Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი

Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი, Hospital, ლუბლიანას ქ. #33, Tbilisi.

🤩ASTAR ფიზიოთერაპიის უახლესი აპარატები  უკვე წარმოდგენილია Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციი...
22/02/2023

🤩ASTAR ფიზიოთერაპიის უახლესი აპარატები უკვე წარმოდგენილია Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი - ში.
🔺 PhysioGo.Lite ELECTRO და PhysioGo 601C
🔹ლაზეროთერაპია
🔹ულტრაბგერითი თერაპია
🔹ელექტრომიოსტიმულაცია
🔹ელექტროფორეზი
🔹წერტილოვანი სტიმულაცია
☎️ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322422337 ან 599955609
📍ლუბლიანას ქ. #33

09/01/2023

🔹საქართველოში, ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, Georgian Sports Medicine Association-ს ექიმ-რეაბილიტოლოგი, Traumatology-Orthopedics Center • ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრი-ს რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი მახვილაძე დაჯილდოვდა.
🔹მედიკოსი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვა.

❓რა არის მაჯის (კარპალური) არხის სინდორმი❓🔵კარპალური არხი არის ერთგვარი გვირაბი ხელის გულის მხარეს, რომელშიც განთავსებულ...
18/11/2022

❓რა არის მაჯის (კარპალური) არხის სინდორმი❓
🔵კარპალური არხი არის ერთგვარი გვირაბი ხელის გულის მხარეს, რომელშიც განთავსებულია 9 მყესი და შუათანა ნერვი. მყესები აკონტროლებენ თითების მოძრაობას, შუათანა ნერვის დამსახურებით შევიგრძნობთ ხელის გულს, მაჯას, ცერა თითს, საჩვენებელ თითს, შუა თითს და არათითის.
🔵კარპული არხის სინდრომი იჩენს თავს მაშინ, როდესაც გვირაბი ვიწროვდება ან მასში არსებული მყესები ფართოვდება. აღნიშნული მოვლენა ზეწოლას ახდენს შუათანა ნერვზე, რაც იწვევს კარპული არხის სინდრომს.
🔵ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება ფიქსაციით, მტევნის ერთ პოზიციაში დაფიქსირებით, რის შედეგადაც შუა ნერვზე იხსნება ზედმეტი დატვირთვები. ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც ტკივილი აწუხებს ღამით.
🔹თუ დისკომფორტი გრძელდება დღის მანძილზეც ფიქსაციით მკურნალობა არ არის საკმარისი და საჭიროა ხშირი შესვენებების აღება განმეორებადი აქტივობების დროს. ასევე სასარგებლოა პერიოდულად მაჯების გავარჯიშება და თითების გაჭიმვა.
⭕️როგორ ხდება მკურნალობა❓
🔺არსებობს მაჯის არხის სინდრომის მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები.
🔺კონსერვატიული მკურნალობა ეფექტურია დასაწყის სტადიაში, როდესაც ჩივილები მკვეთრად გამოხატული არ არის. კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებზე აქტიურად იყენებენ ფიზიოთერაპიას, რის შემდგომაც პაციენტი აღარ საჭიროებს ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას.
🔵ფიზიოთერაპია:
1. ფონოფორეზი
2. ელექტროფორეზი
3. ლაზეროთერაპია და სხვა
🔺ფიზიოთერაპიის კურს განსაზღვრავს ექიმი-რეაბილიტოლოგი.
🔵მკურნალობის ქირურგიული მეთოდები:
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს როგორც წესი მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მეთოდებმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები მაგრამ, სასურველი შედეგი მიღწეული არ არის. ამავე დროს გარკვეული ჩვენების შემთხვევაში სასურველია პაციენტისთვის შეთავაზებული იქნას ოპერაციული მკურნალობა, რომლის არსიც მდგომარეობს “გაჭყლეტილი/ჩაჭედილი” ნერვის ქსოვილებისგან განთავისუფლებაში.
❗️დაგეგმეთ კონსულტაცია სპეციალისტთან❗️
☎️ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322422337, 599955609 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

🏆გილოცავთ❗️სანდრო ბაზაძე • Sandro Bazadze ალჟირის მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიო რეიტინგში N1 მოფარიკავეა🏆🤺
14/11/2022

🏆გილოცავთ❗️სანდრო ბაზაძე • Sandro Bazadze ალჟირის მსოფლიო თასის გამარჯვებული და მსოფლიო რეიტინგში N1 მოფარიკავეა🏆🤺

🦵მუხლის სახსრის წარმატებული ენდოპროთეზირება პირდაპირ დამოკიდებულია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარისხზე.🔹ენდოპროთეზ...
10/10/2022

