შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა

  • Home
  • შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა

შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას

შპს ,,მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკა გაიხსნა 2013 წლის 1 სექტემბერს. ის წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ 20 საწოლიან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციური ზოგად-ქირურგიული, რეანიმაციული, სამეანო-გინეკოლოგიური,ოფთალმოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიური, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური მომსახურება. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებით და კლინიკური ლაბორატორიით, რომელიც ფუნქციონირებს 24 სთ-იანი რეჟიმით.

02/04/2025

ვ ა კ ა ნ ს ი ა
რეგისტრატურის პოზიციაზე მუშაობის მსურველმა პირებმა ,გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე : დ. ჩოხატაური, თბილისის ქ. N10 – შ.პ.ს „მედალფა“-ს ჩოხატაურის კლინიკა (ტელ: 577374555, 577323949)

27/02/2025
შპს"მედალფა"-ს ჩოხატაურის კლინიკა როგორც ყოველთვის ,ეხლაც, დიდთოვლიანობის, უგზოობის  და სხვა გამოწვევების მიუხედავად მზა...
27/02/2025

შპს"მედალფა"-ს ჩოხატაურის კლინიკა როგორც ყოველთვის ,ეხლაც, დიდთოვლიანობის, უგზოობის და სხვა გამოწვევების მიუხედავად მზად არის ერთგულად მოემსახუროს ჩვენს მოსახლეობას,ერთად დგომით ნებისმიერი პრობლემა მოგვარდება, მთავარია მონდომება,ურთიერთსიყვარული და უკეთესი მომავლის რწმენა.
უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო ! ❤❤❤🙏

დღეს დილით 06:20 სთზე დიდთოვლიანობის გამო ფარსმაჟორით კლინიკაში შემოყვანილი იქნა მშობიარე რომელსაც შეეძინა 3 ვაჟის შემდე...
25/02/2025

დღეს დილით 06:20 სთზე დიდთოვლიანობის გამო ფარსმაჟორით კლინიკაში შემოყვანილი იქნა მშობიარე რომელსაც შეეძინა 3 ვაჟის შემდეგ მეოთხე ვაჟი,დემნა. ვულოცავთ ოჯახს ,სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს!

საერთაშორისო აკრედიტაცია "KTQ" წარმატებით დასრულდა .2024 წლის 28 ოქტომბერს KTQ-ს აუდიტორთა ჯგუფის მიერ მოხდა შპს „მედალა...
05/12/2024

საერთაშორისო აკრედიტაცია "KTQ" წარმატებით დასრულდა .
2024 წლის 28 ოქტომბერს KTQ-ს აუდიტორთა ჯგუფის მიერ მოხდა შპს „მედალაფას“ ჩოხატაურის კლინიკის შემოწმება ,საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისათვის.
შემოწმების შედეგი(დასკვნა) დადებითია,კერძოდ:
1. პრეზენტაცია იდეალური.
2. სისუფთავე იდეალური.
3. აპარატურა კარგი.
4. ამბულტორიული უზრუნველყოფის განლაგება გამართული.
5. სტრუქტურა ემერჯენსი + რეანიმაცია კარგად ჩამოყალიბებული.
6. თანამშრომლების პოზიტიური განწყობა.
7. ხარისხის მართვის ინსტრუქციები გამართული.
8. საექიმო ნაწილი სამკურნალო პროტოკოლები თანხვედრაშია საექიმო პრაქტიკასთან.
9. პაციენტების და პერსონალის უსაფრთხოება დაცული.
10.ინფექციური კონტროლის საკითხები მოწესრიგებული.
11.მენეჯმენტი გამართული.
12. მენეჯმენტის მიწვევა გერმანიაში, კლინიკაში,გამოცდილების გაზიარებისათვის.
დიდი მადლობა ცენტრალურ ოფისს,მედპერსონალს, მედალფას კლინიკების კოლეგებს ერთობლივი გუნდური მუშაობისთვის.
❤️❤️❤️

25/07/2024

📣 მედალფას გუნდს შემოუერთდა დამსახურებული ექიმი, ზოგადი და ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, შოთა ბოხუა, რომელიც ჰოსპიტალური ქსელი მედალფას, ჩოხატაურის კლინიკის ქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

👨‍⚕️ ბატონი შოთა 1999 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში:
🩺 2010-2023 წწ ევექსის კლინიკის ზოგადი ქირურგი და ბავშვთა ქირურგი;
🩺 2006-2010 წწ ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური
დირექტორი;
🩺 2005-2010 - ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი მიმართულების ქირურგი;
🩺 2004-2005 წწ - ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული
განყოფილების ექიმი.

👨‍⚕️ მიღებული აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება:
🩺 თბილისის თერაპიის კვლევითი ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე.
🩺 სანქტ-პეტერბურგის დიმპლომ შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ზოგადი ქირურგიის საქმიანობის სპეციალობით და ლაპარასკოპიული საქმიანობის სპეციალობით.

👨‍⚕ კონსულტაციაზე ვიზიტი შესაძლებელია ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, ⏰ 10:00 – 16:00 სთ-მდე მედალფას ჩოხატაურის კლინიკაში.

🩺 საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.

📣 ქირურგიული სერვისი ფუნქციონირებს ყოველდღე 24 სთ განმავლობაში.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: ☎ 577 37 45 33

ვიზიტზე წინასწარი ჩაწერა: 577374533
13/03/2024

ვიზიტზე წინასწარი ჩაწერა: 577374533

🩺 16 და 17 მარტს ბავშვთა და მოზრდილთა უროლოგების კონსულტაციები მედალფას გურიის კლინიკებში.
🩺 უროლოგის კონსულტაცია + საშარდე სისტემის ექოსკოპია 60 ₾.

☑ 16 მარტი:
✅ ჩოხატაური - 10:00 – 12:00
✅ ოზურგეთი - 13:00 – 16:00

☑ 17 მარტი:
✅ ლანჩხუთი - 11:00 – 13:00

👨‍⚕️ რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ უროლოგს. თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომთა ერთობლიობა:
• ტკივილი წელის არეში
• ტკივილი მცირე მენჯის არეში
• ტკივილი შორისის არეში
• ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში
• ტკივილი სასქესო ასოს არეში
• ტკივილი და დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს
• ტკივილი მოშარდვის დროს
• სისხლიანი შარდის არსებობა
• მძაფრი სუნის მქონე შარდის არსებობა
• გამონადენის არსებობა შარდსადენიდან.

🩺 უროლოგიური დაავადების გართულების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით:
☎️ 032 264 00 11
🌐 www.medalpha.ge

22/02/2024
1988 წელია ,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ვარ ჩასული როგორც რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე და ვესწრები ინტი...
31/01/2024

1988 წელია ,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ვარ ჩასული როგორც რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე და ვესწრები ინტიტუტის ახალ დამთავრებულ სტუდენტთა სამუშაოდ განაწილების პროცესს,რაიონში ექიმთა მწვავე დეფიციტის გამო მინდოდა ექიმთა შერჩევა,უმრავლესობა უარს ამბობდა ჩოხატაურში სამუშაოდ წამოსვლაზე,ამ დროს ინსტიტუტის ერთი თანამშრომელი მეუბნება ,რომ ორი ექიმი ,ცოლქმარი თანახმა ჩოხატაურში წამოსვლაზეო,ძალიან გამიხარდა,მაშინ გავიცანი ვახო ექიმი,მეუღლე წარმოშობით ჩოხატაურელი არისო და სიამოვნებით წამოვალ ჩოხატაურშიო,მაშინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა, თავიდან სოფელ ნაბეღლავის პედიატრი იყო,შემდეგ რაიონის მთავარი პედიატრი,ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ცენტრალური საავადმყოფოს წამყვანი პედიატრი,კლინიკა მამქოლის პედიატრი ,ბოლოს მედალფას ჩოხატაურის კლინიკის პედიატრი,კლინიკური მენეჯერი. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი დაფუძნდა ჩოხატაურში,ძალიან უყვარდა თავისი სპეციალობა, აქაურობა და აქაური ხალხი.
თავისი მოღვაწეობის 36 წლის განმავლობაში იყო ძალიან მოთხოვნადი ექიმი, ათასობით გამოჯანმრთელებული პატარა პაციენტები და მადლიერი მშობლები,ნიჭიერი ,თბილი,მეგობრული,კარგი მამა და მეუღლე, 3 შვილის გამზრდელი,მათ შორის 2 ექიმი და ერთი იურისტი,მესამე ნანატრმა ვაჟმა(ორი გოგონას შემდეგ) რომ დაოჯახდა ,ძალიან გახარებული იყო,შვილიშვილი მეყოლებაო, მაგრამ ..... სამწუხაროდ ვერ მოესწრო და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ,ოჯახს, კოლეგებს,მეგობრებს,პაციენტებს და მის მშობლებს. დავკარგეთ ძალიან კარგი ექიმი ,მეგობარი და მოქალაქე.
შპს „მედალფას“ თანამშრომლები გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს,მეუღლეს,შვილებს ,საზოგადოებას,ვიზიარებთ მწუხარებას,ვუსურვებთ ოჯახს ჯანმრთელობას,გამრავლებას და ბედნიერ ცხოვრებას ,რისთვისაც იღწვოდა ვახტანგ გაჩეჩილაძე მისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე.
ვახო ,შენი მოღვაწეობა დაუვიწყარი იქნება ყველასთვის.სიკვდილი თან ერთვის ტკივილს,რომელსაც ვერავინ განკურნავს და სიყვარული ტოვებს მეხსიერებას,რომელსაც ვერავინ მოიპარავს და დარჩება ჩვენს მოგონებებში.
გემშვიდობები მეგობარო,ნათელში იყოს შენი სული!
ანტონ ხუნდაძე

Address

თბილისის ქუჩა N10

4900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram