სოლომონ ზეიკიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგი, საქართველოს და ევროპის კარდიოლოგითა ასოციაციების წევრი
მეორე კურსის სტუდენტი სოლომონ ზეიკიძე მუშაობას იწყებს საქართველოს რკინიგზის საავადმყოფოში ჯერ სანიტრად, შემდეგ - ექთნად, შემდეგ - რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილებაში ექიმ-ინტერნად.
სხვადასხვა დროს სოლომონ ზეიკიძე არის: შპს „ალსსი“, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; თბილისის საერო-სამედიცინო ინსტიტუტის ლექტორი; მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების კარდიო-რეანიმატოლოგი; სასწრაფო სამედიცინო დახმარება „კარდიოსერვისის“ უფროსი ექიმი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფოს კარდიო-ინტენსიური განყოფილების ექიმი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის კარდიოლოგი.
ამჟამად არის „თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის“ კარდიოლოგი.
სოლომონ ზეიკიძე კითხულობს ლექციებს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის“ უნივერსიტეტში.
მონაწილეობა აქვს მიღებულ არაერთ საერთაშორისო სემინარასა და კონფერენციაში; არის ოცამდე სამეცნიერო სტატიის, ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „მარცხენა პარკუჭის ზომიერი დილატაციის პროგნოზული მნიშვნელობა კორონარული დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობისას“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პავლე მაჭავარიანი).
სოლომონ ზეიკიძესთან კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის მიმღები განყოფილების ტელეფონით:
032 2 157 159
მის.: დიღმის მასივი, ლუბლიანას 64, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა