ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი

  • Home
  • ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი

ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი 598 42 03 36

ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი ფუნქციონირებს „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში,“ რომელიც საქართველო-კავკასიის მასშტაბით ევროპაში აკრედიტებული ერთადერთი ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია. მისი პროგრამა და დიპლომი აღიარებულია გეშტალტ თერაპიაში ევროპის სააკრედიტაციო ორგანოს „ევროპის გეშტალტ თერაპევთა ასოციაციის (EAGT) მიერ.
ინსტიტუტის EAGT აკრედიტაცია გულისხმობსმისი სასწავლო პროგრამის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას და დიპლომის ევროპულ სტანდარტს. "ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრში“ მხოლოდ ევროპული ცენზის მფლობელი კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. ისინი ფსიქოთერაპია -ფსიქოკონსულტირების სფეროში უმაღლესი ხარისხის პროფესიული სერვისით უზრუნველყოფენ ინდივიდებს, ორგანიზაციებს, ჯგუფებს, წყვილებს, ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს.
თანამედროვე გეშტალტ თერაპიის მეთოდიკის გამოყენებით და ეთიკის პრინციპების მკაცრად დაცვით „ეროვნულ გეშტალტ ცენტრის“ სპეციალისტები ადამიანებს დახმარებას უწევენ: პრობლემების მოგვარებაში, ფსიქოლოგიური ტრავმების, ფსიქო-სომატური სიმპტომების დაძლევაში, სტრესგამძლეობის გამომუშავებაში, კარიერული წარმატებების და კეთილდღეობის მიღწევაში, კონფლიქტების რეგულაციაში, საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენასა და პიროვნულ ზრდაში; ხელს უწყობენ მშობლებს შვილების აღზრდაში, ბავშვებს და მოზარდებს – თანატოლებთან ურთიერთობაში, სწავლაში, პროფესიის არჩევაში, სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.
ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი წარმატებით მუშაობს:

​შფოთვითი აშლილობების,

პანიკური შეტევების,

ფობიების (შიშების),

დეპრესიული მდგომარეობების,

აკვიატებული აზრებისა და რიტუალური ქცევების,

პირადი, ოჯახური თუ სამსახურეობრივი პრობლემებისა და კონფლიქტების,

ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევაზე;

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების,

მშობელთა და მასწავლებელთა კონსულტირების,

კონფლიქტების რეგულირების,

ორგანიზაციული კონსულტირების მიმართულებით.

ფსიქოლოგიის და ფსიქოთრაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი ატარებს:

ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური კონსულტაციებს,

ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას,

ტრენინგებს,

კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.

ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ თანამშრმლობს

ინდივიდებთან,

კომპანიებთან,

სკოლებთან,

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,

მედიასთან.

სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილზე მისვლით ან/და ონლაინ.

30/07/2025

📣პიროვნული საზღვრები
🔹როგორ არ დავკარგოთ თავი ურთიერთობაში?
🔹სად გადის ოქროს ზღვარი, რომელიც ურთიერთობისას უნდა დავიცვათ, რათა თავიდან ავიცილოთ იმედგაცრუება?
🗣 ფსიქოლოგიის დოქტორი, EAP და EAGT სერტიფიცირებული გეშტალტ თერაპევტი, სუპერვიზორი და ტრენერი, ეროვნული გეშტალტ ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი

💥 თუ გსურთ ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესება, პიროვნული განვითარება ან ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა, დაგვიკავშირდით
💡გთავაზობთ პროფესიონალურ ფსიქოთერაპიულ და საკონსულტაციო მომსახურებას
📱598 42 03 36

🥇თანამედროვე საერთაშორისო პროფესიულ გეშტალტ საზოგადოებაში კვლევები, უპერველესი აქტუალობის საკითხია📣გიწვევთ, პროექტის "კვ...
27/07/2025

🥇თანამედროვე საერთაშორისო პროფესიულ გეშტალტ საზოგადოებაში კვლევები, უპერველესი აქტუალობის საკითხია
📣გიწვევთ, პროექტის "კვლევები გეშტალტ თერაპიის" მერვე შეხვედრაზე

