22/11/2022
🙏აფთიაქის გახსნის პირველივე დღიდან, ჩვენი მიზანია, რომ ქსელში მომუშავე თანამშრომლები, მუდმივად გრძნობდნენ ჩვენს თანადგომას და მზრუნველობას.
ყველა თანამშრომელი იაზრებს, რომ მათი როლი დღეს განსაკუთრებულია საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები, მენეჯერები, კონსულტანტები და აფთიაქში მომუშავე ყველა პერსონალი დღევანდელ გამოწვევებს წინა ხაზზე ხვდება, ეს კი ერთგვარი მოტივაციაცაა, რომ პირნათლად შეასრულონ თავიანთი საქმე.
ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალი თანამშრომლების შემოერთებას, თუმცა პრიორიტეტი შიდა კადრების დაწინაურებას ენიჭება. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დააფიქსიროს პოზიციის ცვლილების სურვილი და თუკი მისი უნარები და შესაძლებლობები აკმაყოფილებს კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს, გაივლის შერჩევის ეტაპებს და დაწინაურდება, ან პარალელური რანგის სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს.
📣📣აქვე გვინდა გაცნობოთ კადრთა ცვლილებები:
გენერალური მენეჯერის პოზიციას, ამიერიდან თამარ მესხიძე დაიკავებს🥳✊
შესყიდვების მენეჯერად თამარ ხარაზი გადაინაცვლებს 🥳✊,
ნინო შაქარიშვილი კი მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას 🥳✊
აფთიაქი "მედეა" ულოცავს მათ, წარმატებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და კარიერულ წინსვლას უსურვებს..
კვალიფიციური კადრები ჩვენი პრიორიტეტია✅
აფთიაქი "მედეა" მუდამ ხალხის სამსახურში🤝🙌