Mana.Ge

Mana.Ge ქართული ფიტოთერაპია - ქართულ ნედლეულზე დამზადებული პრეპარატები და მეცნიერული კვლევები

07/11/2024
შემადგენლობა: თითო ტაბლეტი შეიცავს საფერავის კანის 100მგ მშრალ ექსტრაქტს, სტანდარტიზირებულს რეზვერატროლის 9%-იანი, ანტოც...
06/05/2023

შემადგენლობა:
თითო ტაბლეტი შეიცავს საფერავის კანის 100მგ მშრალ ექსტრაქტს, სტანდარტიზირებულს რეზვერატროლის 9%-იანი, ანტოციანინების 15%-იანი შემადგენლობით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ხასიათდება ანტიაგრეგანტული, ანტითრომბოზული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამცირებს სისხლში საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს. ყურძნის პოლიფენოლებს ახასიათებთ ასპირინის მსგავსი მოქმედება - ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ადჰეზიას, გააჩნიათ ფიტოესტროგენული აქტივობა, არეგულირებენ ნივთიერებათა და ჰორმონთა მეტაბოლიზმს რეპროდუქციულ ორგანოებში (სარძევე ჯირკვლები და გენიტალიები). რეზვერატროლი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას ხანდაზმულ ასაკში, ანელებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას.

ჩვენებები:
გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტური დაავადებების დროს.

დოზირება:
1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ჭამის დროს. შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.

