19/04/2026
🇬🇪
სიამაყით გიზიარებთ, რომ 2 აპრილს, აუტიზმის ცნობიერების მსოფლიო დღეს, წარმატებით ჩატარდა მინი-კონფერენცია „მწვანე შუქი“, რომელიც გაიმართა „ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავში“ და ონლაინ ფორმატშიც.
კონფერენცია წარმოადგენდა ა(ა)იპ „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი – ილაპარაკე“-ს მიერ ინიცირებული ინტერდისციპლინარული პროექტის პრეზენტაციას. პროექტის მეორე საპილოტე ფაზა განხორციელდა სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SAIDC) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
💚 პროექტის ძირითადი კომპონენტები:
🔹 1. ინტენსიური ფსიქოთერაპიული პროგრამა (25 დედისთვის):
▪️ კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT) – 6 ჯგუფური სესია
მიზნად ისახავდა ნეგატიური აზროვნების შაბლონების იდენტიფიცირებასა და მათ ტრანსფორმაციას, სტრესის მართვის ტექნიკების ათვისებასა და ემოციური რეგულაციის განვითარებას.
▪️ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP) – 6 ჯგუფური სესია
ორიენტირებული იყო შინაგანი რესურსების გააქტიურებაზე, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თვითეფექტურობის ზრდაზე.
▪️ ბავშვებისთვის პარალელური მხარდაჭერა
უზრუნველყოფილი იყო ბავშვებისთვის ჯგუფური სოციალური თერაპია, რაც ამცირებდა ჩართულობის ბარიერებს და უზრუნველყოფდა დედების სრულფასოვან მონაწილეობას.
🔹 2. დამატებითი მხარდამჭერი და საგანმანათლებლო აქტივობები (60 მშობლისთვის, ონლაინ):
▪️ ონლაინ ფსიქო-საგანმანათლებლო სესიები – აუტიზმის სპექტრის მართვის პრაქტიკული ცოდნა და ყოველდღიური ზრუნვის სტრატეგიები
▪️ შშმ პირთა უფლებების შესახებ სესიები (4 შეხვედრა) – უფლებრივი ჩარჩო და ადვოკატირების უნარები
▪️ პერსონალური ქოუჩინგი (25 სესია) – პირადი მიზნების განსაზღვრა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
▪️ ურთიერთმხარდამჭერი ტრენინგები (10 სესია) – ემპათიური კომუნიკაცია და თანატოლთა მხარდაჭერის უნარები
🎯
„მწვანე შუქი“ მიზნად ისახავს შშმ პირთა მშობლებისა და მეურვეების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციას. პროექტის სტრატეგიული ამოცანაა მისი ჩამოყალიბება სახელმწიფო სერვისად, რაც უზრუნველყოფს სისტემურ და მდგრად მხარდაჭერას საქართველოში.
---
🇬🇧
We are proud to share that on April 2, World Autism Awareness Day, the “Green Light” Mini-Conference was successfully held at the Evex Children’s Neurodevelopment Center “Karavi” and online.
💚 Core Components of the Project:
🔹 1. Intensive Psychotherapeutic Program (for 25 mothers):
▪️ Cognitive Behavioral Therapy (CBT) – 6 group sessions
Focused on identifying and restructuring negative thought patterns, improving emotional regulation, and strengthening stress management skills.
▪️ Neuro-Linguistic Programming (NLP) – 6 group sessions
Aimed at activating internal resources, enhancing communication, and increasing self-efficacy.
▪️ Parallel Support for Children
Group-based social support services were provided to children, ensuring full participation of mothers.
🔹 2. Additional Supportive and Educational Activities (for 60 parents, online):
▪️ Online psycho-educational sessions – practical strategies for managing Autism Spectrum Disorder (ASD)
▪️ Disability rights sessions (4 meetings) – legal frameworks and advocacy tools
▪️ Personalized coaching (25 sessions) – goal setting and quality of life improvement
▪️ Peer supporter training (10 sessions) – empathy, active listening, and community support skills
🎯
The primary objective of “Green Light” is to enhance the psycho-social well-being of parents and caregivers of persons with disabilities, support their empowerment, and promote social inclusion. Strategically, the project aims to be institutionalized as a state service, ensuring sustainable and systematic support in Georgia.
💚 Thank you to everyone who contributed to the success of this impact