20/03/2023
👉 სტატისტიკურად ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დგება პირველადი დახმარების გაწევის საჭიროება, იქნება ეს ცხელება, კრუპი, ალერგია თუ კრუნჩხვა. უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც, არის შემთხვევები, სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის ან სუნთქვის შეჩერების. ყველა მშობელმა, ბებია-ბაბუამ და ძიძამ უნდა იცოდეს თუ რა მოიმოქმედოს როცა პირველადი დახმარების საჭიროება დგება, რადგან ასეთ მომენტებში ხშირია პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდნა.
🙌 ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც პატარასთან აქვს შეხება, აუცილებლად უნდა იცოდეს პირველადი დახმარების წესები, ამიტომ შევქმენით ბავშვთა პირველადი დახმარების სასწავლო ვიდეო კურსი და პრაქტიკული კურსები სახლში/ორგანიზაციაში გამოძახებით. თქვენ ჯავშნით სასურველ კურსს და ჩვენი ლიცენზირებული ინსტრუქტორები თქვენთვის კომფორტულ გარემოში გასწავლიან თუ როგორ გადაარჩინოთ სიცოცხლე.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პროდუქტი მოცემული სიიდან (მოცემულია 30%-იანი მოქმედი ფასდაკლებული ფასები):
🔹 - ვიდეო ლექცია [42 წუთიანი ვიდეო - 49 ლარი], რომელშიც განხილულია ბავშვთა პირველადი დახმარების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შეძენის შემდეგ ვიდეოზე წვდომა გაქვთ შეუზღუდავად.
🔹 - საბაზისო კურსი [45 წუთი - 140 ლარი], რომლის დახმარებითაც თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით ბავშვთა პირველადი დახმარების ძირითად საკითხებს: გულ-ფილტვის რეანიმაცია (სუნთქვის გაჩერება) და უცხო სხეულის გადაცდება სასუნთქ გზებში (დახრჩობა).
🔹 - ინტენსიური კურსი [1.5 საათი - 195 ლარი], რომლის დახმარებითაც თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით ბავშვთა პირველადი დახმარების ყველა საკვანძო საკითხს: ცხელება, კრუპი, კრუნჩხვა, პედიატრიული გულ-ფილტვის რეანიმაცია (სუნთქვის გაჩერება), სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა, სისხლდენა, ალერგია, თავის ტრავმა, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა.
👼 კურსები მიმართულია 0 დან 14 წლის ჩათვლით ბავშვებზე და ჩვენი მიზანია უფროსებში ცნობიერების ამაღლება ბავშვთა პირველადი დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. ყოველი მეოთხე ბავშვი კვდება პირველადი დახმარების არცოდნის გამო, ამიტომ აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს თუ რა მოიმოქმედოს, როცა ასეთი მდგომარეობა დგება, რადგან უსაფრთხოება არის სიმშვიდის გარანტი!
🛍 ისარგებლეთ 30%-იანი ფასდაკლებით შეზღუდული დროით.
📩 დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ Facebook/Instagram გვერდებზე: First Aid - სასწავლო კურსი გამოძახებით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 50 37 69