ოდითგან ცნობილია წითელი ღვინის დადებითი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. კაცობრიობა ძალიან ხშირად ეყრდნობოდა ემპირიულ ცოდნას, რომელიც შთამომავლობას გადაეცემოდა საუკუნიდან საუკუნემდე და იყენებდა მას დიდი წარმატებით. თუმცა ბოლო 70-80 წლის მანძილზე მიდგომები შეიცვალა და ყველანი ვითხოვთ მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებს ამა თუ იმ მოვლენაზე, მედიკამენტზე, საკვებზე და ა. შ. ეს არის ამოუწურავი შრომა, რომელიც ათეულობით წელიწადს და უამრავ თანხას შთანთქავს. ეს დიდი პრობლემაა და საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, სადაც სწორად იქნება შერწყმული ძველების გამოცდილება და თანამედროვე მეცნიერების მიღწევები. ამის გაკეთება ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს ყველა მიმართულების წარმომადგენლისგან.
ამ ჭრილში მინდა წარმოგიდგინოთ წითელი ღვინის ძირითადი სამკურნალო ნაერთის რეზვერატროლის შესახებ რამდენიმე ძალიან მოკლე სქემატური ინფორმაცია.
რეზვერატროლი ქიმიური ნაერთია, რომელიც შედის ბუნებრივი კომპონენტების შემადგენლობაში. მისით განსაკუთრებით მდიდარია წითელი ყურძნის კანი. ამ ჭრილში, ქართული ჯიშებიდან, ლიდერობა საფერავს ეკუთვნის.
რეზვერატროლი მეცნიერული გარღვევაა. ფიტოქიმიური ნაერთებიდან იგი ყველაზე აქტიურად შეისწავლება.საერთაშორისო სამეცნიერო ბიბლიოთეკის Pubmed-ის საძიებელში 2012 წელს გამოქვეყნებულია 5100-ზე მეტი სტატია რეზვერატროლზე, რაც მოწმობს სამედიცინო მეცნიერების დიდ ინტერესს ამ ნაერთის მიმართ. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები საოცრად მრავალფეროვანია. რეზვერატროლი არის ანტიოქსიდანტი. ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული, კარდიოპროტექტოტული თვისებები, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას, მეხსიერებას. ეს ჩამონათვალი მოიცავს თითქმის ყველა იმ პათოგენეზურ რგოლს, რომლითაც ხასიათდება ქრონიკული დაავადებების უმეტესობა.
Guarnieri R, Pappacoda A, ჟურნალი “Trends in Medicine” 2009წ.
მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა 54 პაციენტზე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვის ობსტრუქციული დაავადებით. გამოვლინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ძირითად მკურნალობასთან ერთად იღებდნენ რეზვერატროლის შემცველ პრეპარატს, დაავადების გამწვავების სიხშირემ მკვეთრად იკლო იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენს რეზვერატროლს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა მწეველებში.
Branio P, Mulnar G.A, Mohas M. ჟურნალი “The British journal of Nutrition” 2001 წ.
ჩატარდა კვლევა რეზვერატროლის ინსულინისადმი მგრძნობელობაზე 19 პაციენტში. პაციენტების ნაწილი იღებდა რეზვერატროლს 5 მგ/დღ, მეორე ნაწილი - პლაცებოს. მკურნალობიდან 4 კვირის შემდეგ პირველ ჯგუფში მკვეთრად დაიკლო რეზისტენტობამ ინსულინის მიმართ, მეორე ჯგუფთან შედარებით, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ოქსიდაციური სტრესის შემცირებას და ინსულინის სიგნალების გადაცემის გზის გააქტიურებას.
Fujitaka K, Otani H, Jo F. ჟურნალი “Nutrition Research” 2011 წ.
მეტაბოლური სინდრომი არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დისფუნქციის ფაქტორების ერთობლიობა, რომელსაც დიდ პროცენტში საფუძვლად უდევს სისხლძარღვების შიდა შრის ენდოთელიუმის დისფუნქცია.
34 პაციენტი მეტაბოლური სინდრომით იღებდა არტერიული ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიის, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს ჩვენების მიხედვით და რეზვერატროლს. 3 თვის შემდეგ აღინიშნა ენდოთე ლიუმის ფუნქციის მაჩვენებლების გაუმჯობესება.
Fabbrocini G, StaibanoS, De Rosa G, ჟურნალი “American Journal of Clinical Dermatology” 2011წ.
მოხსენება ეხებოდა რეზვერატროლის შემცველი გელის გავლენას აკნეზე.
20 პაციენტთან 60 დღის მანძილზე იყენებდნენ რეზვერატროლის გელს სახის მარჯვენა მხარეს წასასმელად, ხოლო ჰიდროგელს - მარცხენა მხარეს კონტროლის სახით. შედეგების შეფასებისთვის აღებულ იქნა ციფრული ფოტოგრაფირების ბაზა. კლინიკური შეფასებით, აკნეს გავრცელება რეზვერატროლის მხარეს შემცირდა 53, 75%-ით, ხოლო ჰიდროგელის მხარეს - 6,10%-ით. ჰისტოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა microcomedones გავრცელების არის შემცირება 66,7%-ით რეზვერატროლის მხარეს. არცერთი გვერდითი მოვლენა მკურნალობის პროცესში არ დაფიქსირებულა.
Pregliasco F, Cogo R. ჟურნალი “Trends in Medicine” 2010 წ.
ანტიოქსიდანტები და იმუნომოდულატორები აუმჯობესებენ სეროლოგიურ რეაქციებს ხანდაზმულებში სეზონური ანტიგრიპოზული ვაქცინაციის დროს და ამცირებენ სასუნთქი გზების დაავადებების ეპიზოდებს.
71 ხანდაზმული პაციენტი (65 წლის ზევით), რომლებმაც ჩაიტარეს ვაქცინაცია 2009-2010 წწ-ში, დაყოფილ იქნა 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი იღებდა რეზვერატროლის დანამატს, მეორე ჯგუფი-პლაცებოს 21-დღიანი 4 ციკლის მანძილზე. აქტიური იმუნიზაცია, ანტისხეულების ტიტრის ზრდა 45,4%-ით დაფიქსირდა რეზვერატროლის ჯგუფში და 27,3%-ით საკონტროლო, პლაცებო ჯგუფში. ასევე დაფიქსირდა ოქსიდაციური სტრესისა და რესპირატორული ეპიზოდების შემცირება რეზვერატროლის ჯგუფში.
ასეთი კვლევები ძალიან ბევრია. სასიხარულოა, რომ ფიტოთერაპიისადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში პროგრესული სისწრაფით იზრდება. 20 წელია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან მოკრძალებული წვლილითაა წარმოდგენილი ქართული ფიტოფარმაცევტული კომპანია მანა,რომლის არსენალშიც სხვა, საინტერესო პრეპარატებთან ერთად, არის საფერავის კანის ექსტრაქტი, ფენოვინი, რეზვერატროლის 8%-იანი შემცველობით. მისი 2 ტაბლეტი საპროფილაქტიკო დოზაა, ხოლო სხვადასხვა დაავადებების დროს ერთდროულად ინიშნება ძირითად მკურნალობასთან ერთად. სასურველია ექიმის კონსულტაცია.
შეგიძლიათ შეიძინოთ ფარმადეპოს ქსელში.

30/04/2023
30/04/2023

შემეცნებითი ფილმი "მანა"

Introduction movie "Mana"

26/10/2022

ეს არის იშვიათი ხატი..
ხატზე გამოსახულია: ღვთისმშობლის დედა - წმინდა ანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყრმა იესო.
შგეწიოთ ამ ხატის მადლი და ძალა!

14/04/2022

დაგვიბრუნდა ფენოვინი ფარმადეპოში

Address

გურამიშვილის 78
Tbilisi
0141

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995593333261

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mana.Ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram