ფიზიოთერაპევტი გუგა რევიშვილი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფიზიოთერაპევტი გუგა რევიშვილი

ფიზიოთერაპევტი გუგა რევიშვილი სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟი • ფიზიოთერაპია ადგილზე მისვლით

რა არის ჰიპერკიფოზი და როგორ ვუმკურნალოთ მას❓ცნობილია, რომ ადამიანის ხერხემალი არ არის ზუსტად ვერტიკალური ფორმის, მას 4 ...
07/03/2024

რა არის ჰიპერკიფოზი და როგორ ვუმკურნალოთ მას❓

ცნობილია, რომ ადამიანის ხერხემალი არ არის ზუსტად ვერტიკალური ფორმის, მას 4 ფიზიოლოგიური ნადრეკი აქვს, ესენია:

კისრისა და წელის ლორდოზი
გულ-მკერდისა და გავის კიფოზი. ანუ ორი კიფოზი და ორი ლორდოზი.

ხანგძლივი და არასწორი დატვირთვა, ტრავმები, იძულებით ერთ პოზაში დიდხანს გაჩერება, დაავადებები – ეს ყველაფერი იწვევს ხერხემლის სვეტის დეფორმაციებს. ❌

უკანა მხარეს, ზურგის (გულ-მკერდის) ნაწილში ნორმაზე მეტად გადახრას გულ-მკერდის ჰიპერკიფოზი ეწოდება. მას ხშირად მარტივად - კიფოზადაც მოიხსენიებენ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიფოზი ნორმაა, ხოლო მისი ნორმის ფარგლებიდან გადახრა კი - უკვე პრობლემა.

გამომწვევი მიზეზები

▪️ არასწორი (ზედმეტი) დატვირთვა
▪️ ზურგის კუნთების სისუსტე
▪️ ხანგძლივად, არასწორ პოზაში ჯდომა (საოფისე სამსახური, საჭესთან ჯდომა..)
▪️ არასწორი დგომა

ბავშვები ხშირად ატარებენ ზურგჩანთას. დუნდება და სუსტდება ბეჭთაშორისი ზონა, მოკლდება მკერდის მცირე კუნთები. შედეგად ვიღებთ მოხრილ ტანადობას. ბავშვებს ისედაც სუსტი კუნთოვანი კორსეტი აქვთ, დამატებითი უარყოფითი დატვირთვა კი, ამ პროცესებს ხელს უწყობს.

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:
▪️ზურგისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი
▪️ ხერხემალში შებოჭილობის გრძნობა
▪️ზურგის ძლიერი გამრუდება (45 გრადუსზე მეტად)
▪️სისუტე, კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა
▪️ზურგის ტვინის ნერვების დახშობა
▪️გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევა.

რისკის ჯგუფი

✔️ 15 წლამდე მოზარდები
✔️ მოხუცები
✔️ ოსტეოპოროზის პრობლემების მქონე ადამიანები
✔️ ხერხემლის ტრავმების მქონე ადამიანები
✔️ დამაკავშირებელი ქსოვილის პრობლემების მქონე ადამიანები.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:
✔️ სამკურნალო ვარჯიში
✔️ მასაჟი
✔️ ფიზიოთერაპიული პროცედურები(ელექტეოფორეზი, ულტრაბგერითი დასხივება)
✔️ მედიკამენტები (D ვიტამინი, კალციუმი)
✔️ სამკურნალო კორსეტის ტარება
✔️ ქირურგიული მკურნალობა (დეფორმაციის მოცილება, ხერხემლის სტაბილიზაცია)

საშიშროება

თუკი პრობლემა დროულად არ აღმოიფხვრება, შესაძლოა წარმოიქმნას შემდეგი სახის გართულებები:
⚡️ კუზი
⚡️ ხერხემლის მოცულობის და ფორმის დარღვევა
⚡️ თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა
⚡️ მენჯების პროპორციების დარღვევა მოზარდებში
⚡️ სუნთქვის დარღვევა
⚡️ ქვედა კიდურების პარეზი, დამბლა
⚡️ ზურგის ტვინის მენინგიტი

პროფილაქტიკა

▪️ ხერხემალზე დატვირთვების კონტროლი
▪️ სწორი პოზის ქონა (მოხრილობის გამოსწორება)
▪️ გადაციებისგან თავის დაცვა

თუკი გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მომწერეთ პირად შეტყობინებებში ან დამირეკეთ:
📞 + 995 568 33 18 20

კონსულტაცია უფასოა

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი 🔗მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრის შეცვლა პირველად, მე-19 საუკუნის მიწურულს, გერმანელმ...
29/08/2023

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი 🔗

მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრის შეცვლა პირველად, მე-19 საუკუნის მიწურულს, გერმანელმა ექიმმა - თემისტოკლეს გლუკმა სცადა. ამისთვის მან სპილოს ძვალი გამოიყენა.

