Cognition - კოგნიცია

Cognition - კოგნიცია კოგნიცია | ფსიქოთერაპიული ცენტრი ✨
შენი შინაგანი სიმშვიდის სივრცე 🧠🌿
გაიცანი საკუთარი თავი • შეამცირე შფოთვა • აღიდგინე ბალანსი 🧘
📩 ჩაეწერე კონსულტაციაზე

👇👇
18/04/2026

👇👇

ფსიქოლოგი პროფესიული ეთიკის დაცვით შეისწავლის ქცევასა და ფსიქიკურ პროცესებს, მიღებულ ცოდნას კი იყენებს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ფსიქოლოგიას ბევრი განსხვავებული მიმართულება აქვს. მათ შორის; კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია, სპორტის ფსიქოლოგია და სხვა.

საინფორმაციო პოსტების ამ სერიის ფარგლებში, მოგიყვებით სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგების საქმიანობის შესახებ და გაგაცნობთ პროფესიული განვითარების იმ გზას, რომელსაც კვალიფიკაციის მისაღებად და კვალიფიკაციის მიღების შემდეგ (მაგ. უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში) გადის თითოეული ფსიქოლოგი.

❓ როდის აქვს ფსიქოლოგს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება?

1️⃣ როცა მიღებული აქვს შესაბამისი აკადემიური განათლება (საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება ფსიქოლოგიაში)
2️⃣ და გავლილი აქვს პრაქტიკა სუპერვიზიით (5 წლიანი აკადემიური განათლების შემთხვევაში, ეს აუცილებელი პირობაა ნებისმიერი მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგისთვის)

❓ როგორ აგრძელებს ფსიქოლოგი კარიერულ გზას?

🟢 თავად ზრუნავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რათა მისი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში იყოს ცვალებადი და სწრაფად განვითარებადი სფეროს მოთხოვნებთან.
🟢 თვითონ ხდება სუპერვიზორი (პროფესიული პრაქტიკის შესაბამის სფეროში)
🟢 იღებს დიპლომის შემდგომ განათლებას და იღრმავებს სპეციალიზაციას (მაგ. ხდება პერსონალის ფსიქოლოგი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და სხვა.)
🟢 აგრძელებს უმაღლესი განათლების მიღებას სადოქტორო საფეხურზე და ერთვება აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში
🟢 და ა.შ.

როგორც უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში ყოფნა, ისე სპეციალიზაციის გაღრმავება და პროფესიული საქმიანობის მიმართულების შეცვლა (მაგ. აკადემიურ და კვლევით საქმიანობაზე გადართვა) ხანგრძლივი პროცესია და წინასწარ განსაზღვრული და წლებზე გათვლილი მოქმედებების ერთობლიობით მიიღწევა.

🔍 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

▪️ ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციის სტანდარტი - https://www.efpa.eu/sites/default/files/2025-07/EuroPsy%20Regulations%202025.pdf?fbclid=IwY2xjawQ6F3NleHRuA2FlbQIxMABicmlkETFkM2xJblA4d0ZkWjhLUU1oc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHsUinNroFMafEpajorlNz26UVy0qRryr1BIlkXBLBgC9EwRxCdB0EEGfi5ru_aem_wnBLI1BdJfXFARmlVsZ5wg

▪️ კანადის ფსიქოლოგთა ასოციაცია - https://cpa.ca/public/whatisapsychologist/

▪️ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია - https://www.apa.org/education-career/guide

▪️ავსტრალიის ფსიქოლოგთა ასოციაცია - https://www.aapi.org.au/Web/Web/About-AAPi/Our-Guiding-Principles.aspx?hkey=c901ca19-0f5a-45b5-9975-9bf8b3f9ec8f

▪️ფსიქოლოგის საკვანძო კომპეტენციების საერთაშორისო დეკლარაციაhttps://www.iupsys.net/wp-content/uploads/2021/09/the-international-declaration-on-core-competences-in-professional-psychology-1.pdf

პოსტ-სამშობიარო პერიოდი ხშირად ისეა წარმოჩენილი, თითქოს ეს მხოლოდ ბედნიერებით სავსე დროა — მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთ...
16/04/2026

