ფიტოArs/PhytoArs

ფიტოArs/PhytoArs მწვანე ფორმულა ჯანმრთელობისთვის.მკურნალობის ფიტოხაზი.ექიმი ნატალია არსენიძე

ფიტოARS -ი გთავაზობთ საახალწლოდ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს  სახის გამწმენდ ნაყენსა და კრემებზე, რომლებიც შექმნილია ალპურ...
12/12/2025

ფიტოARS -ი გთავაზობთ საახალწლოდ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სახის გამწმენდ ნაყენსა და კრემებზე, რომლებიც შექმნილია ალპური ზონის უნიკალური სამკურნალო მცენარეებისგან.
🌿 ბუნებრივი ინგრედიენტები – თითოეული პროდუქტი დამზადებულია ალპური მცენარეების ექსტრაქტებით, რაც უზრუნველყოფს კანის ღრმა წმენდას და ბუნებრივ ბალანსს.
✨ უნიკალური ფორმულა – შექმნილია ექიმ ნატალიას მიერ, სპეციალურად ყველა ტიპის კანისთვის.
💧 ელასტიურობა და სიგლუვე – რეგულარული გამოყენება მატებს კანს ახალგაზრდულ ელფერს, სინათლესა და სიმკვრივეს.აქვს ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება.განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
განსაკუთრებული ეფექტისთვის გამოიყენეთ ნაკრები ყოველდღიურ რუტინაში.დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით👉551532399

12/04/2025

მერცხლების ფრენის სიმაღლეს ვაკვირდები ამინდის სწორი პროგნოზის განსაზღვრისათვის.ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე უნდა ავიდე მთის მოცვის-მოდგინარის შესაგროვებლად.ეს მცენარე ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ,,საწყობია”.იცით თუ არა,რომ დაბერებას აჩქარებს ,,თავისუფალი რადიკალები”,რომლებიც შეუქცევადად აზიანებენ ცოცხალ უკრედებს,ზრდიან ონკოლოგიური დაავადებების რისკს.თავისუფალ რადიკალებს კი ებრძვის ა ნ ტ ი ო ქ ს ი დ ა ნ ტ ე ბ ი. დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია -რესვერატროლი. ეს არის პიგმენტი,რომელსაც შეიცავს შავი ყურძნის,მოცვის,ლურჯი მოცვის გარსი.რესვერატროლი,როგორც ანტიოქსიდანტი 29-ჯერ უფრო ძლიერია,ვიდრე ვიტამინი C .ლიდერი პროდუქტები ანტიოქსიდანტების შემცველობით: 📌შტოში 📌ქლიავი📌მოცვი📌ფორთოხალი📌შავი ყურძენი📌ალუბალი📌ქაცვი📌შავი მოცხარი📌მაყვალი📌ჟოლო📌მარწყვი. შეექეცით გემრიელად არა ნიტრატებით ,,ნაკვებს”,არამედ ჯანსაღს,სუფთა მიწის ძალით და მზის ენერგიით გაჯერებულს.

ანტიბიოტიკი და ბრონქიტი შეუთავსებელი მცნებებია.მწვავე ბრონქიტი 99% ვირუსული ეტიოლოგიისაა. ანტიბიოტიკების დანიშვნა მწვავე...
16/02/2025

ანტიბიოტიკი და ბრონქიტი შეუთავსებელი მცნებებია.მწვავე ბრონქიტი 99% ვირუსული ეტიოლოგიისაა. ანტიბიოტიკების დანიშვნა მწვავე ვირუსული ინფექციების დროს კი არ ამცირებს,პირიქით,კიდევ უფრო ზრდის გართულებების რისკს. ,,ბრონქული ხის" გაწმენდა ტოქსინების,ალერგენების,ბაქტერიების ცხოველქმედებისა და ანთების პროდუქტებისაგან ხდება ფიტოთერაპიული კურსით.

25/01/2025

ამ სამკურნალო მცენარის ნაყენი სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში რეკომენდირებულია კუჭნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისთვის,განსაკუთრებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისათვის.
არ გამოიყენოთ არცერთი მცენარე ექიმის დანიშნულების გარეშე.

