კლინიკური ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩი•Clinical Psychologist Tamar Lapachi

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კლინიკური ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩი•Clinical Psychologist Tamar Lapachi

კლინიკური ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩი•Clinical Psychologist Tamar Lapachi Psychotherapy

✨ინტუიცია✨ ეს არის ჩვენი შინაგანი გზამკვლევი, რომელიც არამხოლოდ გამოცდილებით, არამედ ჩვენივე ემოციებისგან და ფიქრებისგან...
23/03/2025

✨ინტუიცია✨
ეს არის ჩვენი შინაგანი გზამკვლევი, რომელიც არამხოლოდ გამოცდილებით, არამედ ჩვენივე ემოციებისგან და ფიქრებისგან წარმოიშობა.

ხშირად ვეძებთ პასუხებს გარე სამყაროში, მაგრამ რეალურად ყველაზე ნამდვილი პასუხი ჩვენშია. ინტუიცია არის შესაძლებლობა, გავიგოთ და გამოვიყენოთ ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა მივაკვლიოთ სწორ გზას, მაშინაც კი, როცა გარე ფაქტორები ცვალებადია.

#ფსიქოთერაპია გვასწავლის, როგორ მოვუსმინოთ და გავაცნობიეროთ ის ხმა, რომელიც ყოველთვის წინ გაგვიძღვება, როცა დაბნეულობა და გაურკვევლობა შეგვიპყრობს.

18/02/2025

- ბოლოს როდის იტირე ?
მკითხა ფსიქოლოგმა სეანსზე.
ჩავფიქრდი და გადავხედე ჩემ განვლილ ცხოვრებას. იმ ბრძოლებს, იმ წინააღმდეგობებს, რაც კი მქონია მთელი ეს დრო, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. გამახსენდა ყველა დაცემა და წამოდგომა. და თვალწინ დამიდგა ის, თუ როგორ მედგრად მეჭირა ყოველთვის თავი - უცრემლოდ.
და უცბად, სულმოუთქმელად ავტირდი...

ფსიქოთერაპიის დღიურებიდან©️

უცნაური მეცნიერული ფაქტი ადამიანის გულის შესახებ:შენი გულისცემა მიმიკურად იმეორებს მუსიკის რითმს, რომელსაც უსმენ.კვლევებ...
20/01/2025

უცნაური მეცნიერული ფაქტი ადამიანის გულის შესახებ:

შენი გულისცემა მიმიკურად იმეორებს მუსიკის რითმს, რომელსაც უსმენ.

კვლევები აჩვენებს, რომ გულისცემა სინქრონიზებულია მუსიკასთან. მუსიკის ტემპს და მის ინტენსივობას შეუძლია გავლენა მოახდინოს არამხოლოდ გულისცემის რითმზე, არამედ სუნთქვის სიხშირეზეც კი.

მაგალითად, როდესაც უსმენთ მაღალ ხმაზე სწრაფ რითმულ მუსიკას, თქვენი გულისცემის სიხშირე იზრდება, რაც სინქრონიზდება სიმღერის რითმსა და ენერგიასთან. საპირისპიროდ, ნელი, დამამშვიდებელი მუსიკა შეამცირებს თქვენს გულისცემას, რომელიც ხელს უწყობს მოდუნებას.

ეს ფენომენი იმიტომ ხდება, რომ მუსიკა გავლენას ახდენს ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს უნებლიე სხეულებრივ ფუნქციებს, როგორიცაა გულისცემა და სუნთქვა.

ამიტომ დამამშვიდებელი მუსიკა ხშირად გამოიყენება თერაპიულ საქმიანობაში სტრესის შესამცირებლად, ხოლო მაღალი ენერგიის მუსიკა გამოიყენება ვარჯიშებისთვის ადრენალინისა და ენერგიის გასაზრდელად.

მუსიკას ნამდვილად აქვს ძალა მოახდინოს სხეულის ჰარმონიზაცია იმ გზით, რომელსაც ჩვენ შესაძლოა ვერც კი ვამჩნევდეთ❤️🎼

🪄ბედობის დღესასწაული საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთი მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა. მიუხედავად იმისა,...
02/01/2025

🪄ბედობის დღესასწაული საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთი მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ დღესასწაულს არ წარმოადგენს, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველებისთვის.
ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ადამიანები (ოჯახები) ცდილობენ მთლიანი დღე ხალისიანად, ლაღად და პოზიტიურად გაატარონ, რადგან სჯერათ, რომ მთელი წელიწადიც ასეთივე იქნება✨
ამ მისტიკურ ტრადიციას კარგად ხსნის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც სოციოლოგმა რობერტ მერტონმა აღწერა და მას "თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება" უწოდა.

თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ფენომენის თანახმად, ჩვენი რწმენა-წარმოდგენები და მოლოდინები გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე და განსაზღვრავს მას ისე, რომ ეს მოლოდინები საბალოოდ რეალობად იქცევა.

შესაბამისად,
მთელ ჩვენს წელიწადს არა ხალისიანად ან უგუნებოდ გატარებული ბედობის დღე განსაზღვრავს, არამედ ჩვენი რწმენები და მოლოდინები, რომ ეს ასე იქნება 🙂

ბედნიერი 2025 ყველას!❤️✨✨✨

" გრძნობები ის კარებია , რომლიდანაც სამყარო ჩვენში შემოდის . გონება სწორედ იმ შთაბეჭდილებების ნაზავია , რომლებმაც ჩვენში...
24/10/2024

" გრძნობები ის კარებია , რომლიდანაც სამყარო ჩვენში შემოდის .
გონება სწორედ იმ შთაბეჭდილებების ნაზავია , რომლებმაც ჩვენში გრძნობების მეშვეობით შემოაღწია . "

- ოშო

06/09/2024

✨იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!✨
------------------------------------------
ალბათ ხშირად გსმენიათ გამოთქმა, ან თავადაც არაერთხელ გითქვამთ, რომ “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.” შესაძლოა განგიცდიათ კიდეც გამარჯვებით ან მიღწევით გამოწვეული ეიფორია და ბედნიერება.

ფსიქოლოგიაში აღნიშნულ ფენომენს იმედს ვუწოდებთ, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
იმედი ეს არის შინაგანი რწმენა, რომლის განცდის დროსაც თავის ტვინში ქიმიური რეაქციები აღიძრება - გამოთავისუფლდება ენკეფალინი და ენდორფინი, ნეიროპეპტიდები, რაც ხელს უწყობს ადამიანში სტრესის დონის შემცირებას და პროდუქტიულობის გაზრდას.

“იმედის თეორიის” მიხედვით, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჩარლზ სნაიდერმა შემოგვთავაზა (Snyder, 2002), იმედი არის აღქმული შესაძლებლობა და საკუთარი თავის მოტივირება სასურველი მიზნებისკენ სვლაში, შესაბამისად, იმედი შთაბერავს ადამიანებს ნებისყოფას, აძლევს განსაზღვრულობისა და გაძლიერების განცდას, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში.

აგრეთვე, საინტერესოა იმედსა და ოპტიმიზმს შორის განსხვავება - ოპტიმიზმი არის ზოგადი რწმენა იმისა, რომ უფრო კარგი რაღაცები მოხდება, ვიდრე ცუდი, მაშინ როდესაც იმედი არის რწმენა, რომ თავად შეგიძლია და გაქვს უნარი შეცვალო, გააუმჯობესო და პოზიტიური გავლენა მოახდინო იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება.

ამრიგად, როცა კი პესიმიზმი და ნეგატიური განცდები შემოგეპარებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ,
და ყოველთვის იქონიეთ იმედი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი სასურველი მიზნების მისაღწევად!

✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨

01/09/2024

ფიზიკოსები ხუმრობენ:
როდესაც ადამიანი მერყეობს, მოერიდეთ, აცადეთ მოვიდეს წონასწორობაში. თორემ მასთან ერთად რეზონანსში შეხვალთ და ორივე შეირყევით 🙂

ეს ფიზიკაში.

თერაპიაში როგორ ხდება, გაინტერესებთ? :)

სფინქსი, რომელიც ბერძნულ მოთოლოგიაში გამორჩეულად ბრძენი ურჩხული იყო, ყველას შიშის ზარს სცემდა, რადგან კლავდა ყველას ვინც...
18/08/2024

სფინქსი, რომელიც ბერძნულ მოთოლოგიაში გამორჩეულად ბრძენი ურჩხული იყო, ყველას შიშის ზარს სცემდა, რადგან კლავდა ყველას ვინც მის გამოცანას ვერ უპასუხებდა. გამოცანა კი შემდეგი იყო: "რა დადის დილით ოთხ ფეხზე, დღისით - ორზე, ხოლო საღამოს - სამზე?"

ერთადერთი, ვინც მას სწორი პასუხი გასცა ოიდიპოსი იყო. გამოცანაზე პასუხი იყო - "ადამიანი."
ოიდიპოსი მიხვდა, რომ სფინქსი ადამიანის ცხოვრებას დღეს ადარებდა. ცხოვრების დასაწყისში (დილით), ბავშვი ოთხით დაცოცავს, "ოთხ ფეხზე დადის". ცხოვრების შუა ეტაპზე ზრდასრული ადამიანი ორ ფეხზე დადის. ხოლო ცხოვრების ბოლოს, "საღამოს", იგი ჯოხს ეყრდნობა, ანუ "სამ ფეხს" ხმარობს სასიარულოდ.
მითოლოგიის თანახმად, ოიდიპოსთან დამარცხებულმა სფინქსმა საკუთარი თავი უფსკრულში გადაჩეხა.

“ერთხელ, ჩემმა მეგობარმა,  ძალზედ საინტერესოდ აღწერა დეპრესია - სასოწარკვეთით გენატრებოდეს შინ ყოფნა, მაშინ, როცა არ იცი...
21/06/2024

“ერთხელ, ჩემმა მეგობარმა, ძალზედ საინტერესოდ აღწერა დეპრესია - სასოწარკვეთით გენატრებოდეს შინ ყოფნა, მაშინ, როცა არ იცი სახლი სად არის.”

და რა იცით სახლის შესახებ?
სად არის ის თქვენთვის?


#ფსიქოკონსულტაცია
#ფსიქოთერაპია

სხეულის მასის ინდექსი (BMI) - მარტივი სკრინინგის მეთოდი თქვენი წონის შესაფასებლად.თქვენი წონა უნდა გაყოთ თქვენი სიმაღლის...
14/04/2024

სხეულის მასის ინდექსი (BMI) - მარტივი სკრინინგის მეთოდი თქვენი წონის შესაფასებლად.

თქვენი წონა უნდა გაყოთ თქვენი სიმაღლის კვადრატზე.

მაგ: 51კგ : 1,65 x 1,65 = 18.7
ჩემი BMI არის 18.7 🙂

თქვენი ?👇

09/04/2024

💁‍♀️✅

Address

Tbilisi

Telephone

+995598500851

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკური ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩი•Clinical Psychologist Tamar Lapachi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკური ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩი•Clinical Psychologist Tamar Lapachi:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category