🗣 ახალგაზრდა მკვლევარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მიწვეული ლექტორი, ფსიქოლოგიის მაგისტრი ნუცა გრიგალაშვილი, განიხილავს
📚ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორის, მკვლევრის, გეშტალტ თერაპევტის
👥 როზალბა რაფანინოს ნაშრომს
💥"გეშტალტ თერაპიის ეფექტურობა: ემპირიული მტკიცებულებების სისტემური მიმოხილვა"

🎯სტატია გვთავაზობს ფუნდამენტურად ახალ, მეცნიერულად არგუმენტირებულ ხედვას გეშტალტ თერაპიის ეფექტურობაზე და ცდილობს გაამყაროს პრაქტიკასა და კვლევას შორის კავშირი
🔎 ვიმსჯელებთ:
🔹 რატომ გახდა აუცილებელი გეშტალტ თერაპიის მეცნიერული შეფასება და რა გზას გვთავაზობს იგი ჰუმანისტური მიდგომების უკეთ გასააზრებლად
🔹 რას გვიჩვენებს ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩატარებული 11 საერთაშორისო კვლევა — რა შედეგებს იღებს გეშტალტ თერაპია კლინიკურ და სოციალურ პრაქტიკაში
🔹 როგორ მუშაობს ექსპერიმენტირება, როგორც გეშტალტ თერაპიის ძირეული კლინიკური მეთოდი — და როგორ იქმნება თერაპიაში ახალი გამოცდილება
🔹 როგორ დავამყაროთ დიალოგი თერაპევტსა და მკვლევარს შორის, რომ ჰუმანისტურმა მიდგომამ დაიკავოს სრულფასოვანი ადგილი თანამედროვე ფსიქოთერაპიაში

💥ფოკუსში მოვაქცევთ:
🔸როგორ იზომება თერაპიის ეფექტიანობა და რამდენად შესაბამისია კვლევის რაოდენობრივი მეთოდები ფსიქოთერაპიული პროცესის შეფასებისთვის
🔸რა შესაძლებლობები და გამოწვევები აქვს თერაპევტს კვლევით საქმიანობაში ჩართვისას

📣არ გამოტოვოთ შესაძლებლობა - ჩაერთოთ გეშტალტ თერაპიის პრაქტიკის განმავითარებელ კვლევით სიახლეებში!
💬შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ საქართველოში გეშტალტ კვლევების მიმართულება

🟥 ფორმატი: ჰიბრიდული (აუდიტორია + Zoom)
🎁ლექცია ღიაა ყველა დაინტერესებული ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტისთვის
📌 დარეგისტრირდით:👇
🔗https://forms.gle/jSiLxs7HHCtYnLjP7

🏠მის.: ქ.თბილისი, პ.იაშვილის #22
📱598 42 03 36

🎨✨ დასრულდა გეშტალტ-არტ თერაპიის სასერტიფიკატო კურსი!💥11 შეხვედრა, საათობით შრომა, სიღრმისეული გამოცდილება და შემოქმედებ...
23/07/2025

🎨✨ დასრულდა გეშტალტ-არტ თერაპიის სასერტიფიკატო კურსი!
💥11 შეხვედრა, საათობით შრომა, სიღრმისეული გამოცდილება და შემოქმედებითი კვლევა დასრულდა სერტიფიკატების მიღებით და ნამუშევრების პრეზენტაციით

💬 კურსის განმავლობაში მონაწილეებმა:
🔹 შეისწავლეს გეშტალტისა და არტ-თერაპიის მიდგომების ინტეგრაცია
🔹 მუშაობდნენ თიხით, აკრილით, გუაშით, აკვარელითა და პასტელით
🔹 აღმოაჩინეს ახალი პროფესიული და შემოქმედებითი უნარები

🎓 მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობის, გულწრფელობისა და შემოქმედებითი გამბედაობისთვის
👩‍🏫 მადლობა ტრენერებს – მარიამ ზვიადაძეს და ალდე იაშვილს ღრმა ცოდნისა და პროფესიული თანადგომისთვის 🤍✨️