პოსტ-სამშობიარო პერიოდი ხშირად ისეა წარმოჩენილი, თითქოს ეს მხოლოდ ბედნიერებით სავსე დროა — მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია 🤱✨

ბავშვის დაბადებასთან ერთად მოდის უდიდესი პასუხისმგებლობა, ფიზიკური გადაღლა, ჰორმონალური ცვლილებები და სრულიად ახალი ცხოვრების რიტმი. ამ ყველაფერს ემატება უძილობა, შფოთვა და საკუთარი თავისთვის დროის თითქმის სრული არარსებობა. ასეთ ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ ბევრი ქალი გრძნობს თავს დაკარგულად, გადატვირთულად ან ემოციურად დაცლილად 😐

ზოგჯერ ეს მდგომარეობა დროებითია და რამდენიმე კვირაში ნელ-ნელა მსუბუქდება. მაგრამ ზოგჯერ ეს გრძნობები ღრმავდება და გადაიზრდება პოსტ-სამშობიარო დეპრესიაში — მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, მხარდაჭერას და ხშირად პროფესიონალურ დახმარებას ✨

პოსტ-სამშობიარო დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს:
⭕️ მუდმივი სევდა ან სიცარიელის განცდა
⭕️ ძლიერი გადაღლა, მიუხედავად დასვენების მცდელობისა
⭕️ ინტერესის დაკარგვა იმ საკითხების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა
⭕️ შფოთვა, გაღიზიანება ან პანიკური ფიქრები
⭕️ დანაშაულის გრძნობა ან განცდა, რომ „საკმარისად კარგი“ არ ხარ

მნიშვნელოვანია, იცოდე:
✨ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ხარ
✨ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდები
✨ ეს არ არის შენი ბრალი

ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ბევრი ქალი გადის — უბრალოდ ხშირად ჩუმად ✨

ისაუბრე✨
მოითხოვე დახმარება🫂
მიეცი საკუთარ თავს უფლება, არ იყო იდეალური😌

თუ შენ ან შენს ახლობელს მსგავსი სიმპტომები შენიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დარჩეთ მარტო ამაში. მხარდაჭერა შეიძლება იყოს ოჯახისგან, მეგობრებისგან ან სპეციალისტისგან — და ეს არის ძალა, არა სისუსტე ✨🫂

დედობა არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას.
შენც იმსახურებ ზრუნვას, სითბოს და მხარდაჭერას 🧘‍♀️🤍✨

გაუზიარე — შესაძლოა ვიღაცისთვის ეს სიტყვები სწორედ ახლა იყოს საჭირო ✨🤍

#დედობა #პოსტსამშობიაროდეპრესია #მენტალურიჯანმრთელობა #ემოციურიკეთილდღეობა

03/04/2026

Cognition - კოგნიცია ფსიქოთერაპევტი ნატო ბაქრაძე საუბრობს ჩვენი პატარებისა და მათი სირთულეების შესახებ, როგორ დავეხმაროთ და დავუჭიროთ მხარი მათ და საკუთარ თავს✨🤍
Me & Mom • მე & დედა

https://youtu.be/Fvge1zzy0LM

💬 რას ველოდებით ფსიქოლოგისგან თერაპიის პროცესში?ხშირად ადამიანები თერაპიაში მოდიან კონკრეტული მოლოდინებით — ზოგჯერ აშკარ...
28/03/2026

💬 რას ველოდებით ფსიქოლოგისგან თერაპიის პროცესში?

ხშირად ადამიანები თერაპიაში მოდიან კონკრეტული მოლოდინებით — ზოგჯერ აშკარა, ზოგჯერ კი გაუცნობიერებელი.

👉 „მითხრას რა გავაკეთო“
👉 „სწრაფად გამიქრეს ეს გრძნობა“
👉 „დამარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“
👉 „შემიცვალოს ცხოვრება“

მაგრამ რეალურად, ფსიქოთერაპია არ არის რჩევების გაცემა ან „სწორი პასუხების“ მიწოდება.

