05/01/2022
🚫 გაღიზიანებული კანი, სიწითლე, გამონაყარი, ანთებითი პროცესი - ეს ყველაფერი, ბევრი ჩვენგანისთვის, კარგად ნაცნობი და საკმაოდ მტკივნეულია. ხშირ შემთხვევაში იმდენად, რომ სრულფასოვან ცხოვრებაშიც კი გვიშლის ხელს.
გასაკვირი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ მსგავსი პრობლემები, უმეტესწილად, ცხიმიანი, კომბინირებული, პრობლემური, აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებს აწუხებთ და შესაბამისად, პროდუქტი, რომელიც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრას უწყობს ხელს, სწორედ ამ ტიპის კანის მქონეთათვისაა განკუთვნილი.
🔖 ACNEVECT - გამწმენდი საშუალება, ELDAN-ის სახის სპეციფიკური მოვლის ხაზიდან, კონკრეტულად აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაა შექმნილი. მიჩნეულია, როგორც აუცილებელი საშუალება კანის ისეთი პრობლემების პროფილაქტიკისა და ნორმალიზებისთვის, როგორიცაა გამონაყარი, შავი წერტილები და აკნე.
პრეპარატში შემავალი აქტიური ინგრედიენტები შემუშავებულია ანთებითი ელემენტების შესამცირებლად. მაღალი აქტიური კომპონენტების შემცველობის გამო, ის თრგუნავს პათოგენებს, ამცირებს გამონაყარს, კანის სიწითლესა და გაღიზიანებას, აუმჯობესებს მის ფერსა და სტრუქტურას.
📌 რძემჟავა, გლიკოლისა და სალიცილის მჟავები, რომლებიც პრეპარატის შემადგენლობაში შედიან, უზრუნველყოფენ რეგენერაციის სტიმულირებასა და ღრმა დატენიანებას.
პიტნისა და ჩაის ხის ზეთებს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ლამინარის ექსტრაქტი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. შედეგად, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია ნორმალიზდება, ჰიპერკერატოზი აღმოიფხვრება, ანთება მცირდება და ადგილობრივი იმუნიტეტი იზრდება.
გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ , წაისვით სახეზე ბამბის დისკით, გააჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.მოერიდეთ თვალის კონტურის ზონას.
👌 ისიამოვნეთ შედეგით!