08/03/2026
🇬🇪🇦🇿გვქონდა პატივი დავსწრებოდით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პაროდონტოლოგიურ კონგრესს Perio Master Clinic 2026-ს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის ულამაზეს ქალაქ ბაქოში.
🔺კონგრესი აერთიანებს მსოფლიოში წამყვან სპეციალისტებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე სამედიცინო მიღწევების გასაზიარებლად.
🔺სასიხარულოა, რომ საქართველოს ექიმები, მათ შორის „ელიტ მედ გრუპის“ გუნდი, ,, ჯეოპერიოს” ორგანიზებით აქტიურად ვართ ჩართულნი საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მუდმივად გავიზარდოთ და ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და მაღალი სტანდარტის მკურნალობა.
🔺დიდ მადლობას ვუხდით კონგრესის ორგანიზატორებს ასეთი მაღალი დონის ღონისძიებისთვის და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისთვის. European Federation of Periodontology ❤️