✨ ფსიქოლოგი არ გეუბნება როგორ იცხოვრო — ის გეხმარება შენ თავად იპოვო შენი პასუხები.
✨ არ გაძლევს მზა გადაწყვეტილებებს — გაძლიერებს, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილებები.
✨ არ „გასწორებს“ — გიცნობს, გისმენს და შენთან ერთად სწავლობს შენს სამყაროს.

თერაპიის პროცესი არის თანამშრომლობა 🤝
სადაც ორივე მხარე აქტიურადაა ჩართული — ფსიქოლოგიც და კლიენტიც.

💡 რეალური მოლოდინი შეიძლება იყოს:
✔ უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ
✔ მიღება და გაგება განსჯის გარეშე
✔ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა
✔ ნელ-ნელა, მაგრამ მდგრადი ცვლილებები

და ყველაზე მნიშვნელოვანი —
თერაპია არ არის სწრაფი გზა „პრობლემის გაქრობისთვის“.
ეს არის პროცესი, რომელიც გაძლევს შანსს, სხვანაირად შეხვდე საკუთარ თავს და ცხოვრებას.

თუ ახლა ფიქრობ თერაპიის დაწყებაზე — ჰკითხე საკუთარ თავს:
👉 რას ველოდები?
👉 და მზად ვარ თუ არა პროცესისთვის, არა მხოლოდ შედეგისთვის?

#ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგი #თვითშემეცნება #მენტალურიჯანმრთელობა #თერაპია #ემოციურიკეთილდღეობა
#ფსიქოთერაპია

15/03/2026

ხშირად გრძნობ, რომ რაღაც გაწუხებს, მაგრამ არ იცი — საიდან დაიწყო❓

ხვდები რომ შენს შვილს სირთულეები აქვს, მაგრამ ვერ ხვდები ვინ შეიძლება დაგეხმაროს❓

რომელი თერაპიაა საჭირო ?
რომელი სპეციალისტი შეიძლება დამეხმაროს ?
და საერთოდ — რა მიმართულების/მიმდინარეობის თერაპიაა საჭირო❓

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას,
რომლის მიზანიც არის:

✨ ერთად გავარკვიოთ, რა სირთულესთან გაქვთ საქმე
✨ რა ტიპის ფსიქოთერაპია შეიძლება იყოს თქვენთვის შესაბამისი
✨ და რომელი სპეციალისტი ან მიმართულება დაგეხმარებათ ყველაზე მეტად

ზოგჯერ პირველი ნაბიჯი უბრალოდ არის
სწორი მიმართულების პოვნა ✨

თუ გინდათ გაიგოთ, რა შეიძლება იყოს თქვენთვის საუკეთესო გზა —
მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 📩

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞 510 000 236
#კოგნიცია #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგია #შენიფსიქოლოგი

რატომ ვერ ვაჩერებთ ფიქრებს? 🤯❓ გქონიათ მომენტი, როცა გინდათ უბრალოდ დაისვენოთ, მაგრამ გონება არ ჩერდება?❓ როცა ღამით დაწ...
13/03/2026

რატომ ვერ ვაჩერებთ ფიქრებს? 🤯

❓ გქონიათ მომენტი, როცა გინდათ უბრალოდ დაისვენოთ, მაგრამ გონება არ ჩერდება?

❓ როცა ღამით დაწვებით და სწორედ მაშინ იწყებს ტვინი ათას თემაზე ფიქრს?

❓ როცა ერთსა და იმავე სიტუაციას ისევ და ისევ ატრიალებთ გონებაში?

ეს ბევრ ადამიანს ემართება, შენ მარტო არ ხარ 🤍

როცა სტრესი, შფოთვა ან გადაღლა გროვდება, გონება ცდილობს ყველაფრის „გადამუშავებას“.
ამ დროს ჩნდება მუდმივი ფიქრები, ანალიზი, სცენარების გადათამაშება.

📍 სინამდვილეში პრობლემა ის არ არის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ.
პრობლემა ის არის, რომ გონება ვერ პოულობს შესვენებას.