22/01/2025

ამ ყვავილს ანთების საწინააღმდეგო,შარდმდენი,ანტისეპტიკური,ამოსახველებელი,ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს.მისი სახელია-მთის სამყურა-Tryfolium pratense L. იგი შეიცავს ტანინებს,ფლავონოიდებს,გლიკოზიდებს,ტრიფოლინსა და იზოტრიფოლინს,კაროტინს,ეთერზეთებს,ორგანულ მჟავებს,მათ შორის ასკორბინისა და კუმარინის მჟავებს.
ეს სახეობა სამკურნალო მცენარეთა ნაკრებების ერთ-ერთი კომპონენტია.
P.S. სამკურნალო სქემები ყველა პათოლოგიისათვის შესაბამისი ნაკრებებით მზადდება.სამკურნალო მცენარეთა დამზადება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.

20/01/2025

30 წლის წინ რაჭის მთებისკენ ავიღე გეზი. თანამედროვე ,,ქიმიოთერაპიული ინტოქსიკაციის" საუკუნეში სვლა ,,მწვანე მედიცინისკენ" ვამჯობინე. მადლობის თქმით მინდა დავიწყო🙏
💚მადლობა მშობლებს,გამრჯეობა,გამძლეობა,კეთილსინდისიერება,მიზნისკენ სწრაფვა რომ მიმემკვიდრეს.
💚მადლობა ოჯახს,განსაკუთრებით ჩემს შვილებს,პატარაობიდანვე ფეხდაფეხ,დაუღალავად რომ დამყვებოდნენ და პატარა თითებით თითო-თითო კონა თაიგულს რომ მატებდნენ ჩემს ფიტოარსენალს.
💚მადლობა თითოეულ რაჭველს,მთის სიმკაცრეს შეუჩვეველ ქალბატონს რომ მამხნევებდა.
💚მადლობა ყველა იმ მრავალძალელს,იმ დროს ჩემთვის უცნობი მთის კალთებამდე მისადგომი,თუნდაც ერთი ბილიკი რომ მასწავლეს.
💚მადლობა ყველა ჩემს პაციენტს ნდობისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის,რისთვისაც მიღირს არც თუ ისე უსაფრთხო ველურ ბუნებაში ფეხჩაუხრელი მუშაობა🙏🤝
მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი ექიმი ნატალია

მწვანე ფორმულა ჯანმრთელობისთვის.მკურნალობის ფიტოხაზი.ექიმი ნატალია არსენიძე

მოგესალმებით, პროფესიით ვარ ექიმი-პედიატრი(თერაპევტი) ნატალია არსენიძე.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრ...
15/01/2025

მოგესალმებით, პროფესიით ვარ ექიმი-პედიატრი(თერაპევტი) ნატალია არსენიძე.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩემი სამედიცინო გამოცდილება და სამკურნალო მცენარეთა უტყუარი ფიტოთერაპიული ეფექტი წარვმართე პაციენტების უსაფრთხო მკურნალობისთვის.სწორედ ამ მიზნით,30 წელია რაჭის მთების ალპურ და სუბალპურ ზონებში,ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე ეკოლოგიურად სუფთა სამკურნალო მცენარეებს ვაგროვებ.ჩემს არსენალში ასობით სახეობის სამკურნალო მცენარეა.ვისთვისაც პრიორიტეტულია ბუნებრივით,ეკოლოგიურად ჯანსაღი სამკურნალო მცენარეთა ნაკრებებით მკურნალობა(ფიტოთერაპია) გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას. კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადი შეტყობინება 📩
ან დარეკეთ:📲551532399,ასევე შეგიძლიათ მომმართოთ Whatsapp-ზე

მკურნალობა შემდეგ სისტემებზე:
📌 კუჭნაწლავის ტრაქტი;
📌ღვიძლი და სანაღვლე გზები;
📌სასუნთქი სისტემა;
📌თირკმელი და საშარდე გზები;
📌დერმატოლოგია;
📌გინეკოლოგია;
📌ნერვული სისტემა
შესაბამისი სამედიცინო სქემებით.

Address

საქართველო
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფიტოArs/PhytoArs posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share