საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია

საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია Georgian Group Psychotherapy Association is a voluntary, non-governmental, social-professional organization.

25/12/2023

Over time, our biological responses to can impair our physical and mental health.

Fortunately, there are evidence-based tools to help us cope in healthy ways: https://at.apa.org/bse

❗❗❗ფსიქოთერაპიული ჯგუფი  ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ანახლებს წევრების მიღებას ❗❗❗❗ჯგუფის მიზანია: ✅ პიროვნული ზრდა არსე...
03/09/2023

❗❗❗ფსიქოთერაპიული ჯგუფი ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ანახლებს წევრების მიღებას ❗❗❗❗

ჯგუფის მიზანია:
✅ პიროვნული ზრდა არსებული რეალობის უკეთესად გამკლავებისთვის
✅ საკუთარი თავის დაკვირვება, უკეთ გაგება და მიღება
✅ სხვებთან ურთიერთობაში საკუთარი თავის გაანალიზება

ჯგუფი განკუთვნილია თქვენთვის, თუ:

☘ თავს გრძნობთ მარტო, იზოლირებულად
☘ გაქვთ სირთულეები პირად ურთიერთობებში (სახლი, თანატოლები, სამსახური)
☘ ებრძვით შფოთვას, სევდიან გუნებაგანწყობას, დაბნეულობას, აპათიას, გაურკვევლობის განცდას, უიმედობას
☘ გინდათ საკუთარი ემოციების (ბრაზის, სევდის) მართვა
☘ ხართ ჩიხში, არ იცით საით მიდიხართ და გჭირდებათ თვითგამორკვევა
☘ გრძნობთ, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, იმყოფებით ისეთ ემოციურ მდგომარეობაში, რომ გიჭირთ საკუთარ თავთან, საქმესთან, სხვებთან ძველებურად ეფექტურად გამკლავება
☘ გსურთ შეცვალოთ ცხოვრება და პიროვნულად განვითარდეთ (ემოციურად გაიზარდოთ)
☘ გსურთ მიიღოთ მხარდაჭერა

----------------------------------------------------------------------

ჯგუფის შესახებ:
შფოთვა, დეპრესია, ემოციების რეგულირების სირთულე, მარტოობის განცდა, მოტივაცის დაკარგვა და ჩიხში ყოფნა, ყველაფერი ეს არის სირთულეები რომელთა საფუძველიც არის რთული, მტკივნეული ან/და არადამაკმაყოფილებელი პირადი ურთიერთობები (ოჯახში, მეგობრებთან, თანატოლებთან, სამსახურში და ა.შ.). ჯგუფური თერაპია ის სივრცეა სადაც ისევ და ისევ ურთიერთობების გავლით გავაანალიზებთ ჩვენი და ჩვენთან ურთიერთობაში მყოფი სხვა ადამიანების ღრმა შინაგან ბარიერებს, რომლებიც ხელს გვიშლის სხვებთან და ერთმანეთთან კონტაქტის დამყარებაში. ჩვენ ვიპოვით იმ ქცევებსა და აზრებს, რომლებიც იმდენად დისფუნქციურია, რომ შევყავართ ჩიხში, მარტოობაში, შფოთვასა და დეპრესიულ განწყობაში.

ჯგუფში შეძლებთ:

⚪ ნახოთ მხარდაჭერა, იპოვოთ თქვენნაირი ადამიანები
⚪ ნახოთ განსხვავებული გამოცდილებები და ისწავლოთ მათზე
⚪ ჯგუფი გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ როგორ აღგიქვავენ სხვები (თქვენ იმაზე მეტს გაიგებთ საკუთარ თავზე ვიდრე ეს აქამდე იცოდით)
⚪ ჯგუფში გაძლევთ სივრცეს მოსინჯოთ ახალი ნაბიჯები და ახლებურად ისწავლოთ თავის გამოვლენა
⚪ ჯგუფში გაძლევთ სივრცეს ისწავლოთ ემოციების მართვა
⚪ჯგუფში გაძლევთ სივრცეს გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარი და უნარი მკაფიოდ მოახდინოთ თქვენი აზრების, სურვილებისა და განცდების კომუნიკაცია სხვებთან
⚪ გასწვალით, როგორ უდნა იყოთ სხვებთან ურთიერთბაში და გაიზიაროთ საერთო სივრცე (მაშინაც კი როცა სირთულეა).

ჯგური ეს არის შინაარსებით და ემოციებით დატვირთული გამოცდილება, რომლის ყველა პროცესი შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდისთის.
------------------------------------------------------------------------
🔻 ჯგუფი ფუნქციონირებას იწყებს სექტემბრის ბოლოდან (2023)

🔻 ეს არის ჯგუფი სადაც ვზივართ წრეში და ვსაუბრობთ

🔻 ჯგუფი ტარდება კვირაში ერთჯერ, ხანგრძლივობით 1. 30 სთ

🔻 ჯგუფის გაუძღვება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი და ასპირანტი, აღმოსავლეთ ჯგუფური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კურსდამთავრებული (აშშ)- მირანდა გიორგაშვილი

☎ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: https://www.facebook.com/PsychotherapyGroups
+995 595 23 21 93 miranda.giorgashvili@tsu.ge

☀  ფსიქოთერაპიული ჯგუფი ახალგაზრდებისთვის  (ვრცლად)ახალგაზრდებს, რომელთაც გსურთ:o    დაძლიოთ ემოციური სირთულეები და შფოთ...
01/04/2022

☀ ფსიქოთერაპიული ჯგუფი ახალგაზრდებისთვის (ვრცლად)
ახალგაზრდებს, რომელთაც გსურთ:
o დაძლიოთ ემოციური სირთულეები და შფოთვა,
o გინდათ გაუმკლავდეთ კრიზისულ
მდგომარეობას, იზოლაციას, გაუცხოებას, მარტოობას
o გსურთ გაერკვეთ საკუთარი თავში
o გსურთ იმუშაოთ ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარზე,
o ადამიანებთან ურთიერთბაში ხართ ჩიხში, ვერ იგებთ რა არის ამის მიზეზი და რაშია გამოსავალი,
o ხართ დემოტივირებულები, არ იცით საით მიდიხართ ცხოვრებაში, რა გსურთ, ვერ პოულობთ ძალებს
გთავაზობთ ფსიქოთერაპიულ ჯგუფს
🚩 დახმარების თხოვნა რთული პროცესია და ჩვენგან მოითხოვს გამდებაობას. თუმცა, მიმდინარე სოციალური პირობები (ომი, პანდემია და ა.შ.) ხშირად ისეთ მდგომარეობაში გვამყოფებს, რომ დამოუკიდებლად გვიჭირს გავერკვეთ ჩვენს თავში, ჩვენს ურთიერთობებში, პრობლემებში; გვირთულდება თავად გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს, ცუდად ყოფნას, გაუკრვევლობას, შიშს, შფოთვას, ცხოვრებაში წრეზე ტრიალს, აპათიას, დემოტივირებულობას, ნეგატივიზმს გარშემო თუ ჩვენში, მარტოობას, ნეგატიურ აზრებს და ა.შ; ხშირად ისიც მნიშვნელოვანია გავიგოთ რა არის ჩვენს ხოვრებაში განმეორებადი უსიამოვნო სიტუაციების საფუძველი - რატომ მეორდება ცხოვრებაში ერთი და იგივე არასასიამოვნო ისტორია?. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ფსიქოთერაპიის გავლას, იცოდეთ რომ თერაპიის ჯგუფური მოდალობა არის ფსიქოთერაპიული მკურნალობის ერთ ერთ ეფექტური ფორმა, რომელიც გულისხმობს მსგავსი სირთულეების მქონე ადაიანებთან შეხვედრას, მათთან გაზიარებას და ამ პროცესში, საკუთარ თავზე მუშაობას.
🚩 ჯგუფური თერაპიისას შექმნილი კონფიდენციალური და უსაფრთხო გარემო დაგეხმარებათ გამოხატოთ საკუთარი თავი სხვადასხვა მხრიდან, გაიზარდოთ პიროვნულად, შეძლოთ საკუთარი თავის უკეთ გაგება, ემოციებთან გამკლავება და იმ დისფუნქციური ქცევებისა და აზრების გაცნობიერება, რომელებიც განაპირობებენ თქვენი ცხოვრების დაბალ ხარისხს. ამავე დროს, ჯგუფი დაგეხმარებათ იპოვოთ მხარდამჭერი სივრცე, სადაც მსგავსი გამოცდილების მქონე ინდივიდები გისმენენ და შეუძლიათ თქვენი გაგება.
---------------------------------------------------------------------------
★ ჯგუფი ჩატარდება ცოცხალი შეხვედრების ფორმატში, არალიმიტირებული ხანგრძლივობით, კვირაში ერთჯერ (თითო შეხვედრა 1.30 სთ ხანგრძლივობის; საფასური დადგენილია, თუმცა მოქმედებს პაციენტზე მორგებული წესი).
ჯგუფის წევრების მაქსიმალური რაოდენობა არის 6 წევრი.
შეხვედრის დროზე გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად
აპრილის ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია
☎: +995 595 23 21 93; miranda.giorgashvili@tsu.geo

★ ★ ★   იხსნება ფსიქოთერაპიის ჯგუფი, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოთერაპიის გავლა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლე...
01/04/2022

★ ★ ★ იხსნება ფსიქოთერაპიის ჯგუფი, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ფსიქოთერაპიის გავლა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა
🚩 თუ გაქვთ სირთულეები პირად ურთიერთობებში (სამსახური, სახლი, თანატოლები, ინტიმური ურთიეროთობა და სხვა)
🚩 თუ ამჩნევთ, რომ გაქვთ გარკვეული ნევროტული გამოვლინებები, ნევროზის სხეულებრივი ნიშნები (შფოთვა, უძილობა, დაღლილობა, გაღიზიანებული გუნება განწყობილება, სევდა, თავის ტკივილი და სხვა ფსიქოსომატური ნიშნები)
🚩 თუ გსურთ ისწავლოთ საკუთარი იმპულსების (მაგ: ბრაზი), ემოციების მართვა
🚩 თუ გაქვთ დაბალი თვითშეფასება, ნაკლები თვითრწმენა, გრძნობთ რომ ხართ ჩიხში და გჭირდებათ თვითგამორკვევა
🚩 თუ გსურთ შეცვალოთ ცხოვრება და პიროვნულად განვითარდეთ (ემოციურად გაიზარდოთ)
🚩 თუ გსურთ მხარდაჭერა, მსგავსი სირთულეები მქონე ადამიანებისგან
🚩 თუ გრძნობთ, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, იმყოფებით ისეთ ემოციურ მდგომარეობაში, რომ გიჭირთ საკუთარ თავთან, საქმესთან, სხვებთან ძველებურად ეფექტურად გამკლავება
🚩 თუ ებრძვით შფოთვას, სევდიან გუნებაგანწყობას, დაბნეულობას, აპათიას, გაურკვევლობის განცდას, უიმედობას
იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჯგუფური თერაპი დაგეხმარებათ თვითგამორკვევასა და ფსიქიკური პრობლემების დაძლევაში. ჯგუფური ფსიქოთერაპიის პროცესში ერთად დავსახავთ თქვენი მკურნალობისა და ფსიქოლოგიური გამოჯანრთელების მიზნებს და ერთად ვიპოვით გამოსავალს.
-----------------------------------------------------------------------
► ჯგუფის გაუძღვება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი და ასპირანტი, აღმოსავლეთ ჯგუფური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კურსდამთავრებული მირანდა გიორგაშვილი.
► აპრილის ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო
► ჯგუფური შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთჯერ, 1.30 ხანგრძლივობით
-----------------------------------------------------------------------
🍊 დაწვრილებითი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა რა არის ჯგუფური თერაპია, როგორ მუშაობს იგი და კონკრეტულად რა ტიპის ჯგუფებს გთავაზობთ, შეგიძლიათ ნახოთ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/PsychotherapyGroups
☎: +995 595 23 21 93 miranda.giorgashvili@tsu.ge

Address

Z. Chavchavadze Street
Tbilisi
0164

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის შესახებ

საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია არის მოხალისეობრივი, არასამთავრობო, სოციალურ-პროფესიული ორგანიზაცია. ის აერთიანებს ფსიქოთერაპევტებს, კლინიკურ ფსიქოლოგებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენელ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ მეცნიერებით. ასოციაცია ხელს უწყობს ჯგუფური ფსიქოთერაპიის განვითარებას, სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლებას, ეროვნული ტრადიციების განვითარებს, ჯგუფური ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიდგომების დანერგვასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

Georgian Group Psychotherapy Association is a voluntary, non-governmental, social-professional organization. It unites psychotherapists, clinical psychologists and a person of any other professions who are interested in these sciences. The association attempts to promote development of Group psychotherapy, raise the professional level of specialists, train skilled therapists, develop the national traditions and introduce various approaches of the group psychotherapy and put them into practice.