06/05/2026
🌍🫀 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) შესახებ, რომელსაც ხშირად „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ, რადგან მას ხშირად მკაფიო სიმპტომები არ ახასიათებს.
🖇 სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მცხეთა, 15 და 29 მაისს, 10:00 – 16:00-მდე, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას უსასყიდლოდ სთავაზობს:
✔ კარდიოლოგთან კონსულტაციას;
✔ ელექტროკარდიოგრაფიას;
✔ წნევის მონიტორინგს.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0322 24 42 40
მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 20