03/03/2026
📢 მნიშვნელოვანი სიახლე ოზურგეთში!
გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისა და პარტნიორებისთვის —
„მედიჰაუსის“ გუნდი შემოუერთდა ოზურგეთის თვალის კლინიკას და საქმიანობას გააგრძელებს კლინიკის შენობის მეორე სართულზე.
გაერთიანების მიზანია:
✔ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება
✔ სპეციალისტთა გუნდის გაძლიერება
✔ პაციენტებისთვის ერთ სივრცეში სრული და კომფორტული სერვისის უზრუნველყოფა
ჩვენი საერთო ძალისხმევით, ოზურგეთში იქმნება კიდევ უფრო ძლიერი და თანამედროვე სამედიცინო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე, პროფესიონალიზმსა და მაღალი სტანდარტების დაცვაზე.
გელოდებით განახლებულ სივრცეში —
ოზურგეთის თვალის კლინიკა, II სართული