#გეშტალტარტთერაპია #არტთერაპია #გეშტალტთერაპია

🎬 გეშტალტ კინოკლუბი — სივრცე, სადაც კინოს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც ამბავს, არამედ როგორც ადამიანურ გამოცდილებას: ვიკვლ...
14/07/2025

🎬 გეშტალტ კინოკლუბი — სივრცე, სადაც კინოს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც ამბავს, არამედ როგორც ადამიანურ გამოცდილებას: ვიკვლევთ მის ფსიქოლოგიურ შრეებს, ვუსმენთ ემოციებს და ვცდილობთ დავინახოთ ის, რაც ხშირად შეუმჩნევლად რჩება ეკრანს მიღმა.

💥 გეპატიჟებით კინოკლუბის მორიგ შეხვედრაზე, სადაც განვიხილავთ პოლონელი რეჟისორის — კშიშტოფ კიშლიოვსკის ტრილოგიის პირველ ნაწილს:

📽 „ლურჯი“ (Trois Couleurs: Bleu) - ვიზუალურად ამაღელვებელი და ემოციურად დელიკატური ფილმი, რომელიც გვიამბობს თავისუფლებაზე, დანაკარგზე, გლოვაზე და იმ შინაგან სიჩუმეზე, რომელსაც სიტყვები ხშირად ვერ გამოხატავენ.

🎙 ფილმს წარადგენს:
ქეთევან ტრაპაიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

🧠 ფსიქოლოგიურ ანალიზს გაუწევს:
კლინიკური ფსიქოლოგი, სუპერვიზირებული გეშტალტთერაპევტი, ლექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ტრენერი ანანო ასათიანი

🎯 მსჯელობის თემატიკა:
🔹 ემოციური განცალკევება და თავისუფლების ილუზია
🔹 დანაკარგის გადატანის გამოცდილება და გლოვის შეუმჩნეველი ფაზები
🔹 სიჩუმე, როგორც დაცვის მექანიზმი
🔹 მარტოობა ადამიანებით სავსე სივრცეში
🔹 დაკარგულ კავშირთან დაბრუნების მტკივნეული გზა

🗯 შეხვედრის ფორმატი:
🔵 ფილმის შესავალი და პრეზენტაცია
🔵 ფილმის სრულმეტრაჟიანი ჩვენება
🔵 ფსიქოლოგიური ანალიზი გეშტალტ თერაპიის პერსპექტივიდან
🔵 ღია დისკუსია, კითხვა-პასუხი

👥 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
💭 დასწრება თავისუფალია
📩 სავალდებულოა 26 ივლისამდე რეგისტრაცია
📎 რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/1GA1912T3HbfFEXa9

📌 თუ გსურს, კინო გადაიქცეს შენს ემოციებთან შეხვედრის სივრცედ — გეშტალტ კინოკლუბი შენთვისაა

#გეშტალტკინოკლუბი #ლურჯი #კიშლიოვსკი #ფსიქოლოგიურიანალიზი #გეშტალტთერაპია #კინოთერაპია #საქართველოსგეშტალტინსტიტუტი

GEO/ENG⏳16 - 19 ივლისს, 2025🖲 ვენის (ავსტრია),ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტი🌍უმასპინძლებს ფსიქოთერაპიის მე-10 მს...
06/07/2025

GEO/ENG
⏳16 - 19 ივლისს, 2025
🖲 ვენის (ავსტრია),
ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტი
🌍უმასპინძლებს
ფსიქოთერაპიის მე-10 მსოფლიო კონგრესს, სადაც
💥🇪🇺 ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციას (EAGT)
✅ საავტორო ვორქშოფით წარმოადგენენ:
🗣 EAGT-ს ეთიკის კომიტეტის თავჯდომარე, EAP და EAGT სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი
თეა გოგოტიშვილი და
👥EAGT ეთიკის კომიტეტის წევრები:
👤ანა კალმახელიძე (საქართველო)
👤ბარბარა პომპე (ნიდერლანდები)
👤კონსტანტინა გიონი (საბერძნეთი).

