05/04/2024
🌟 სომატური ფსიქოთერაპიის სივრცე გიწვევთ მოზარდებისთვის განკუთვნილ არტთერაპიის ჯგუფურ სესიებზე
🎨 არტ თერაპია ხელოვნებას იყენებს, როგორც თვითგამოხატვის და თვითკვლევის საშუალებას. “სიმბოლური ენა” გვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი რესურსები, რომელსაც შესაძლოა აქამდე არც კი ვიცნობდით.
🖍️ არტთერაპია გამოიყენება ბავშვებთან და მოზარდებთან შემდეგი მიზნების მისაღწევად:
- თვითშეფასება და პიროვნული ზრდა
- ემოციების გამოხატვის ფორმირება
- კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრა
- თვითრეგულაცია
- კომუნიკაციური და სოციალური უნარჩვევების გაუმჯობესება
🖌️ არტ თერაპიის ჯგუფი განკუთვნილია მოზარდებისთვის, რომელთაც ახასიათებთ ემოციების რეგულაციის სირთულეები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა/დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში ჩაკეტილობა, კომუნიკაციის სირთულეები.
🌼 ჯგუფის წამყვანი- ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თეა ფანჩულიძე
🟡 ჯგუფში მონაწილეობა შეუძლიათ 14-18 წლის მოზარდებს
⭕ არტთერაპიის ჯგუფები იყოფა ორ ასაკობრივ ჯგუფად: 14-15 და 16-18 წლის მოზარდებისთვის
👬👭 თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 10
🟠 არტთერაპიული მოდული მოიცავს 8 სესიას, რომელიც კვირაში ერთხელ ჩატარდება.
🔹14-15 წლამდე ჯგუფის სესიების დასაწყისი: 27 აპრილი, 11:00 სთ
🔹16-18 წლამდე ჯგუფის სესიები დასაწყისი: 27 აპრილი, 14:00 სთ
⏳სესიის ხანგრძლივობა: 1.40 სთ
💲ჯგუფში მონაწილეობის საფასური: 250 ₾
🖇 სესიებზე რეგისტრაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით FB გვერდზე ან ეწვიეთ ლინკს: https://forms.gle/kdRMz6GrnT2MT8fKA