🦵მუხლის სახსრის წარმატებული ენდოპროთეზირება პირდაპირ დამოკიდებულია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხარისხზე.
🔹ენდოპროთეზირების შემდგომ მოხრის უნარი მცირდება თითქმის ორჯერ (თავდაპირველი ნორმის 40-50 %).
🔹მიზეზი, ბარძაყის მთავარი კუნთის (ოთხთავა კუნთის) მუშაობის დარღვევაა, რომლის აქტივობა სათანადო ძალისხმევის გარეშე არ აღდგება წინასაოპერაციო დონეზე.
⭕️კიდევ ერთი პრობლემა - ახალი მუხლის სახსრის შეზღუდული მობილურობაა სახსრის ირგვლივ ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნის გამო. პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, რაც საგრძნობლად ამცირებს როგორც პაციენტის, ასევე მის გარშემო მყოფთა ცხოვრების დონეს.
სათანადო პრევენციის გარეშე მუხლის სახსრის ხელახალი დაზიანების რისკი 47%-ს შეადგენს ოპერაციიდან პირველ წელს და 6-20%-დან მომდევნო წლებში.
🔵მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ქვემო კიდურის სახსრებზე და კუნთებზე დატვირთვის ეტაპობრივ ზრდას, რაც იწვევს კუნთებში ძალის მატებას და სახსრებში მოძრაობის სიფართის გაუმჯობესებას.
✅პოსტოპერაციული რეაბილიტაცია საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა ყველა პაციენტისთვის და მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
▶️მექანოთერაპია
▶️ელექტროთერაპია
▶️ფიზიოთერაპია
▶️სამკურნალო ვარჯიში
❗️თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია❗️
📍ლუბლიანა ქ. #33
☎️ კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 0322422337 ან 599955609

🔵ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში გამოყენებული ქირურგიული ტექნიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ი...
12/09/2022

🔵ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში გამოყენებული ქირურგიული ტექნიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ისეთმა ინოვაციურმა მიდგომებმა, როგორებიცაა ართროსკოპია და ენდოპროთეზირება, დიდი შესაძლებლობა გაუხსნა პაციენტის ეფექტურ მკურნალობას და გამოჯანმრთელებას. ✅რეაბილიტაცია კი საშუალებას აძლევს პაციენტს სწრაფად და სრულად დაუბრუნდეს ნორმალურ, აქტიურ ცხოვრებას.
👤გაიცანით, გიორგი მახვილაძე- რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი და ვილიარეალის საქართველოს აკადემიის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი.
▶️თვლის, რომ ექიმისთვის უმნიშვნელოვანესი არის პრაქტიკა და თეორიული განათლება
✅თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია❗️
☎️ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322422337 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
📍ლუბლიანას ქ. #33

🤝Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი-სა და Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფ...
09/09/2022

🤝Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი-სა და Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

🤝Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი-სა და Football Club Gagra-ს შორის ურთიერთთანამშრო...
02/09/2022

🤝Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი-სა და Football Club Gagra-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

❓რა არის ელექტროსტიმულაცია❓✅ელექტროსტიმულაცია არის იმპულსური დენების გამოყენება კუნთების, ნერვების  და მყესების აღდგენით...
31/08/2022

❓რა არის ელექტროსტიმულაცია❓
✅ელექტროსტიმულაცია არის იმპულსური დენების გამოყენება კუნთების, ნერვების და მყესების აღდგენითი მკურნალობისათვის, რომლებმაც დაკარგეს ნორმალური ფუნქცია ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად.
✅ელექტროსტიმულაციის შედეგად დაზიანებულ ადგილებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ნორმალიზდება ნერვების ფუნქციონირება და იმატებს კუნთის ტონუსი.
❓როდის გამოიყენება ელექტროსტიმულაციის პროცედურა❓
▶️პოსტოპერაციულად, როდესაც კუნთი განიცდის ატროფიას
▶️ტრავმის შემდგომ
▶️ნერვის დაზიანების შემდგომ
▶️მყეს-იოგოვანი აპარატის დაზიანების შემდგომ
☎️ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 0322422337 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
📍ლუბლიანას ქ. #33
✅თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია❗️

30/08/2022
❓რა არის მექანოთერაპია❓✅მექანოთერაპია - პროცედურა, რომელიც სრულდება სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით;✅მექანოთერაპიის და...
17/08/2022

❓რა არის მექანოთერაპია❓
✅მექანოთერაპია - პროცედურა, რომელიც სრულდება სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით;
✅მექანოთერაპიის დანიშნულებაა იმოქმედოს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გარკვეულ ფუნქციაზე;
✅აპარატის საშუალებით ხორციელდება სახსრის შეზღუდული მოძრაობის სიფართის აღდგენა.
❗️თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია❗️
📍ლუბლიანა ქ. #33
☎️0322422337

Address

ლუბლიანას ქ. #33
Tbilisi
0159

Telephone

+995322422337

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Traumatology-Orthopedics Rehabilitation Center • რეაბილიტაციის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category