🌐 კონგრესის ორგანიზატორია
ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭო (WCP) - გაეროს (UN) საკონსულტაციო ორგანო. იგი აერთიანებს პროფესიონალ ფსიქოთერაპევტებს და წვლილი შექვს გლობალური მენტალური ჯანმრთელობის სფეროში.
🔹კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია:
🔗https://www.wcp2025.at/index-en.html

ENG👇
⏳July 16-19, 2025
🖲 Vienna (Austria),
Sigmund Freud University
🌍 is hosting the
10th World Congress for Psychotherapy, where
💥🇪🇺 The European Association for Gestalt Therapy (EAGT)
✅ will be presented by:
🗣 EAGT Ethics Committee Chair, EAP and EAGT Certified Psychotherapist, Supervisor, Doctor of Psychology, Professor Téa Gogotishvili and
👥 EAGT Ethics Committee Members:
👤 Ana Kalmakhelidze (Georgia)
👤 Barbara Pompe (Netherlands)
👤 Konstantina Gioni (Greece)
🔰 with the workshop:
✅ Ethics: How Can We Benefit from the Doubt? A Gestalt Therapeutic Exploration of Responsibility and Dialogue
🌐 The congress is organized by
the World Council for Psychotherapy (WCP) – a consultative body of the UN.
It brings together professional psychotherapists and contributes to global mental health.
🔹 Detailed information about the congress:
🔗 [https://www.wcp2025.at/index-en.html](https://www.wcp2025.at/index-en.html)

🌍 WCP 2025 - ფსიქოთერაპიის X  მსოფლიო კონგრესი 💥 "ცხოვრების პოლარობები"🎯თქვენ გექნებათ საშუალებ ჩაერთოთპლენარულ სესიებზე...
04/07/2025

🌍 WCP 2025 - ფსიქოთერაპიის X მსოფლიო კონგრესი
💥 "ცხოვრების პოლარობები"

🎯თქვენ გექნებათ საშუალებ ჩაერთოთ
პლენარულ სესიებზე, ვორქშოფებსა და თემატურ სიმპოზიუმზე
🔷მოისმენთ ინტერდისციპლინარულ ხედვებს ფსიქოთერაპიაში – ფსიქოლოგიიდან ნეირომეცნიერებამდე
🔶გექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო კოლეგებთან დაკავშირების, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის

🕹 ვენა | ავსტრია
📅 16-19 ივლისი
📣👉 https://www.wcp2025.at/ - დარეგისტრირდი და იყავი იქ, სადაც გლობალური ფსიქოთერაპიული ხმა ერთიანდება

#ფსიქოთერაპია2025 #ცხოვრებისპოლარობები

💥EAGT-ს მეორმოცე საიუბილეო წლის აღსანიშვანავად🔴EAGT-ის წევრებისთვის და🎯საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებ...
01/07/2025

💥EAGT-ს მეორმოცე საიუბილეო წლის აღსანიშვანავად
🔴EAGT-ის წევრებისთვის და
🎯საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
🌟 უნიკალური შესაძლებლობა
🗣 💻 ჯანი ფრანჩესეტის ონლაინ ლექცია
👥 "რაღაც მეტი, ვიდრე შენ და მე: ფსიქოპათოლოგია და თერაპია ველის პერსპექტივიდან"

📆 7 ივლისი, ორშაბათი
⏰7 PM CET - თბილისის დროით საღამოს 9 საათი

📣გიწვევთ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში, რათა ერთად დავესწროდ მნიშვნელოვან შეხვედრას და შემდგომ
👥ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები, კითხვები და იდეები
🏠მის.: ქ.თბილისი, პ.იაშვილის #22
🤝გელოდებით თბილ, პროფესიულ და ინსპირაციულ სივრცეში!
📧რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
📎https://forms.gle/BLLwXoMpZMwPP9qr5

