მესტიის საავადმყოფო / Mestia Hospital

  • Home
  • Georgia
  • Mestia
  • მესტიის საავადმყოფო / Mestia Hospital

მესტიის საავადმყოფო / Mestia Hospital ჯანმრთელობა

15/07/2025

მესტიის საავადმყოფოს ოფთალმოლოგი მედეა ვიბლიანი ეწვევა! 💥

📣თვალთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე მობრძანდით მესტიის საავადმყოფოში, პარასკევს, 18 ივლისიდან- დილიდანვე ✅️

📣ამმეტაპზე მედეა ვიბლიანი, მოგიყვებათ ახლომხედველობისა და მისი კორექციის მეთოდების შესახებ!

👉 "მხედველობის პრობლემები 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით გაჯერებულ ყოველდღიურობაში საკმაოდ ხშირია.

👉 რეფრაქციის ანომალიებიდან განვიხილოთ მიოპია, ანუ ახლომხედველობა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, დაშორებულს კი ბუნდოვნად. მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადათ ვლინდება სასკოლო ასაკში (6-8 წლიდან).

👇 დამახასიათებელი სიმპტომებია:
🔹 ცუდი მხედველობა შორ მანძილზე
🔹 თვალწინ მოძრავი წერტილები
🔹 თვალების დაღლა
🔹 ხშირად გარეთა სიელმე

👇 მიოპიას ასევე შეიძლება მოჰყვეს გართულებები, რომლებიც ვლინდება შემდეგი სახით:
🔹 ამბლიოპია
🔹 მინისებრი სხეულის დესტრუქცია
🔹 ბადურის დეგენერაციული ცვლილებები
🔹 ბადურა გარსის ნახთქები

👉 ოფთალმოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ - სწორი სათვალისა და კონტაქტური ლინზის შესარჩევად აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი. დიაგნოსტიკა საჭიროებს ხარისხიან, თანამედროვე ტექნოლოგიებს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში მხედველობა SHIN-NIPPON - ის უახლესი თაობის აუტორეფრაქტომეტრით შეგიძლიათ შეიმოწმოთ.

10/07/2025

პაციენტის მადლობის წერილი
🔵 კლინიკა შპს მესტიის საავადმყოფო/ამბულატორიული გაერთიანება
💬 „მადლობა გულით, ასეთი ყურადღებისთვის!“

📌 გვინდა გაგიზიაროთ ერთი გულწრფელი წერილი, რომელიც ჩვენი პაციენტისგან მივიღეთ. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმლის მცირეწლოვან შვილს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მთელი გულით აფასებს იმ ზრუნვას, რაც მიიღო ჩვენი გუნდისგან.

🙌🖋Уважаемый Георгий Васильевич, здравствуйте! Сегодня мы посетили врача уролога, заведующего хирургическим детским отделением и сделали узи мошонки. У Жени все отлично! Все на месте! И все здорово! Мы от всей семьи вас благодарим за то, что вовремя и качественно сделали операцию! За вашу человечность, что взяли на себя ответственность. Врач сказал, что у нас было всего 6 часов. Мы очень очень вам признательны! Будьте здоровы!

🙌 მადლობა პაციენტს ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის და 👨‍⚕️ მადლობა ჩვენს ექიმებს: ბატონ გიორგი გერლიანს@gerliani george , Emzari Sukhiashvili, weredian, ჩვენს უსაყვარლეს მედდებს 🌟⚡️

09/07/2025
05/06/2025

📢🟢უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ⬇️

🟢შ.პ.ს. „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანება“-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით🫂
📆 9-დან 11 ივნისის ჩათვლით ეწვევა ⬇️

🌐✅👨‍⚕ - ოფთალმოლოგი, მედიცინინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი.
მისი ხელმძღვანელობით კონსულტაციებს ჩაატარებენ ექიმები;
👩‍⚕️ნათია ქესანიშვილი, ეკა ერაძე, ქეთი ოქრუაშვილი.

⌚ 10:00 დან 18:00 მდე

🗣დამატებითი კვითხვების შეთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞 591088428, 595086964

15/05/2025

🌏კლინიკაში შემოყვანილია 112 ის ბრიგადის მიერ 84 წლის ქალბატონი შემდეგი ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი,თავის ძლიერი ტკივილი ,თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, ღებინაბა. აყვანილ იქნა მონიტორზე, პარამეტრები ნორმოსთან შეუსაბამო.
💉🩺ჩაუტარდა ლაბორატორიულ- კვლევები და კონსულტაციები, ეჭვი იქნა მიტანილი თრომბოზულ დაავადებაზე, რომელიც დადასტურდა კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით.
🫁დიაგნოზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
გადაუდებელი ინტენსიური თერაპია გაგრძელდა შვიდი დღის განმავლობაში,შესაბამისი მუდმივი ლაბორატორიული კვლევებით. დინამიკა დადებითი.

