28/10/2025
მასწავლებლის როლი ბავშვის ცხოვრებაში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სწავლება.
ბავშვისთვის სკოლა მხოლოდ ცოდნის ადგილი არ არის - ეს არის გარემო, სადაც ის პირველად სწავლობს ურთიერთობას სამყაროსთან, საკუთარ შესაძლებლობებთან და ადამიანურ ღირებულებებთან.
მასწავლებელი ხშირად ხდება ის სარკე, სადაც ბავშვი პირველად ხედავს საკუთარ უნარებს, მნიშვნელობას და პოტენციალს. ის არის ემოციური გზამკვლევი, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, მოტივაციაზე და სამყაროს აღქმაზე.
ბავშვი, რომელიც მასწავლებელში მხარდაჭერას, ინტერესსა და სითბოს ხედავს, სწავლის პროცესს უკავშირებს სიამოვნებას და არა შიშს. ეს გრძნობა კი საფუძველს უყრის მის თვითრწმენას და შემოქმედებით აზროვნებას.
მეტაფორული ბარათები სასწავლო პროცესში ძლიერი ინსტრუმენტია.
ის ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ საკუთარი ემოციები და მასწავლებელს აძლევს საშუალებას დაინახოს ბავშვი მხოლოდ როგორც მოსწავლე კი არა, არამედ როგორც ცოცხალი, ფაქიზი შინაგანი სამყაროს მატარებელი პიროვნება.
როცა მასწავლებელი ბავშვს სივრცეს აძლევს საკუთარი გრძნობების გამოსახატად, ის არა მხოლოდ ცოდნას ანიჭებს მნიშვნელობას, არამედ პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს.