01/02/2026
📢
რატომ აქვს ინსტრუქტორის კვალიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა იოგასა და პილატესში?
იოგა და პილატესი ხშირად ითვლება უსაფრთხო და ყველასთვის მისაღებ ვარჯიშად.
თუმცა, პრაქტიკა მხოლოდ მაშინ არის ნამდვილად უსაფრთხო, როცა მას კვალიფიციური ინსტრუქტორი უძღვება.
არაკვალიფიციურობის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად გვხვდება:
▪️ ხერხემლის გადატვირთვა -არასწორად შესრულებული გადახრები და ტორსიები იწვევს წელისა და კისრის ტკივილს;
▪️ მუხლისა და თეძოს დაზიანება -არასწორი ღერძი და ზედმეტი დატვირთვა სახსრებზე;
▪️ მხრის სახსრის პრობლემები -მყესების ანთება, არასტაბილურობა, მოძრაობის შეზღუდვა;
▪️ მიკროტრავმები -მცირე შეცდომები, რომლებიც დროთა განმავლობაში ქრონიკულ ტკივილად ყალიბდება.
ინსტრუქტორის როლი მხოლოდ ვარჯიშის ჩვენება არ არის.
ის ხედავს სხეულის ბიომექანიკას, ასწორებს დეტალებს, ადაპტირებას უწევს მოძრაობას და იცის, როდის არ უნდა შესრულდეს კონკრეტული პოზიცია.
Solea studio-ში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია:
✔ უსაფრთხო პრაქტიკა;
✔ ინდივიდუალური მიდგომა;
✔ გააზრებული მოძრაობა;
✔ გრძელვადიანი შედეგი და ჯანმრთელობა(
იოგა და პილატესი არ არის შეჯიბრი საკუთარ სხეულთან.
ეს არის პარტნიორობა მასთან.