა
✔ადვილად გემსხვრევათ ფრჩხილები
✔უჩივით ჭარბ ოფლიანობას
✔უჩივით მეხსიერების პრობლემებს
✔გაწუხებთ ძვლების და სახსრების ტკივილი
✔ხშირი გაციება და ავადობა
✔ დაღლილობა და თავის ტკივილი
✔დეპრესია და შფოთვითი აშლილობა
✔კუნთების სისუსტე, ტკივილი და სპაზმები
✔ზოგადი სისუსტე
✔გაღიზიანება და გუნებაგანწყობის ცვალებადობა
✔ წონის მომატება

📌 ჩვენს ლაბორატორიაში D ვიტამინის შემცველობის განსასაზღვრად კვლევის ღირებულებაა 5️⃣5️⃣ ლარი.

🔴 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣ საათიდან.

☎️ კითხვების შემთხვევაში დარეკეთ კლინკის მიმღებში - 595 020221 ან მოგვწერეთ facebook-ზე.

🎯"ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის 122 ნომერში.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲კიდევ ერთი ახალი წელია კარს მომდგარი... წარსულს დავუტოვოთ, რაც იყო და ახლის, უკეთესის იმედით შევხვდეთ 2️...
30/12/2021

💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲კიდევ ერთი ახალი წელია კარს მომდგარი... წარსულს დავუტოვოთ, რაც იყო და ახლის, უკეთესის იმედით შევხვდეთ 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣ წლის პირველი დღის პირველ წამებს...

✍👇არა, მგონი ასე სჯობს:

ალბათ, უმრავლესობა ხვალინდელი დღის სამზადისში ვართ ახლა და ამ ქაოსსა და კორიანტელში მთავარზე გვავიწყდება დაფიქრება-ორიენტაცია.

💭 რეალურად რა გვაბედნიერებს?
🎭 ვცხოვრობთ კი საკუთარი სურვილების შესაბამისად? ვართ ის, ვინც ვართ, თუ ვართ ისეთები, როგორებიც სხვებს მოვეწონებოდით? ვაცნობიერებთ ჩვენს ჩავლილ შეცდომებს? ვსწავლობთ მათზე? ვისახავთ პატარ-პატარა რეალურ მიზნებს და თავს არ ვზოგავთ მათ მისაღწევად? 🤔

💭გსურთ, უწინდებურად გააგრძელოთ ცხოვრება? მომავალ და იმის იქითა ახალ წლებსაც ფორმალურად წარსულს მივათვლით, როგორც გვჩვევია ხოლმე, და მხოლოდ ფიქრებში და სადღეგრძელოში უკეთესს ვინატრებთ, თითქოს ციდან ცვიოდეს სიხარული და ბედნიერება თუ აუცილებლად დავფიქრდებით მთავარზე? 👆

💖💫🌲გისურვებთ, 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣ წელი თქვენი წელი ყოფილიყოს. იყავით უბრალოდ საკუთარი თავი! დაისახეთ თქვენი პირადი მიზნები, მიჰყევით მას და აკეთეთ ის, რაც გაგაბედნიერებთ!

❕❕❕ყოველთვის გახსოვდეთ, ჯანმრთელობა მხოლოდ დაავადების არ ქონას არ გულისხმობს. ის მოიცავს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობასაც.

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫🌲💫

💫💖👇მიჰყევით რეკომენდაციებს. 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣ წლიდან გადაასხვაფერეთ თქვენი ცხოვრება და იყავით ბედნიერი...💪 1️⃣👉იყავით კეთილგა...
28/12/2021

💫💖👇მიჰყევით რეკომენდაციებს. 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣ წლიდან გადაასხვაფერეთ თქვენი ცხოვრება და იყავით ბედნიერი...

💪 1️⃣👉იყავით კეთილგანწყობილი და თანამგრძნობი საკუთარი თავის მიმართ. გააკეთეთ რაიმე კარგი სხვისთვის და ამისთვის საკუთარი თავი შეაქეთ!

🧘‍♀️🧘‍♂️ 2️⃣👉 ივარჯიშეთ. ხანმოკლე სიარულიც კი ამცირებს სტრესს და ზრდის მხნეობას. რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს განწყობას, კონცენტრაციას, შეუძლია შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესუსტება.

🍐🥕🧀 3️⃣👉იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ ხილი და ბოსტნეული. მიეძალეთ წყალს. ჯანსაღი კვება გულისხმობს ასევე ჯანსაღ დამოკიდებულებას კვების მიმართ. მიირთვით მეგობრებთან ერთად, მოსინჯეთ ახალი საკვები. არ იყოთ საკვებზე დამოკიდებული. თუ აღმოაჩენთ, რომ საკვებთან ურთიერთობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ ინფორმაცია კვების დარღვევების შესახებ და გადადგით ქმედითი ნაბიჯები საკუთარი თავის დასახმარებლად.

