
10/04/2025
აპრილი ადენომიოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა⚕️
🔷ადენომიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი გარსი საშვილოსნოს კედლის კუნთოვან მასაში იზრდება.
ადენომიოზი შესაძლოა მოიცავდეს მთელ საშვილოსნოს ან ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ერთ წერტილში.
ადენომიოზის სიმპტომებია:
🔹 ძლიერი ტკივილი ან მკვეთრი, გამჭოლი ხასიათის ტკივილი მენჯის ღრუს მიდამოში;
🔹ჭარბი, გახანგრძლივებული
მენსტრუალური სისხლდენა;
🔹მწვავე მენსტრუალური სპაზმები/ტკივილები;
🔹მუცლის სიმძიმე და შებერილობა;
🔹სისხლდენა (სფოთინგი) მენსტრუალურ ციკლებს შორის;
🔹სისხლის კოლტები მენსტრუაციის დროს;
❓როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?
თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამოდენიმე, რაც მოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე და ხელს გიშლით რეგულარულ აქტივობაში, ჩანიშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან.
🏥დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი