27/10/2022
გაიცანით #კიდკოს გუნდი
💭 მარიამ გუგუშვილი - საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და ევროპის გინეკოლოგ პედიატრთა ასოციაციის წევრი - გოგონების სქესობრივ მომწიფებაზე, გვირჩევს:
🟣 5 ძირითადი ცვლილება სქესობრივი მომწიფების დროს:
✔ სიმაღლეში ზრდა ,რომელიც წინ უსწრებს მენსტრუალური ციკლის დაწყებას
✔ მენჯის ფორმის ცვლილება - გაფართოება
✔ ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობის ზრდა
✔ სარძევე ჯირკვლების განვითარება - ჩამოყალიბება
✔ გამჭვირვალე/უფერო გამონადენი, მენსტრუალური ციკლი
🟣 ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მენსტრუაციული ციკლი, რომელსაც გოგონები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. პირველი - ეს შესაძლოა იყოს შეგრძენება, რომ ის გაიზარდა, ბავშვობის ეტაპი თითქოსდა დასრულდა, მზადება შვილოსნობისთვის და მეორე - აქამდე არარსებული შეგრძნება - ციკლის დროს ტკივილის და დისკომფორტის განცდა, მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვა. ფიქრი იმაზე, ხვდებიან თუ არა ამ ცვლილებებს გარშემომყოფები და ა.შ.
🟣 პუბერტატულ პერიოდში დგება საკუთრი სხეულის დაკვირვების და შეცნობის ეტაპი. გოგონები ხშირად იკეტებიან სააბაზანოში და აკვირდებიან ცვლილებებს საკუთარ სხეულში. ზოგიერთი შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე იყოს ამ ცვლილებების მიმართ და კონფლიქტი ჰქონდეს საკუთან სხულთან.
🟡 ამ პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა როგორიცაა აკნე , დისმენორეა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა) , მტკივნეული მენსტურაცია, წონაში მომატება და ჭარბი გამონადენი საშოდან.
❗ამ პროცესის სწორად სამართავად, საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაციის გავლა
🖇 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📞 +032 2 251712