შედეგად შეიძლება გამოვლინდეს:
• უძილობა
• დაძაბულობა
• კონცენტრაციის სირთულე
• მუდმივი შფოთვა

კარგი ამბავი ის არის, რომ ამის მართვა შესაძლებელია ✨

როცა ადამიანი სწავლობს:
✔ როგორ დაამშვიდოს ნერვული სისტემა
✔ როგორ გაუმკლავდეს შფოთვას
✔ როგორ არ „გაიჭედოს“ ერთსა და იმავე ფიქრებში

გონებაც ნელ-ნელა იწყებს დამშვიდებას✨

თქვენ არ გჭირდებათ ამ მდგომარეობასთან მარტო ბრძოლა 🫂

📩 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ „კოგნიცია“-ში პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞 510 000 236

#ფიქრები #შფოთვა #სტრესი #მენტალურიჯანმრთელობა #კოგნიცია

08/03/2026

მოზარდის ფსიქოთერაპიაში მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ✨
როცა მშობელი პროცესის ნაწილი ხდება, უკეთ ესმის ბავშვის ემოციები, სირთულეები და ის გზები, რომლებიც ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს და მხარდამჭერს ხდის 🫂

ხშირად სწორედ ამ ერთობლივი მუშაობით იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ✨🤍

#მოზარდები #მშობლობა #ფსიქოთერაპია #მშობელიდაბავშვი #ემოციურიჯანმრთელობა #თერაპია #მოზარდობისასაკი #ფსიქოლოგია

04/03/2026

📣 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

✅ ჯგუფური ფსიქოთერაპია მოზარდებისთვის Cognition - კოგნიცია - ში 👇👇

✨️ რა არის ჯგუფური ფსიქოთერაპია? - ჯგუფური ფსიქოთერაპია არის პროცესი, სადაც მოზარდებისათვის შექმნილია სანდო და უსაფრთხო გარემო, სადაც შეუძლიათ გააზიარონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები

✨️ ვისთვის არის ეს შეხვედრები? - შეხვედრები განკუთვნილი იქნება მოზარდებისთვის (12-14 წლის), რომელთაც აქვთ ისეთი სირთულეები როგორიცაა: 👇
⭕️ თანატოლებთან ურთიერთობა
⭕️ სწავლასთან დაკავშირებული საკითხები
⭕️ ყურადღებისა და მოტივაციის სირთულეები
⭕️ მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები
⭕️ თავდაუჯერებლობა და დაბალი თვითშეფასება
⭕️ სკოლაში არსებული სირთულეები

✅ ჯგუფური ფსიქოთერაპია დაეხმარება მოზარდებს, ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ✨️

✅ ასევე, შეხვედრების მიზანია მშობელთა მხარდაჭერა და გაძლიერება 🤍

დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ 📩
ან დაგვიკავშირდით

📞 510 000 236
#კოგნიცია #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგია

Burnout არ არის უბრალოდ დაღლილობა ❗️ეს არის მდგომარეობა, როცა გრძნობ, რომ ენერგია აღარ გაქვს — არც ფიზიკურად და არც ემოც...
27/02/2026

Burnout არ არის უბრალოდ დაღლილობა ❗️

ეს არის მდგომარეობა, როცა გრძნობ, რომ ენერგია აღარ გაქვს — არც ფიზიკურად და არც ემოციურად.

🆘 ხშირად ვლინდება:

✔️მუდმივი დაღლილობა, დასვენების შემდეგაც
✔️მოტივაციის დაკარგვა
✔️ინტერესის შემცირება იმ საქმეების მიმართ, რაც ადრე გიყვარდათ
✔️გაღიზიანება და ემოციური დაძაბულობა
✔️კონცენტრაციის სირთულე
✔️განცდა, რომ „ძალიან ბევრია“

ბევრი ადამიანი ცდილობს უბრალოდ „გაუძლოს“, მაგრამ “გადაწვა” არის სიგნალი, რომ ნერვულ სისტემას მხარდაჭერა სჭირდება.

