06/08/2015
80 წელი შეუსრულდა ჯემალ ჭუმბურიძეს, ჩვენს " ვასილიჩს", სწორედაც რომ იმსახურებს ამ სიტყვას"ჩვენს". რადგან იგი ამ საავადმყოფოს მემატიანეა, მუშაობის 60წელი; ეს ხომ მთელი ეპოქაა ადამიანის ცხოვრებაში. მრავალი წელი იმუშაო ბატონ: ოთარ ჩხობაძესთან ალბათ დიდი პატივია, რომ არა მისი, საქმისადმი უდიდესი თავდადება და ერთგულება, ალბათ ეს ტანდები არ შედგებოდა . ამ ხანგრძლივ და საინტერესო დროში, იყო ბევრი გამარჯვება, იყო განუხორციელებელი ოცნებები... ამიტომაც მოიპოვა ავტორიტეტი, ღირსება,კორექტულობა-ადამიანებთან ურთიერთობაში,ბოლოს და ბოლოს ადამიანის საზომი ხომ მისი ქცევაა...როცა იგი თავის განვლილ გზას გადახედავს, ალბათ სიამაყე მოეძალება, რადგან არასოდეს უღალატია,უპირველესად თავის მეობისათვის ზოგადად ადამიანისათვის, ქვეყნის საქმე კი მუდამ გულით უკეთებია. ამიტომაც იგი ბედნიერი ადამიანია. მიუხედავდ იმისა, რომ მის ცხოვრებაში იყო დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია... კვლავ შემართებითაა... არაჩვეულებრივი მეუღლეა, არაჩვეულებრივი მამა და ბაბუა.გვინდა ვუსურვოთ, მხნეობა, ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე და დიდხანს ცსიცოცხლე, რადგან ის ყველასათვის საჭირო და შეუცვლელი ადამიანია, საყვარელ ადამიანებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.