25/09/2020
For English scroll down
📣 გვსურს გამოვეხმაუროთ გადაცემას კეტო დიეტაზე/კვებაზე, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს კეტო დიეტის/კვების დროს ორგანიზმში ხდება ჭარბი რაოდენობით აცეტონის გამოყოფა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
⛔️ ეს ასე არ არის!
👇 აი რატომ:
🟡 აცეტონი არის ორგანული ნაერთი (C3H6), რომელიც გამოიყოფა “კეტოზის” დროს, მაშინ, როდესაც ღვიძლი შლის ცხიმებს კეტო სხეულებად და მას ამ შემთხვევაში აქვს ბევრი დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, აცეტონის წარმოება ასევე ხდება სინთეთიკურად, რაც შემდგომ გამოიყენება სხვადასხვა ქიმიურ ნაწარმში (შუშის საწმენდი, ფრხილების ლაქის მოსაშორებელი სითხე და ა.შ), რაც არანაირ კავშირში არ არის კეტო დიეტასთან/კვებასთან.
🟢 აცეტონი არის კეტო სხეულების მხოლოდ ერთ-ერთი სახეობა (ყველაზე მცირე ზომის კეტო სხეულები), არსებული კეტო სხეულების სამი სახეობიდან, შესაბამისად კეტო სხეულების ჯამური რაოდენობა ორგანიზმში არ უტოლდება ორგანიზმში გამოყოფილი აცეტონის რაოდენობას.
🟣 კეტო დიეტის/კვების მიმდევრებს აცეტონის გემო ან სუნი აღენიშნებათ მხოლოდ საწყის, ადაპტაციის პერიოდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი ჯერ არ არის ბოლომდე “გადასული კეტოზში” - ღვიძლის მიერ გამოყოფილი კეტო სხეულების მხოლოდ გარკვეული ნაწილი მონაწილეობს ცხიმის წვის პროცესში, ხოლო დანარჩენი გამოდის ორგანიზმიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროცესი დროებითია და როგორც კი ორგანიზმი გაივლის ადაპტაციის ფაზას, მოხდება ღვიძლის მიერ გამოყოფილი კეტო სხეულების სრულად გამოყენება ცხიმის წვის პროცესში. შესაბამისად, არ მოხდება ორგანიზმში აცეტონის დაგროვება. იმისთვის, რომ ადაპტაციის პროცესი დაჩქარდეს და მოხდეს კეტო სხეულების სრული უტილიზაცია, რეკომენდებულია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება 15-20 გრამამდე დღეში და დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეულის ჩართვა რაციონში. ზემოაღნიშნული პროცესის პარალელურად შუალედური შიმშილობის დაცვა ხელს უწყობს კეტო ადაპტაციის დაჩქარებას და აცეტონის სუნის/გემოს სწრაფად გაქრობას.
🔴 “კეტოზის” დროს როდესაც ღვიძლი ცხიმს კეტო სხეულებად შლის, აცეტონის გამოყოფა ორგანიზმში ხდება ნორმის ფარგლებში (1-8მგ), რაც არ ვნებს ორგანიზმს.
#კეტოკვება #კეტოდიეტა #კეტოზი
Rustavi 2
📣 We would like to address TV reportage on KETO diet/nutrition, where it was reported that a human body while following a KETO diet/nutrition releases excessive amounts of acetone, thus endangering human health.
⛔️ This is far from truth!
👇 Because:
🟡 Acetone is an organic compound (C3H6) which is released into the body during “ketosis” – the process when liver breaks fat into the ketone bodies. In this case, acetone has positive effects on overall health. However, acetone is also produced synthetically in labs and the substance is being widely used in household chemical products (nail polish remover, glass cleaner, etc.), which has nothing to do with KETO diet/nutrition.
🟢 Acetone is just one of the tree types of ketones (the smallest ketones), therefore the total amount of ketones in the body do not equal to amount of acetone released.
🟣 The followers of the KETO diet/nutrition may experience acetone taste or smell only during the initial/adaptation phase which indicates that the body still not in ketosis - its not fully burning the ketones released by the liver through breaking down fat. Ketones which are not burned as a fuel are coming of the body. It should be also mentioned that this process is temporary and as soon as the body enters in full ketosis, 100% of the ketones will be burned as a fuel, therefore body will not accumulate excess amount of acetone. In order to speed up the adaptation/transitional phase and enable the body to utilize all ketones released by liver, it is recommended to reduce amount of net carbs down to 15-20 grams per day and increase amount of green non-starchy vegetables in the meal plan. In addition, keto adaptation can be speeded up with Intermittent Fasting (IF). This also means that smell will disappear faster.
🔴 During ketosis when the liver breaks down fat into ketone bodies, acetone is being released in small amounts (1-8 mg) which is not harmful for health.
Rustavi 2