28/04/2023
🫡💙
დაპირებული პოსტი პენიცილინზე. მითი და რეალობა.
მოდი დავიწყოთ დადასტურებული რეალობით, თუ როგორ შეიქმნა ის.
პენიცილინი შოტლანდიელმა მიკრობიოლოგმა ალექსანდერ ფლემინგმა 1928 წელს აღმოაჩინა?!
აღსანიშნავია, რომ ფლემინგს ლაბორატორიაში საკმაო უწესრიგობა ჰქონია. აქედან გამომდინარე, მეცნიერის სამუშაო მაგიდაზე არეულობის გამო, სოკო სახელად პენიცილიუმ ნოტატუმი და სტაფილოკოკი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, ეს არ იყო გამიზნული ექსპერიმენტი. შედეგად კი, აღმოჩნდა, რომ პენიცილიუმ ნოტატუმმა ფირფიტაზე არსებულ სტაფილოკოკზე მოხვედრის შემდეგ, მასში თავისუფალი ზონები შექმნა, ნელ-ნელა მისი გაქრობა დაიწყო.
ამის შემდეგ, ალექსანდერ ფლემინგმა დაიწყო მის მიერ აღმოჩენილ ანტიბიოტიკზე მუშაობა და აღმოჩნდა, რომ პენიცილინ ნოტატუმი სტაფილოკოკის ზრდას 800-ჯერ უშლიდა ხელს, ვიდრე იმ დროისათვის გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები.
შექმნილი პრეპარატის ადამიანებში ჭრილობების მკურნალობის მიზნით გამოყენების შემდეგ, ფლემინგმა, ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიების დახმარებით, პენიცილინის მასიური წარმოება დაიწყო.
1942 წელს კი, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძრის დროს გადარჩენილთა უმრავლესობას კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სტაფილოკოკის ინფექციის განვითარების დიდი შანსი იყო. თუმცა, პენიცილინით მკურნალობამ ისეთი შედეგი გამოიღო, რომ 1944 წელს აშშ-ის მთავრობამ პენიცილინის მასიურ წარმოებას მხარი დაუჭირა! მას მეორე მსოფლიო ომის დროს ინფექციების სამკურნალოდ იყენებდნენ და ომის დასრულების შემდეგ „საოცარი პრეპარატი“ უწოდეს!
პენიცილინის მასობრივ წარმოებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ოქსფორდის ორმა მეცნიერმა, რომელთაც 1945 წელს ალექსანდერ ფლემინგთან ერთად, მედიცინის დარგში მასობრივი წარმოების პირველი ანტიბიოტიკის შექმნისათვის, ნობელის პრემია მიანიჭეს!
ახლა კი ისტორიის ის ნაწილი ვინც არავინ იცის ზუსტად სიმართლეა თუ არა, თავად გადაწყვიტეთ.
მეოცე საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო, მაგრამ ყოველი მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.
გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა მას. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად მოახერხა თავი დაეღწია ჭაობიდან. გლეხმა გამოიყვანა ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რომელიც კარგა დიდხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. გლეხმა შესთავაზა ბავშვს-”წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი და გათბი”, მაგრამ ბავშვისაგან უარი მიიღო- ” არა მამა მელოდება, ალბათ ძალიან ნერვიულობს”, უთხრა ბავშვმა, მადლიერებით შეხედა თვალებში ფერმერს და გაიქცა…
მეორე დღეს ფერმერმა დაინახა, რომ მის სახლს მიადგა მდიდრული ეტლი, რომელზედაც ჯიშიანი ცხენები იყვნენ გამობმული. ეტლიდან გადმოვიდა მდიდრულად ჩაცმული ჯელტმენი და იკითხა:
-თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი?
-დიახ-უპასუხა გლეხმა.
-რამდენი გადაგიხადოთ?
-არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.
-არა მე არ შემიძლია ეს ასე უბრალოდ დავტოვო, ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდნიც გნებავთ – არ ეშვებოდა მდიდარი ჯელტმენი.
-მე აღარ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ – უპასუხა გლეხმა და გაბრუნდა, რომ წასულიყო, მაგრამ ამ დროს სახლიდან გამოიქცა პატარა ბიჭი.
- ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა.
-დიახ-ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
-მოდით, მაშინ გავაკეთოთ ასე, მე წავიყვან თქვენს შვილს ლონდონში, დავაფინანსებ მის განათლებას. თუ ის ისევე მადლიერია როგორც მისი მამა, მაშინ არც მე და არც თქვენ არ ვინანებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ.
გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიცნო მთელმა მსოფლიომ, როგორც ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.
ომის დაწყების წინ, ერთერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს სწორედ იმ მდიდარი ჯელტმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით და როგორ ფიქრობთ რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე ამჯერად? დიახ პენიცილინმა, რომელიც შექმნა ალექსანდრე ფლამენგმა. ხოლო მდიდარი ჯელტმენი, რომელმაც დააფინანსა მისი განათლება, იყო პანდოლფ ჩერჩილი. ხოლო მის შვილს ერქვა უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამის გამო, ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა თქვა: “შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება”.
თუ მზგავსი პოსტები გაინტეერესებთ მომავალში მოგიყვებით ადამიანზე, ფრიც ჰაბერზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ყველა ქიმიური იარაღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, მისი იდეა მეთაურობიტ შეიქმნა გაზის კამერებიც საკონცენტრაციო ბანაკებში, თუმცა ნობელის პრემია მაინც მიიღო.