21/03/2024
მოგესალმებით მეგობრებო.
ბევრი ფიქრის შემდეგ, თავს ვალდებულად ვთვლი ეს წერილი დამეწერა,
ყველა ჩემი პაციენტისთვის მადლობა გადამეხადა ნდობისთვის, რაც ბოლო პერიოდში თქვენგან ვიგრძენი.
ვინც არ იცის, დაახლოებით ერთი კვირაა მასიურად და მიზანმიმართულად, სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, მიმდინარეობს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის, როგორც დარგის, შეურაწყოფა, დაკნინება და დეზინფორმაციის გავრცელება.
თავს ვალდებულად ვთვლი ამიერიდან მეტი ვისაუბრო საჯაროდ, სტატისტიკებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს სიმართლე და გაიზარდოს ცნობადობა დარგის მიმართ.
ამ ეტაპზე ინფორმაციის გავრცელება მიმდინარეობს დილეტანტი, არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან, რაც დეზინფორმაციასთან ერთად იწვევს ადამიანების შეშინებას და პანიკურ მდგომარეობაში ჩაგდებას.
სამწუხაროა, დარგი, რომელსაც განვითარებულმა სამყარომ სიცოცხლის გადამრჩენელი უწოდა საქართველოში შესაძლოა მსგავს დამოკიდებულებებს შეეწიროს. ამაზე მოგვიანებით ბევრს ვისაუბრებ და ყველასთვის გასაგებ ენაზე აუცილებლად ავხსნი, როგორც წერილობით, ასევე ვიდეოების მეშვეობით.
ახლა ამაზე აღარ გავაგრძელებ და მადლობით შემოვიფარგლები....
მადლობა ჩემს პაციენტებს!!!!!!!!!
მიხარია, რომ მიუხედავად შექმნილი ნეგატიური ფონისა, არც ერთი შეშინებული ზარი და შეტყობინება არ მიმიღია ჩემი პაციენტებისგან ამ ხნის განმავლობაში.
არ დაიჯერეს ეს შოვინისტური დეზინფორმაცია და აგრძელებენ ჰარმონიულ ცხოვრებას საკუთარ თავთან.
ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მენდობიან, ენდობიან ჩემი და ჩემი გუნდის ცოდნასა და გამოცდილებას.
მათ მიიღეს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, დეტალურად იციან რა სახის ქირურგიული მკურნალობა შეუსრულდათ და როგორ უნდა იმართოს პოსტოპერაციული პერიოდი. მიიღეს შესანიშნავი შედეგები და კმაყოფილები არიან ამით.
მეამაყება, რომ აქ ჩვენთან, საქართველოში ვქმნით უმაღლესი სტანდარტების მედიცინას.
მადლობა ასევე, იმ პაციენტებს ვინც ახლა ემზადება ქირურგიული მკურნალობისთვის, უკვე დაგეგმილი აქვთ ოპერაციის თარიღები და ელოდებიან მას. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, არც ერთ პაციენტს არ გადაუფიქრებია ჩვენთან მკურნალობა.
ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და მთელი გუნდის სახელით მადლობას გიხდით ნდობისთვის. ❤️
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს რომ მეტი გესაუბროთ, მეტად საჯარო გავხადო ყველანაირი პროცესი და დავანგრიო საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები დარგთან დაკავშირებით.