Militrix / უკრაინის ირგვლი

Militrix / უკრაინის ირგვლი ჩვენ ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს უკრაინელი მამაცი ხალხის გვერდით, გამარჯვება გარდაუვალია.

უკრაინა ეროვნული წარმოების კამიკაძე დრონოს VIDSICH - ის მასობრივ წაროებას იწყებს აღნიშნული საფრენი აპარატის მოქმედების რ...
25/10/2023

უკრაინა ეროვნული წარმოების კამიკაძე დრონოს VIDSICH - ის მასობრივ წაროებას იწყებს აღნიშნული საფრენი აპარატის მოქმედების რადიუსი 40კმ-ს აღემატება, ხოლო საბრძოლო მუხტის მასა 2-3 კგ-ს შეადგენს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის წევრ სახელმწითოა საგარეო...
25/10/2023

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის წევრ სახელმწითოა საგარეო-საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 28-29 ნოემბერს მოხდება.

🔴 შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინას გადასცემენ JAS-39 Gripen-ის ტიპის მრავალფუნქციურ ავიაგამანადგურებელს ( საუბარია 10-12 ერთეულზე) მას შემდეგ, რაც შვედეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი.

“ როდესაც ჩვენ მივიღეთ  MGM-140 ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები- პირველი პარტიის გამოყენებამ ჩვენს ყოველგვარ მოლოდი...
25/10/2023

“ როდესაც ჩვენ მივიღეთ MGM-140 ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები- პირველი პარტიის გამოყენებამ ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რის შემდეგაც ჩვენს ჯარებზე შვეულმფრენებით თავდასხმები მნიშვნელოვნად შემცირდა“ - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

🔥🔥 შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს, ბერდიანსკსა და ლუგანსკში საოკუპაციო ძალების საარმიო ავიაციის ბაზირების ადგილებზე უკრაინელთა მიერ MGM-140 Atacms-ის ტიპის კასეტური ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შედეგად რუსებმა 24 საფრენი აპარატი დაკარგეს- მათ შორის 15 Ka-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი ( 7 დაიწვა სრულად, 8 დაზიანდა) და 9 MI-8/MI-8AMTSh-ს ტიპის მოიერიშე -სატრანსპორტო შვეულმფრენი ( 2 დაიწვა, 7 კი დაზიანდა) .

ავდეევკის სამხრეთით, დასახლება ვოდიანესთან უკრაინელმა მებრძოლებმა ტაქტიკური კონტრშეტევებით რუსი ოკუპანტები 2 საყრდენი პუ...
25/10/2023

ავდეევკის სამხრეთით, დასახლება ვოდიანესთან უკრაინელმა მებრძოლებმა ტაქტიკური კონტრშეტევებით რუსი ოკუპანტები 2 საყრდენი პუნქტიდან გაყარეს და უკან დახევა აიძულეს.

“ ევროპამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და შეასუსტოს უკრაინისადმი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ  მხარდაჭერის გაზრდის ფონზე“ - გან...
25/10/2023

“ ევროპამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და შეასუსტოს უკრაინისადმი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გაზრდის ფონზე“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

კარგი ამბები გვაქვს ხერსონის ოლქიდან- უკრაინის საზღვაო ქვეითები გადასხდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაი...
25/10/2023

კარგი ამბები გვაქვს ხერსონის ოლქიდან- უკრაინის საზღვაო ქვეითები გადასხდნენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაიკავეს დასახლება პოდსტენოე- გადაკეტეს საავტომობილო გზა, რომელიც აკავშირებს ხერხონში სოფელ პოიმა, კოზაჩი ლაგერსა და კრინკის.

🫡🔴 გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელები მოტორიანი ნავებით ინტენსიურად გადადიან ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, ცდილობენ პოიმასთან არსებული რუსი ოკუპანტების პოზიციები გაარღვიონ და სიღრმეში დაიწყონ შეჟონვა- წარმატებულად მუშაობენ უკრაინელთა FPV კამიკაძე დრონები, რაზეც რუსი სამხედროები აღიშნავენ, რომ მათი წყალობით დიდია დანაკარგები ჯავშანტექნიკაში, ასევე ეფექტურად მუშაობენ კონტრბატარეულ საარტილერიო დუელებში , რის ფონზეც დიდია დანაკარგი ოკუპანტების ბუქსირებად/თვითმავალ არტილერიასა და ნაღმტყორცნებში.

გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული  11-იდან 11-ივე SHAHED-136/131-ის ტიპის კამიკაძე ...
25/10/2023

გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 11-იდან 11-ივე SHAHED-136/131-ის ტიპის კამიკაძე დრონი ჩამოაგდო.

" ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინმა  დაამყაროს მარიონეტული მთავრობა კიევში და ჰყავდეს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე...
25/10/2023

" ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინმა დაამყაროს მარიონეტული მთავრობა კიევში და ჰყავდეს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე", - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეპ ბორელი.

🔴 ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ომის სწრაფი დასრულება უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს, მაგრამ ეს არ არის განსახილველი ვარიანტიც კი.

🔺 „თუ მე შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ეს უკრაინელების კაპიტულაციით დასრულდება. ასე გვინდა ომის დასრულება? ვფიქრობ, არა“, - აღნიშნა ბორელმა.

„მიღებული დანაკარგების შემდეგ რუსეთის ჯარებმა თითქმის გაანახევრეს ავდეევკაზე ცოცხალი ძალითა და ჯავშანტექნიკით თავდასხმის...
25/10/2023

„მიღებული დანაკარგების შემდეგ რუსეთის ჯარებმა თითქმის გაანახევრეს ავდეევკაზე ცოცხალი ძალითა და ჯავშანტექნიკით თავდასხმის ინტენსივობა“ - განაცხადა სამხრეთის მიმართულების დაჯგუფების პრესსპიკერმა, ალექსანდრ შტუპუნმა.

🔴 მისი თქმით, მიუხედავად ჯავშანსატანკო იერიშების მნიშვნელოვნად შემცირებისა, საჰაერო დაბომბვები მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს- მხოლოდ ორ ღამეში ავდეევკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო თვითმფრინავებმა 40 ერთეული პლანირებადი ავიაბომბი ჩამოყარეს ავდეევკაში.

🇩🇪🤝🇺🇦 გერმანია ზამთარში  გეგმავს  უკრაინას გადასცეს საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა ტიპის იარაღი- საერთო ჯამში საუბა...
25/10/2023

🇩🇪🤝🇺🇦 გერმანია ზამთარში გეგმავს უკრაინას გადასცეს საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა ტიპის იარაღი- საერთო ჯამში საუბარია € 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე- ოლაფ შოლცი.

🔴 სამხედრო დახმარება ორ ნაწილად იქნება დაყოფილი-- 👇

€ 1 მილიარდის ფარგლებში უკრაინა მიიღებს---

1) MIM-104 Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის მორიგ 1 ბატარეას ( საუბარია 8 გამშვებ დანადგარსა და + 60 რაკეტაზე- PAC-2GEM + / PAC-3MSE/PAC3.

2) IRIS-T-ს ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედ (SLM) მორიგ ბატარეას ( 3-4 გამშვები დანადგარით).

3) IRIS-T-ს ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ 1 ბატარეას ( SLS-ის რაკეტებით)

25/10/2023

ჩვენი თაობა ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს იმ უკანონო, დანაშაულებრივ ქმედებებს რომელსაც, სამყაროს წინაშე, ტერორისტული დაჯგუფება რუსეთი სჩადის. ერთად გავაკეთილშობილოთ დედამიწის დარჩენილი 11.5%.

Address

Heart Of Georgian People
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Militrix / უკრაინის ირგვლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category