🗣 ჯანი ფრანჩესეტი - მედიცინის დოქტორი, ფსიქიატრი, გეშტალტ თერაპევტი
🔹ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური მიდგომის პროფესორი ტორინოს უნივერსიტეტში (იტალია)
🔹საერთაშორისო ტრენერი
🔹IPsiG-ის - გეშტალტ თერაპიის საერთაშორისო ინსტიტუტის თანადირექტორი
🔹EAGT-ის ექსპრეზიდენტი
🔹📚 მისი ბოლო ორი წიგნია: „ფენომენოლოგიურ-გეშტალტ ფსიქოპათოლოგია“ და „ფსიქოპათოლოგია და ატმოსფეროები“

☎032 292 03 36 |📱598 42 03 36

🇬🇪🇮🇹ქართულ-იტალიური მილოცვა გეშტალტ პირველკურსელებს ✨️
30/06/2025

🇬🇪🇮🇹ქართულ-იტალიური მილოცვა გეშტალტ პირველკურსელებს ✨️

💥მრავალფეროვანი,  შემოქმედებითი და  ცხადგრძნობებით სავსე თავგადასავალი სალენტოში 💙 🇬🇪🇮🇹🇪🇺   🫶
29/06/2025

💥მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ცხადგრძნობებით სავსე თავგადასავალი სალენტოში 💙 🇬🇪🇮🇹🇪🇺
🫶

🇬🇪  🇮🇹  3_დღიანი პირველი ეტაპის დასასრული👤 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის (GNGI) დამფუძნებელი - დირექტორი, EAGT...
24/06/2025

🇬🇪 🇮🇹 3_დღიანი პირველი ეტაპის დასასრული

👤 საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის (GNGI) დამფუძნებელი - დირექტორი, EAGT და EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი და ტრენერი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი და
👤 GNGI-ს სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, თეორია-მეთოდოლოგიის ტრენერი, EAP, EAGT სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, გეშტალტთერაპევტთა ევროპული ასოციაციის (EAGT) ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი თეა გოგოტიშვილი

💥გაუძღვნენ საავტორო ვორქშოფს,
♨"დაცვითი მექანიზმები, როგორც ფიქსირებული განწყობები და გზა პიროვნული ზრდისაკენ.”

👥🎯მონაწილეებმა - ფლორენციელმა გეშტალტისტებმა
🔹იმუშავეს საკუთარ დაცვით მექანიზმებზე, რომლებიც გავლენას ახდენს აღქმისა და რეაქტიული ქცევის ფორმირებაზე;
🔹განახორციელეს პრაქტიკული, ექსპერიმენტული პროცესები, ფიქსირებული განწყობების ცვლილებისა და საკუთარ რეალობაში თავისუფლი “ნავიგაციისათვის”;
🔹გამოცდილებაში მიიღეს და აითვისეს, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილისა და პროფესორი თეა გოგოტიშვილის საავტორო მეთოდოლოგიური “ინსტრუმენტები” ტრანსფორმაციისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის.

🗯✨დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ჯგუფს

#გეშტალტთერაპია #დაცვითიმექანიზმები #ფსიქოგანათლება #პიროვნულიზრდა #ტრანსფორმაცია #ფსიქოლოგიურიკეთილდღეობა #თვითზრუნვა

🚀 თუ გსურთ უკეთ გაიგოთ თქვენი შფოთვა და გამოიყენოთ ის პიროვნული ზრდისთვის, 💡დაგვიკავშირდით!🎯ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ფსიქოთერ...
04/04/2025

🚀 თუ გსურთ უკეთ გაიგოთ თქვენი შფოთვა და გამოიყენოთ ის პიროვნული ზრდისთვის,
💡დაგვიკავშირდით!
🎯ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ფსიქოთერაპია-ფსიქოკონსულტირების სფეროში უმაღლესი ხარისხის პროფესიულ სერვისებს

☎032 292 03 36 |📱598 42 03 36
🏠მის.: ქ.თბილისი, პ.იაშვილის #22

Address


Telephone

+995598420336

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram