მეტყველების თერაპევტი • 𝑺𝒑𝒆𝒆𝒄𝒉 𝑻𝒉𝒆𝒓𝒂𝒑𝒊𝒔𝒕

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეტყველების თერაპევტი • 𝑺𝒑𝒆𝒆𝒄𝒉 𝑻𝒉𝒆𝒓𝒂𝒑𝒊𝒔𝒕

მეტყველების თერაპევტი • 𝑺𝒑𝒆𝒆𝒄𝒉 𝑻𝒉𝒆𝒓𝒂𝒑𝒊𝒔𝒕

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა !  დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2023-ის სლოგანია: „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“...
21/03/2023

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა !

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2023-ის სლოგანია: „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

მათ აქვთ იგივე შესაძლებლობები რაც სხვებს, მათ აქვთ უფლება იყვნენ თავისუფლები, გააკეთონ საკუთარი არჩევანი, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემა.

✊️❤️

,,ამბავი ტყეში”მიმართულება : თავდაჯერების ნაკლებობის მქონე ბავშვებიასაკი 3-6 წელი 🫶
08/02/2023

,,ამბავი ტყეში”

მიმართულება : თავდაჯერების ნაკლებობის მქონე ბავშვები

ასაკი 3-6 წელი

🫶

#ფსიქოთერაპიულიზღაპარი

მიმართულება : თავდაჯერების ნაკლებობის მქონე ბავშვები
ასაკი: 3-6 წელი

ამბავი ტყეში

ერთ ტყეში ცხოვრობდა პატარა ბაჭია. ყველაზე მეტად სურდა ყოფილიყო ძლიერი, მამაცი და გაეკეთებინა რაღაც სასარგებლო გარშემომყოფი ცხოველებისთვის...მაგრამ ფაქტია, არაფერი გამოსდიოდა. მას ყოველთვის ეშინოდა და არ სჯეროდა საკუთარი თავის, ამიტომაც ტყეში მას ყველა მშიშარა ბაჭიას ეძახდა. ამის გამო მას ძალიან რცხვენოდა, გული ტკიოდა და როცა მარტო იყო, ხშირად ტიროდა. ერთადერთი მეგობარი ჰყავდა მას -პატარა თახვი.
ერთხელაც ისინი მდინარეზე სათამაშოდ გაეშურნენ. ყველაზე მეტად უყვარდათ გასწრობანას თამაში, დარბოდნენ ისინი ხისგან გაკეთებულ ხიდზე და ერთობოდნენ. ბაჭიამ პირველმა გადაირბინა ხიდზე, მაგრამ როდესაც თახვი გადმორბოდა ამ ხიდზე, უცებ ერთი ფიცარი ჩატყდა და იგი მდინარეში ჩავარდა. თახვმა ცურვა არ იცოდა და შველას ითხოვდა. ბაჭიამ ცურვა იცოდა , მაგრამ ძალიან შეეშინდა. იგი ნაპირზე დარბოდა და დახმარებას ითხოვდა იმ იმედით, რომ ვინმე გაიგონებდა მის ხმას და საშველად მოვიდოდა... მაგრამ არავინ იყო ახლოს... და ბაჭიამ გაიაზრა,რომ მის გარდა თახვს ვერავინ დაეხმარებოდა. შემოუძახა საკუთარ თავს :“ მე არაფრის მეშინია,მე ცურვა შემიძლია და გადავარჩენ მეგობარს !“არც უფიქრია საშიშროებაზე, ჩახტა წყალში , მიცურდა თახვთან და გამოიყვანა ნაპირზე. თახვი გადარჩენილი იყო!
როდესაც ისინი სახლში დაბრუნდნენ და თავს გადამხდარი ამბავი მოჰყვნენ, თავიდან არავინ დაიჯერა რომ ბაჭიამ თახვი გადაარჩინა. თუმცა ცხოველებმა შემდეგ დაიჯერეს და დაიწყეს ბაჭიის ქება, თუ რა ძლიერი და მამაცი ყოფილა... ბოლოს კი მის საპატივცემულოდ წვეულება მოაწყვეს. ბაჭიისთვის ეს დღე იყო ყველაზე ბედნიერი. ყველა ამაყობდა მისით და რაც მთავარია,იგი ამაყობდა საკუთარი თავით,რომ ენდო საკუთარ ძალებს, დაუჯერა თავის თავს და შეძლო კეთილი და სასარგებლო საქციელის ჩადენა.
მთელი ცხოვრება ახსოვდა ერთი სასარგებლო და საჭირო ფრაზა :“ გჯეროდეს საკუთარი თავის და ნებისმიერ სიტუაციაში და ყველაფერში,მხოლოდ საკუთარ ძალებს ენდე ". ამის შემდეგ აღარავინ ეძახდა მას მშიშარას...

👉 მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა მეტყველების სისტემური დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვის მეტყველების ყველა მხარე დარღ...
04/01/2023

👉 მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა მეტყველების სისტემური დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვის მეტყველების ყველა მხარე დარღვეულია. შეზღუდულია მეტყველების ფუნქცია, ბავშვს მწირი ლექსიკური მარაგი აქვს, დარღვეულია ბგერათწარმოთქმა. მეტყველების ნაცვლად იყენებენ მიმიკას, ჟესტებს.

ბავშვისთვის მიწოდებული სწორი ფრაზები,  რეცეპტული და ექპრესიული მეტყველების დროული და სრულფასოვანი ჩამოყალიბების წინაპირო...
27/09/2022

ბავშვისთვის მიწოდებული სწორი ფრაზები, რეცეპტული და ექპრესიული მეტყველების დროული და სრულფასოვანი ჩამოყალიბების წინაპირობაა 🙌ძალიან კარგ საქმეს ეყრება საფუძველი 👏

საქართველოს პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან და....

18/09/2022

ენისა და მეტყველების როლი უმნიშვნელოვანესია სოციალური, კოგნიტური, ემოციური და ქცევითი სფეროების განვითარებისთვის. შესაბამისად, შეფერხება უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა
ასპექტზე, რის შედეგად წარმოიშობა შემდეგი სირთულეები

‼️ აკადემიური სირთულეები

‼️ თანატოლებთან ურთიერთობა

‼️ ემოციური სირთულეები

‼️ ქცევითი პრობლემები

16/09/2022

მეტყველების სირთულესთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მითია გავრცელებული რეალობა კი სულ სხვა 👇

🎭 მითი 1️⃣ - “ბიჭები გოგონებთან შედარებით გვიან იწყებენ მეტყველებას’’
📎რეალობა: კვლევები ადასტურებს, რომ სკოლამდელი ასაკის ბიჭების მეტყველება უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე გოგონების, რადგან ბიჭებს მარჯვენა ჰემისფერო (სივრცისა და მხედველობის ფუნქცია) უფრო სწრაფად უვითარდებათ, გოგონებს კი მარცხენა ჰემისფერო (მეტყველების ფუნქცია). გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომლის თანახმადაც ბიჭებში უფრო ხშირია ენისა და მეტყველების დარღვევები, ვიდრე გოგონებში.

🎭 მითი 2️⃣ - “ჯიუტია’’
📎რეალობა: ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ბავშვი მეტყველებას სიჯიუტის გამო არ იწყებს, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. რამდენ ბავშვს ურჩევნია იყვიროს, იტიროს და ჟესტები გამოიყენოს ნაცვლად იმისა, რომ მეტყველებით გააგებინოს სხვებს, რა სურს?! ცხადია არც ერთს!

გარდა ამისა, მშობელს ხშირად აძლევენ ისეთ რჩევებს რაც არ შეესაბამება რეალობას
👉 „თავისით გადალახავს პრობლემას’’
💁‍♀️ ზოგიერთი ბავშვი მართლაც ახერხებს ამას, თუმცა ყველა - ვერა. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მომავლის ზუსტ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, მათ შორის, ვერც სპეციალისტი.
👉 „არ ლაპარაკობს, როგორ შეფასდება მეტყველება?’’
💁‍♀️ ამ შემთხვევაში, ფასდება რეცეპტული ენა და არავერბალური (არამეტყველებითი) კომუნიკაციური უნარები.
👉 „სკოლის დაწყებამდე მოცდა სჯობს’’
💁‍♀️ კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო მალე ჩაერთვება სპეციალისტი და დაიწყება რეაბილიტაციაზე მუშაობა, შედეგები მით უფრო უკეთესია.

❓ გეცნოთ რომელიმე მითი?
❓ თქვენ რა რჩევა მიგიღიათ?
#მეტყველება #მეტყველების #დარღვევა

15/09/2022

მეტყველების, ენის და კომუნიკაციის სირთულის დაძლევის მნიშვნელოვანი კომპონენტი ადრეული ჩარევაა.
📍 პირველი სამი წელიწადი, ბავშვის განვითარებისთვის, კრიტიკულ პერიოდად მოიაზრება. ადამიანის თავის ტვინი ახალი ინფორმაციის ათვისებასთან ერთად იცვლება, პირველ წლებში კი ეს პროცესი ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს.
📍 თუ ბავშვი არ სწავლობს კომუნიკაციას, მაშინ როცა მისი თავის ტვინი ყველაზე მეტად არის მზად ამისთვის, ბუნებრივია, რომ უნარის ათვისება გვიან წლებში უფრო გაჭიანურდება.
მშობლები ხშირად ფიქრობენ რომ პრობლემა დროებითია და მალე გამოსწორდება, რომ ბავშვი ცოტათი აგვიანებს მეტყველებას, ასეთი შემთხვევები კი არც თუ იშვიათია. საზოგადოებაში ბევრი მითია გავრცელებული, რაც რეალურად აფერხებს ადრეული დიაგნოსტირების პროცესს და შედეგად, უარყოფითად ისახება ბავშვის განვითარების პროგნოზზე.
💁‍♀️ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება ბავშვთან მუშაობა, შედეგიც უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება.

🧦 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ენა და მეტყველება უამრავ გამოწვევას წარმოშობს.  როგორ დავეხმაროთ მეტყველების განვ...
13/09/2022

🧦 დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ენა და მეტყველება უამრავ გამოწვევას წარმოშობს. როგორ დავეხმაროთ მეტყველების განვითარებაში? მეტყველების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფონემატური სმენის განვითარება. ბგერების განსხვავებამდე ბავშვს უნდა შეეძლოს არასამეტყველო ხმების სამეტყველოსგან გარჩევა. სანამ ბავშვი ბგერების და ბგერათა ჯგუფის გამოთქმას დაიწყებს მას ეს ბგერები კარგად უნდა ჰქონდეს აღქმული.
👉 მოუსმინეთ თუ რომელ ბგერებს წარმოთქვამს ბავშვი და განამტკიცეთ ისინი.
▪︎ განამტკიცეთ ორი ბგერის კავშირი (ხმოვანი და თანხმოვანი, მაგ: ,,ბა")
▪︎ გამოიყენეთ ვიზუალური დახმარება ბგერების და სიტყვების დასწავლის დროს. დაუნის სინდრომის შემთხვევაში მხედველობითი აღქმა მათი ძლიერი მხარეა 🤗
🎡 ბგერების გასარჩევი თამაში
ყველა თანხმოვანი ბგერის შესაბამისად უნდა გქონდეთ ამ ბგერით დაწყებული არსებითი სახელის სურათიანი ბარათი.
□ აჩვენებთ ბარათს, ამბობთ სიტყვის პირველ ბგერას
□ აუცილებლად ეთამაშეთ ბავშვს იმ ბგერებით რომლებსაც ის ამბობს.

10/09/2022

მეგობრებო, გვერდზე თქვენი აქტიურობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 🤗 მადლობა გვერდისა და პოსტების მოწონებისთვის. 🫶 ვეცდები, საინტერესო პოსტები შემოგთავაზოთ, ბავშვის, როგორც ფიზიკური, ასევე კოგნიტური და ფსიქოსოციალური სფეროს განვითარების თავისებურებებზე. 🤩

10/09/2022

იანუშ კორჩაკის ბავშვთა აღზრდის 10 პრინციპი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

✨ 1 ✨ ნუ მოელი, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. დაეხმარე მას გახდეს ის, ვინც მას უნდა და არა ის, ვინც შენ გინდა, რომ გახდეს.
✨ 2 ✨ ნუ მოითხოვ ბავშვისგან იმის საფასურს, რაც მას გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ უნდა გადაგიხადოს სამაგიერო? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, ის სხვა სხვას და სწორედ ეს არის მადლიერების შეუქცევადი პროცესი.
✨ 3 ✨ არასდროს ამოანთხიო საკუთარი ბრაზი ბავშვზე. რომ დაბერდები, იმას მოიმკი, რასაც დათეს.
✨ 4 ✨ არასდროს შეხედო ბავშვის პრობლემებს არასერიოზულად. ბავშვის პრობლემა შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს, მაგრამ ეს მისთვის სერიოზული გამოწვევაა. შეეცადე, ეს გაითავისო.
✨ 5 ✨ არასდროს დაამცირო ბავშვი!
✨ 6 ✨ არასდროს დაგავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრების მთავარი შეხვედრა ბავშვებთან შეხვედრაა. ბავშვებს ყოველთვის დიდი ყურადღება დაუთმე, ჩვენ არასდროს ვიცით, ვის ვხვდებით ბავშვის სახით.
✨ 7 ✨ ნუ იტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ საკუთარ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, უბრალოდ გახსოვდეს, რომ ბავშვისთვის არასაკმარისი გაქვს გაკეთებული, თუ მისთვის ყველაფერი შესაძლებელი არ გაქვს გაკეთებული.
✨ 8 ✨ ბავშვი ტირანი არ არის, რომელმაც შენი ცხოვრება მიითვისა, ის მხოლოდ სისხლი და ხორცი არ არის, ის ძვირფასი ნივთია, რომელიც ცხოვრებამ მოგცა მოსავლელად და განსავითარებლად, ეს არის არა დედის და მამის შვილი, არამედ ძვირფასი სული, რომელიც მოსავლელად გადმოგეცა.
✨ 9 ✨ გქონდეს უნარი, გიყვარდეს სხვისი შვილი. არასდროს მოექცე სხვა ბავშვს ისე, როგორც საკუთარს არ მოექცეოდი.
✨ 10 ✨ გიყვარდეს შენი შვილი უპირობოდ ისეთი, როგორიც არის: ნიჭიერი, უნიჭო, ლამაზი, შეუხედავი, წარმატებული, წარუმატებელი, დიდი თუ პატარა. დატკბი და იხარე მასთან ურთიერთობით იმიტომ, რომ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერ შენთან არის.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 22:00
Sunday 08:00 - 22:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეტყველების თერაპევტი • 𝑺𝒑𝒆𝒆𝒄𝒉 𝑻𝒉𝒆𝒓𝒂𝒑𝒊𝒔𝒕 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მეტყველების თერაპევტი • 𝑺𝒑𝒆𝒆𝒄𝒉 𝑻𝒉𝒆𝒓𝒂𝒑𝒊𝒔𝒕:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram