08/04/2023
‼️ ყურადღებით, სამედიცინო კონტენტი‼️
☝🏻დიდი პოპულაციის მქონე ქვეყნებში, ქირურგის სამუშაო არეალი წარმოადგენილია მხოლოდ საოპერაციო ბლოკის და სტაციონარის სახით, ამბულატორიული პრაქტიკა ნაკლებია, გამომდინარე ქირურგიული კადრის სიმცირით. ამ მოცემულობით ვიმუშავე 15 წელიწადი.
🇬🇪 რაც შეეხება საქართველოს, ქართულ რეალობაში ამბულატორიული მკურნალობა მნიშვნელოვანი ნაწილია ქირურგის ყოველდღიურობაში. მიწევს მუშაობა ისეთ შემთხვევებთან, რომლებიც აქამდე ჩემამდე იშვიათად თუ მოდიოდა, ამჯერად, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ასეთი ქეისი.
👵🏼 🆘ქალბატონი, 70 წლის, 2 წელია უჩივის ქვემო კიდურებზე განვითარებულ ტროფიულ წყლულებს, ძლიერ შეშუპებასა და ლიმფორეას (ლიმფური სითხის გამოსვლა ქსოვილებიდან). პირველად მომმართა 9 თვის წინ.
პაციენტი მიყვებოდა თავისი დაავადების შესახებ, ლიმფორეა იმდენად იყო გამოხატული რომ კონსულტაციის მიმდინარეობისას იატაკიც კი დასველდა. პაციენტი 2 წელი მკურნალობდა🕐🕤, მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა❌, აინტერესებდა თუ კიდევ არსებობდა შანსი განკურნების და კიდურის შენარჩუნების. ავუხსენი ყველა რისკები და ვუთხარი, თუ ჩემს რეკომენდაციებს დაიცავდა 100%-ით მცირე შანსი ამისათვის ნამდვილად არსებობდა.
♻️მას შემდეგ გავიდა 9 თვე. პაციენტი საკმაოდ მოტივირებული და მონდომებული აღმოჩნდა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. უფრო ეფექტური ვიდრე მოველოდი. ეს ექიმის და პაციენტის გუნდური მუშაობის შედეგია.🏆🏆🏆