🛌 4️⃣👉იძინეთ ხარისხიანად. ადექით და დაიძინეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. მათ შორის შაბათ-კვირასაც და არდადეგებზეც. რაც შეეხება ძილის ხანგრძლივობას, თინეიჯერებმა იძინეთ 8-10 საათი, 20 წლიდან ზევით კი - სულ მცირე 7-8 საათი.

🤳 5️⃣👉"დააძინეთ" ეკრანები მანამ, სანამ დასაძინებლად დაწვებით თავად. კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის წინ ეკრანებისთვის ცქერას უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ჩაძინების დროზე, ასევე თავად ძილის ხარისხზე. ეკრანის ცისფერი შუქი უარყოფით გავლენას ახდენს მელატონინის გამომუშავებაზე. ეს არის ჰორმონი, რომელიც ჩაძინებისა და გაღვიძების ციკლს არეგულირებს.

🗣 6️⃣👉 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გქონდეთ ეპიზოდი, როცა ისუნთქებთ ღრმად. კარგად ჩაისუნთქეთ პირით და ასევე პირიდან ძალიან ნელა ამოუშვით ჰაერი. გაიმეორეთ რამდენჯერმე...

🤝🤗 7️⃣👉 შეინარჩუნეთ კონტაქტები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველებთან... უცხო ადამიანთან მეგობრული მისალმებაც კი შეიძლება იქცეს დადებითი ემოციების წყაროდ. ყურადღება გაამახვილეთ ურთიერთობების ხარსხზე და არა რაოდენობაზე. თუ ვინმე მხარს გიჭერთ, გაბედნიერებთ, სასარგებლოდ გაგრძნობინებთ თავს, მოსწონხართ, უყვარხართ, ან რაიმე სხვა დადებითი განცდები გაკავშირებთ მასთან, აუცილებლად შეინარჩუნეთ მსგავსი კავშირები.

✏ 8️⃣👉თავი მოუყარეთ საშუალებებს, რაც დაგამშვიდებდათ. განტვირთვას და სიმშვიდის შენარჩუნებას შეიძლება პრაქტიკა დასჭირდეს. გააკეთეთ ნუსხა, რა საშუალებებით გათავისუფლდებოდით სტრესისგან. სცადეთ. თუ იმუშავა, ისევ გაიმეორეთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მიიწევთ კეთილდღეობის მოსაპოვებლად. მოკლევადიანი საშუალებები მაგალითად, დამამშვიდებელი აბები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი არ გვეხმარება გრძელვადიანი კეთილდღეობის მოპოვებაში, ამიტომ გადახაზეთ ის თქვენს ნუსხაში და ჩაანაცვლეთ მაგალითად, ლამაზი ადგილის წარმოსახვითი სურათით ან რეალური ფოტოთი, რომელსაც ოდესმე მოინახულებთ.

👥👣 9️⃣👉მოიძიეთ ვინმე, ვინც იქნება თქვენი მხარდამჭერი და პირიქით, თქვენ იყავით სხვისი მხარდამჭერი. მხარდამჭერი შეიძლება იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი, ოჯახის ექიმი, ფსიქოლოგი... თუ ადამიანი, რომელსაც იპოვით, ვერ გიჭერთ მხარს სათანადოდ, მოძებნეთ სხვა თქვენი საჭიროებებისთვის შესაფერისი სუბიექტი. ანალოგიურად, თუ თქვენ ირგვლივ ვინმე ცუდად გრძნობს თავს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ კარგად იგრძნოს მან თავი და თქვენ იყოთ მისი მხარდამჭერი.

🎯👣 1️⃣0️⃣👉 გადადგით მცირე ნაბიჯები. თუ გსურთ რომ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ, სავარაუდოდ ვერაფერს მიაღწევთ. დაისახეთ მიზნები. დასვით წერტილები A-დან B-მდე, C-მდე. შეჩერდით და გზად შეისვენეთ. საკუთარ თავს მადლობას გადაუხდით ამისთვის.

💪💫 1️⃣1️⃣👉 იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. მართალია, ეს რჩევა პირველი იყო, თუმცა მისი გამეორება ღირს.

🟡🟠🟢 წყარო: კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის განყოფილება. სტატიის ავტორი: Sue Rosenthal- მწერალი და ვებ-პროდიუსერი.
https:childadolescentpsych.cumc.columbia.edu/articles/11-tips-mental-health-well-being

#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏

Address

ს. ს. ორბელიანის ქ. N122
Bolnisi
1100

Opening Hours

Monday 10:00 - 16:00
Tuesday 10:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

595 020221

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრიომედი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ტრიომედი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

გქონდეთ ჩვენი იმედი, რადგან


  • ჩვენ პასუხისმგებლობით ვემსახურებით პაციენტებს და ორიენტირებულნი ვართ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

  • ჩვენი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში.