23/06/2023
🌐 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალი IV ნაკადის მიღება სასწავლო პროგრამაზე „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“.
‼ ჯგუფში დარჩენილია 3 ადგილი, იჩქარეთ ‼
📑 სასწავლო პროგრამის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:
https://forms.gle/VyZxjY45tJveGGh47
🔊 სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV / რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე: gptgeorgia@gmail.com
🎯 შემდგომი ეტაპია საინფორმაციო შეხვედრა, გასაუბრება, შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება (პროგრამაზე რეგისტრაციის საფასურია 100 ევრო).
📅 მეოთხე ნაკადის სასწავლო პროცესი 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყება!
💸 ორწლიანი პროგრამის სრული საფასურია 3000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია 10 ან 20 ნაწილად).
💎 ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ 👇
🌟 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი გაძლევთ საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით უნიკალურ შესაძლობლობას, ჩაერთოთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ორწილიან სასწავლო პროგრამაში და გახდეთ კვალიფიციური ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტები!
🌟 პროგრამა შექმნილია ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და თავად ვ. ოკლანდერის, ასევე ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) და მისი დამფუძნებლის, ფელისია ქეროლის, აღიარებითა და მხარდაჭერით.
🌟 პროგრამის სუპერვიზორია ფელისია ქეროლი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტი.
🌟 სემინარებს უძღვებიან საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ჩეხეთი, ურუგვაი, ბულგარეთი, იტალია, აშშ, საქართველო). სწავლების ენა ინგლისური, ქართულად თარგმნით.
🌟 პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიული მიდგომის სიღრმისეული შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
🌟 თითოეული სემინარი მოიცავს როგორც გეშტალტთეორიის ფუნდამენტური პრინციპების მიმოხილვას, ასევე გამოცდილებით სწავლების ექსპერიმენტირების პროცესს.
🌟 მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, ცოდნის პრაქტიკულად გამოცდის შესაძლებლობაც აქვთ.
🌟 პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.
🌟 პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტის დიპლომს და აწარმოებენ ბავშვებთან გეშტალტთერაპიულ მუშაობას ჩვენი ინსტიტუტის სუპერვიზორების დაკვირვების ქვეშ; ექნებათ დასაქმების ფართო პერსპექტივა.
🌟 გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) აკრედიტაციის პროცესში და მიიღონ ამერიკული აკრედიტაცია.
🌟 ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულები უკვე წარმატებით არიან დასაქმებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ ცენტრებსა და კლინიკებში, როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
📱 მობ: 599 74 44 40, 599 05 08 41
„გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“ სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის ფორმა