თსუ - ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ - ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი

თსუ - ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი

➡ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი უნივერსიტეტის სტუ...
08/09/2025

➡ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას / ფსიქოლოგიურ კონსულტირებას.
➡ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირება განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, ადაპტაციისა და ეფექტური დაძლევის უნარების განვითარებაში.
➡ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუკი აღენიშნება შემდეგი სირთულეებიდან ერთი ან მეტი:
⮚ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ადაპტაციის დარღვევები;
⮚ დაქვეითებული გუნება-განწყობა (გლოვა, სევდა, უიმედობა);
⮚ ძილის დარღვევები;
⮚ სუიციდური აზრები და თვითდაზიანება / თვითდაზიანების მცდელობები;
⮚ მომატებული შფოთვა;
⮚ სოციალური შფოთვა;
⮚ პანიკური შეტევები;
⮚ გამოხატული შიშები;
⮚ ბრაზის მართვის სირთულე;
⮚ კვების დარღვევა;
⮚ დროის მართვის სირთულეები;
⮚ დაყოვნება (პროკრასტინაცია);
⮚ ინტერპესონალური ურთიერთობების სირთულე;
⮚ დაბალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შიში;
⮚ სტრესთან გამკლავების სირთულე.
➡ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირება ითვალისწინებს სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას. კონსულტაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ფორმას „ინფორმირებული თანხმობა“.
➡კონსულტაციების ჩატარების ადგილი: თსუ-ს III კორპუსი. ონლაინ: Google Meet პლატფორმა.
➡ დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ ნომერზე - 555577883 და წინასწარ დაიკავეთ რიგი / დაჯავშნეთ კონსულტაცია.
➡ გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების მიღების მსურველი თავად უნდა დაგვიკავშირდეს.
ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!
⬇ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://shorturl.at/bdGO9

19/02/2025

➡ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას / ფსიქოლოგიურ კონსულტირებას.

➡ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირება განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში, ადაპტაციისა და ეფექტური დაძლევის უნარების განვითარებაში.

➡ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია თუკი აღენიშნება შემდეგი სირთულეებიდან ერთი ან მეტი:
⮚ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ადაპტაციის დარღვევები;
⮚ დაქვეითებული გუნება-განწყობა (გლოვა, სევდა, უიმედობა);
⮚ ძილის დარღვევები;
⮚ სუიციდური აზრები და თვითდაზიანება / თვითდაზიანების მცდელობები;
⮚ მომატებული შფოთვა;
⮚ სოციალური შფოთვა;
⮚ პანიკური შეტევები;
⮚ გამოხატული შიშები;
⮚ ბრაზის მართვის სირთულე;
⮚ კვების დარღვევა;
⮚ დროის მართვის სირთულეები;
⮚ დაყოვნება (პროკრასტინაცია);
⮚ ინტერპესონალური ურთიერთობების სირთულე;
⮚ დაბალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შიში;
⮚ სტრესთან გამკლავების სირთულე.

➡ სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირება ითვალისწინებს სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას. კონსულტაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ფორმას „ინფორმირებული თანხმობა“.

➡კონსულტაციების ჩატარების ადგილი: თსუ-ს III კორპუსი 019 და 024 ოთახი. ონლაინ: Google Meet პლატფორმა.

➡ დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ ნომერზე - 555577883 და წინასწარ დაჯავშნეთ კონსულტაცია.

➡ გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების მიღების მსურველი თავად უნდა დაგვიკავშირდეს.

ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!

⬇ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://shorturl.at/bdGO9
⬇ პროექტის ოფიციალური FB-გვერდი https://www.facebook.com/profile.php?id=100064824462014

03/12/2024

🔴 როგორ ამოვიცნოთ მწვავე სტრესული რეაქციები?

🔵 მძიმე ინციდენტის შემდეგ, თქვენ ოთხი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოგივლინდეთ მწვავე სტრესული მდგომარეობა. რომელიც შემდეგი ნიშნებით ხასიათდება:

✅ ემოციური რეაქციების გაყინვა, გაშეშება;
✅ საკუთარი თავისგან ან გარემოსგან გაუცხოვების განცდა;
✅ გარშემომყოფების ცნობის სირთულე (თითქოს ცნობიერება ვიწროვდება);
✅ ინციდენტის მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენების შეუძლებლობა;
✅ ინციდენტთან დაკავშირებული განმეორებით შემოჭრილი ფიქრები და მოგონებები, სიზმრები, რომლებიც მძიმე ემოციურ განცდებს იწვევს;
✅ უეცარი განცდა, რომ ინციდენტი მეორდება, რაც შესაბამის ემოციებს და ქცევას იწვევს;
✅ ჩაძინების სირთულე, ადრეული გამოღვიძება, ცუდი ძილი;
✅ გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
✅ საფრთხის მუდმივი განცდა, გადაჭარბებული სიფხიზლე, ძლიერი დაძაბულობა. ასევე, შიშის, შეკრთომის გაძლიერებული რეაქციები. აგზნება, მოუსვენრობა;
✅ მტკივნეულ მოვლენასთან დაკავშირებული საუბარის, აზრების, გრძნობების, აქტივობების, ადგილების, ადამიანების თავიდან არიდება.

📣 თუ აღნიშნული მდგომარეობა გახანგრძლივდა და გიჭირთ მასთან ჩვეული გზებით გამკლავება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვმართოთ კონსულტირებითვის ⤵️

https://www.facebook.com/share/12Jw1MFir5f/?mibextid=WC7FNe

სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი

02/12/2024

📣 თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მზად არის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს თსუ-ს სტუდენტებს, რომლებსაც მწვავე სტრესული მდგომარეობა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.

📌 ერთჯერადი დახმარება შეიძლება მიიღონ იმ სტუდენტებმაც, ვისაც უკვე უსარგებლია ცენტრის ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისით.

👉 დაგვირეკეთ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

📱 555577883

ან მოგვწერეთ

სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრი

თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ! ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში 19 ოქტომბერს ბრაზისა და აგრესიის მართვის...
14/10/2024

თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ! ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში 19 ოქტომბერს ბრაზისა და აგრესიის მართვის ჯგუფური ტრენინგი ჩატარდება. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მოხდება ბრაზისა და აგრესიის მართვის უნარების დასწავლა კოგნიტური და ქცევითი სტრატეგიების საშუალებით.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 9 სტუდენტი. ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია, რომ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსი გქონდეთ და აქამდე არ გქონდეთ გავლილი ჩვენი ცენტრის ეს ტრენინგი.

ჯგუფურ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://forms.gle/BnwjpwEMsktXdNA67

ტრენინგზე რეგისტრაცია გაჩერდება 9 სტუდენტის დარეგისტრირების შემდეგ. წარმატებულად დარეგისტრირებულები დასტურს მეილზე და ტელეფონზე მესიჯად მიიღებენ.

შემაჯამებელი კონფერენცია ✅
10/03/2024

შემაჯამებელი კონფერენცია ✅

FINAL CONFERENCE

06/11/2023

თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია

Address

Tbilisi

Telephone

+995555577883

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ - ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram