20/03/2021
🔈ქირავდება ნებულაიზაერი ( ინჰალაციის აპარატი)
✔️გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად. ეს პროცესი ხდება თხევადი მედიკამენტების აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნით, რის შემდეგაც ხდება მათი შესუნთქვა.
✔️ძირითადად გამოიყენება გაციების, ცრუ კრუპის, მწვავე ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.
🔹ინჰალაციის გაკეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა
აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა.
🔹ინჰალაციის პროცედურას 5-10 წუთი სჭირდება. ხელი შეუწყეთ ბავშვს, რომ ამ პერიოდში ნელა და მშვიდად ისუნთქოს. მშობლებსაც შეუძლიათ შვილთან ერთად ისუნთქონ, ხმამაღლა დაუთვალონ და ა.შ.
🔹რეკომენდირებულია, ინჰალატორის გამოყენება გააგრძელდეს მანამ, სანამ ნებულაიზერში არსებული მედიკამენტი არ ამოიწურება.
დასრულების შემდეგ პირი წყლით ჩამოიბანეთ