🧠 სწორი დახმარებით შესაძლებელია:

✅ ენერგიის აღდგენა
✅ ემოციური ბალანსის დაბრუნება
✅ შფოთვის და დაძაბულობის შემცირება

თქვენ არ ხართ ვალდებული გაუმკლავდეთ ყველაფერს მარტო 🫂

კონსულტაციისთვის მოგვწერეთ 📩 პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით 📞 510 00 02 36

#სტრესი #ფსიქოლოგი #კოგნიცია #მენტალურიჯანმრთელობა

პანიკური შეტევა — რა ხდება რეალურად ❓❓უცებ გეწყება გულის აჩქარება, სუნთქვა გიძნელდება, გგონია, რომ კონტროლს კარგავ…შეიძლ...
26/02/2026

პანიკური შეტევა — რა ხდება რეალურად ❓❓

უცებ გეწყება გულის აჩქარება, სუნთქვა გიძნელდება, გგონია, რომ კონტროლს კარგავ…
შეიძლება გაჩნდეს ფიქრი: „ვკვდები?“ ან „გული მიჩერდება?“

რეალურად, პანიკური შეტევა არ არის სასიკვდილო მდგომარეობა.
ეს არის ორგანიზმის ძლიერი „საფრთხის რეაქცია“, რომელიც მაშინ აქტიურდება, როცა რეალური საფრთხე არ არსებობს.

რა ხდება სხეულში❓

🔹 აქტიურდება „ბრძოლა ან გაქცევის“ მექანიზმი
🔹 გამოიყოფა ადრენალინი
🔹 გული იწყებს სწრაფად ძგერას
🔹 სუნთქვა ხდება ზედაპირული
🔹 შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, კანკალი, ოფლიანობა
🔹 ჩნდება არარეალურობის ან კონტროლის დაკარგვის განცდა

სხეული ფიქრობს, რომ საფრთხეში ხარ —
მაგრამ ეს ცრუ განგაშია.

მნიშვნელოვანია იცოდე:
✅ პანიკური შეტევა არ კლავს
✅ ის გრძელდება შეზღუდული დროით (ხშირად 10–20 წუთი)
✅ სიმპტომები უსიამოვნოა, მაგრამ უსაფრთხო

რა შეიძლება დაგეხმაროს ამ მომენტში❓

⭕️ ყურადღების გადატანა სუნთქვაზე 🌬️ (ნელა ჩასუნთქვა 4 წამი — ამოსუნთქვა 6 წამი)
⭕️ დამიწების/გრაუნდინგის ტექნიკა (დაასახელე 5 რამ, რასაც ხედავ)
⭕️ საკუთარ თავს უთხარი: „ეს პანიკური შეტევაა. ის გაივლის.“

✨ პანიკური შეტევა სისუსტე არ არის.
✨ ეს არის ნერვული სისტემის გადატვირთვა.

თუ მსგავსი გამოცდილება გაქვს, გახსოვდეს — შენ მარტო არ ხარ და დახმარება არსებობს 🤍✨

ჩვენ სიხარულით დაგეხმარებით ✨

დაგვიკავშირდი 📞 510 000 236

ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში 📩

Cognition - კოგნიცია ერთგულად თანამშრომლობს ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლასთან და სკოლა მილენიუმი ერთ-ერთი მათგანია 🤍ჩვე...
30/01/2026

Cognition - კოგნიცია ერთგულად თანამშრომლობს ჩვენი ქალაქის სხვადასხვა სკოლასთან და სკოლა მილენიუმი ერთ-ერთი მათგანია 🤍

ჩვენი თერაპევტი ნატო ბაქრაძე და მისი ჯადოსნური, თერაპიული შეხვედრა მოზარდებთან ✨🤍

პატარებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება ✨️ვიზრუნოთ მათ ბუნებრივობაზე, ავთენტურობასა და ემოციებზე ✨️🤸‍♀️ბავშვთა და მოზარ...
02/11/2025

პატარებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება ✨️

ვიზრუნოთ მათ ბუნებრივობაზე, ავთენტურობასა და ემოციებზე ✨️🤸‍♀️

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევთან ვიზიტისათვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 📩
ან დაგვიკავშირდით
📞 510 000 236

#კოგნიცია

#ფსიქოლოგია #ფსიქოგანათლება

Address

რუსთაველის ქ. #23
Rustavi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cognition - კოგნიცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category