✊🙋‍♀️ მერვე დღეს კი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებული .

🙌👏კლინიკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ექიმებს: ემზარ სუხიაშვილს და ქეთევან ფილფანს , ასევე მედპერსონალს, მედდებს, ლაბორანტებს, CT კაბინეტს , ვინც მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენასა და გახანგრძლივებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას.!

3 მაისს, 10:00 – 17:00 საათამდე, 4 მაისს კი, 10:00 – 15:00 საათამდე, მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანების, მეს...
25/04/2025

3 მაისს, 10:00 – 17:00 საათამდე,
4 მაისს კი, 10:00 – 15:00 საათამდე,
მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით, უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება.

აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ შემდეგი მიმართულების ექიმები:

ენდოკრინოლოგი,

ოფთალმოლოგი,

რადიოლოგი,

ტრავმატოლოგი,

გასტროენტეროლოგი,

ზოგადი ქირურგი,

მამოლოგი/ონკომამოლოგი,

თავ-კისრის სიმსივნეების ონკოლოგი,

ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი/ონკოგინეკოლოგი.



მისამართი: მესტია, გაბლიანის 24

დამატებითი ინფორმაციისა და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით: T: 599 889 040 T: 577 901 582

#მესტიისსაავადმყოფოგისუვებთჯანმრთელობას ❤️

15/04/2025
✅შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიულ გაერთანება"-ში ჩატარდა, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედდე...
08/04/2025

✅შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიულ გაერთანება"-ში ჩატარდა, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედდების სამდღანი ტრენინგი, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლინიკის მიერ მოწვეული ექთანთა გაერთანების ხელმძღვანელი ქალბატონი ია გელენიძე.
✅კურსი გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. BLS და ACLS, ასევე მედდის 6 უსაფრთხო მიზანი და ლიდერშიფი.
✅პოსტტესტირების შედეგად ტრენინგის მონაწილეებმა წარმატებით მოიპოვეს სერთიფიკატები. კლინიკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზაციას და მედდებს წარმატებებს უსურვებს მათ საქმიანობაში.

#მესტიისსაავადმყოფოგისუვებთჯანმრთელობას ❤️

📢📢📢✅ოფთალმოლოგის კონსულტაცია ,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანება"-ში 16-დან 19 თებერვლის ჩათვლით.✅ კონსულტაცი...
15/02/2025

📢📢📢
✅ოფთალმოლოგის კონსულტაცია ,,მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანება"-ში 16-დან 19 თებერვლის ჩათვლით.

✅ კონსულტაციას გაგიწევთ კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსი"-სა და ,,ციტო ბეიბი"-ს ექიმი ოფთალმოლოგი 👓🩺 - თარაშ დოლიძე

👇კონსულტაცია მოიცავს შემდეგ ოფთალმოლოგიურ კვლევებს 🔍

➡️ ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;
➡️ ოფთალმოსკოპია – თვალის ფსკერის დათვალიერება;
➡️სათვალის დანიშვნა: მუდმივ, შორ და საკითხავ მანძილზე.
➡️ ტონომეტრია – თვალშიგა წნევის გაზომვა.

👇თვალის საერთო მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 🔍

➡️ კონიუნქტივიტი (ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული)
➡️ ბლეფარიტი და მშრალი თვალის სინდრომი
➡️ კერატიტი
➡️ რქოვანას უცხო სხეულის მოცილება
➡️ ჰორდეოლუმისა და ქალაზიონის მკურნალობა
➡️მსუბუქი და ზომიერი უვეიტის მკურნალობა
➡️გლაუკომის სკრინინგი და პირველადი სამედიცინო მკურნალობა
➡️კატარაქტის სკრინინგი
➡️სიელმისა და ზარმაცი თვალის სკრინინგი

მიღების საათები 👇
🕙10:00 სთ–დან 🕕18:00 სთ–მდე.

Address

გაბლიანის#24 Gablianis Street 24
Mestia
3200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მესტიის საავადმყოფო / Mestia Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share