დღეს მენჯ-ბარძაყის სახსარს მეტალისა და პლასტმასისგან დამზადებული კონსტრუქციით ცვლიან, რომელიც აგებულებით და თვისებებით ზედმიწევნით ჰგავს ბუნებრივს. ✔️

მენჯ-ბარძაყის სახსარს ენდოპროთეზირებას მიმართავენ შემდგომი პათოლოგიების დროს:
💥 კოქსართროზის (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი)
💥 რევმატოიდული ართრიტი
💥 ოსტეოპოროზი
💥 სახსრის დისპლაზია ან მისი იდიოპათიური დაზიანება
💥 ბარძაყის ყელის მოტეხილობა (ძირითადად ხანდაზმულ ასაკში)
💥 დისპლაზია
💥 კიდურის სიმოკლე

პათოლოგიის ადგილმდებარეობისა და მისი ტიპის მიხედვით შეიძლება, გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის ენდოპროთეზი. მაგალითად: მენჯ-ბარძაყის ართროზის (კოქსართროზი) მკურნალობისათვის გამოიყენება სტანდარტული ან ორმაგი მობილობის ენდოპროთეზი, რომელიც მზადდება ქიმიურად და ბიოლოგიურად ინერტული მეტალების შენადნობისგან, როგორიცაა ტიტანი და უჟანგავი ფოლადი. ⛓️

ასევე, პროთეზის ზოგიერთი კომპონენტი შედგება კერამიკისა და მაღალმოლეკულური პოლიეთილენისგან, რაც ამცირებს მათ ცვეთას და ზრდის პროთეზის ე.წ. მომსახურების ვადას.

👩‍⚕️დიაგნოსტიკა

🩺 რენტგენოგრაფია
🩺 მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია
🩺 კომპიუტერული ტომოგრაფია
🩺 დენსიტომეტრია

მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტაცია რთულ და მაღალტექნოლოგიურ ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა რადგან სხეულში საკმაოდ დიდი ზომის უცხო სხეული ინერგება და აუცილებელია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია, რათა მაქსიმალურად აღდგეს კიდურის ფუნქციონირება.

👩‍⚕️ რეაბილიტაცია

სარეაბილიტაციო კურსს ატარებს ექიმი ან ფიზიოთერაპევტი. ის მოიცავს ვარჯიშებსა და მასაჟს, რომელიც გრძელდება 1-4 თვემდე. მწვავე ტკივილების დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

👩‍⚕️ რეკომენდაციები

პაციენტმა უნდა შეზღუდოს

✔️ გარე და შიდა როტაცია
✔️ კიდურის შიგნით მოზიდვა
✔️ კიდურის გარეთ განზიდვა
✔️ მენჯის სახსარში მოხრა არ უნდა აღემატებოდეს 90 გრადუსს

❗ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს მაქსიმალური ყურადღებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება პროთეზის მორყევის ან ბუდიდან ამოვარდნის.

ადჰეზიური კაფსულიტი (გაყინული მხრის სინდრომი) მხრის სახსარს - მხრის, ლავიწის, და ბეჭის ძვალი ქმნის. მათ ერთიანობას, მოძრ...
06/06/2023

ადჰეზიური კაფსულიტი (გაყინული მხრის სინდრომი)

მხრის სახსარს - მხრის, ლავიწის, და ბეჭის ძვალი ქმნის. მათ ერთიანობას, მოძრაობას და სიმჭიდროვეს უზრუნველყოფს: ქსოვილოვანი გარსი-რომელშიც სინოვიური სითხეა და იოგები რომელიც აკავშირებს მათ ერთმანეთთან და ამას მხრის კაფსულა ეწოდება.

ადჰეზიური კაფსულიტი მხრის კაფსულის ანთებაა და გამოიხატება:

•მოძრაობის შეზღუდვით
•ტკივილით მოძრაობისას
•ტკივილით უმოძრაობისას

მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს -

•ტრავმა

•გადატანილი ოპერაციის შემდგომ უმოძრაობა

•ინსულტი

•მხრის დამჭერი ორთეზის ხანგრძლივი ტარება

•დიაბეტი ან სუსტი იმუნური სისტემა.

ასევე, უფრო ხშირია ქალებში და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე პირებში

თავდაპირველად იწყება მხრის სუსტი ტკივილით, თანდათანობით იმატებს და ხშირ შემთხვევაში ტკივილის დონე იმდენად მწვავდებ, პაციენტს ტანსაცმლის ჩაცმა და თმის დავარცხნაც უჭირს დამოუკიდებლად.

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება -

*მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია(MRT),

*რენტგენოგრაფია

*ართროგრამა

#მკურნალობა

გაყინული მხრის სიდნრომი მკურნალობის გარეშე შესაძლოა 3 წელზე მეტიც გაგრძელდეს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და განსაკურნად საუკეთესო მეთოდია -

• ფიზიოთერაპია და ვარჯიში,
ასევე, მედიკამენტური თერაპია და იშვიათ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა.

Address

Tbilisi

Telephone

+995568331820

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფიზიოთერაპევტი გუგა რევიშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram