04/07/2025
მამის როლი ბავშვის განვითარებაში მულტიფაქტორულია – იგი ფიზიკური ჯანმრთელობიდან დაწყებული, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებამდე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მამის თანასწორი, ზრუნვით სავსე და აქტიური მონაწილეობა ბავშვის ცხოვრებაში ხელს უწყობს სრულფასოვან, დამოუკიდებელ და ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში ორივე მშობლის, დედისა და მამის, როლი მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო ათწლეულებში ფსიქოლოგებმა და ბავშვთა განვითარებაზე მომუშავე მკვლევრებმა უფრო მეტად გაუსვეს ხაზი მამის უნიკალურ გავლენას. ავტორები, როგორებიც არიან Michael Lamb (2004), Kyle Pruett (2000) და Ross Parke (1996), მიუთითებენ, რომ მამის ჩართულობა არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ კეთილდღეობას, არამედ მის ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებას მნიშვნელოვნად აყალიბებს. მამები ბავშვებისთვის ხშირად წარმოადგენენ თავისუფალი კვლევის, სტრუქტურისა და სამყაროსთან ურთიერთობის მოდელს.
მამის მულტიფაქტორული როლი Შვილის განვიᲗარებასა და ᲩამოყალიბებაᲨი