12/03/2025
MyProtein Essential BCAA 2:1:1
რა არის BCAA და რატომ გჭირდებათ ის✋
ამინომჟავები BCAA (Branched-Chain Amino Acids) არის აუცილებელი და ორგანიზმისთვის შეუცვლელი (❗️ვიღებთ მხოლოდ საკვებიდან ან დანამატის გზით❗️) ნუტრიენტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთების ზრდაში, აღდგენასა და სპორტულ შესრულებაში. ის შედგება სამი ძირითადი ამინომჟავისგან: ⭕️ლეიცინი, ⭕️იზოლეიცინი და ⭕️ვალინი. სხვა ამინომჟავებისგან განსხვავებით, BCAA-ები ღვიძლის ნაცვლად პირდაპირ კუნთებში მეტაბოლიზდება, რაც მათ სწრაფ და ეფექტურ ენერგიის წყაროდ აქცევს აქტიური ადამიანებისთვის.
✅თუ ინტენსიურად ვარჯიშობთ, BCAA-ს მიღება დაგეხმარებათ კუნთის ცილების სინთეზში, ვარჯიშის შემდგომი კუნთთა ტკივილის შემცირებაში და გამძლეობის გაუმჯობესებაში. რადგან ორგანიზმს BCAA-ის წარმოქმნა არ შეუძლია, ისინი უნდა მიიღოთ საკვებიდან ან დამატებებისგან, როგორიცაა MyProtein Essential BCAA 2:1:1
როგორ მუშაობს MyProtein Essential BCAA 2:1:1 ფხვნილი❓
MyProtein Essential BCAA 2:1:1 ფხვნილი ფორმულირებულია ლეიცინის, იზოლეიცინის და ვალინის ოპტიმალური 2:1:1 პროპორციით. აი, როგორ მოქმედებს თითოეული ამინომჟავა ორგანიზმში:
🛑ლეიცინი
• ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა BCAA-ში კუნთების ზრდისთვის, რადგან იგი ააქტიურებს mTOR გზას ანუ ხდება მოლეკულურ დონეზე რიბოსომების მაქსიმალური დატვირთვა, რიბოსომები კი ცილების სინთეზის მთავარ მარეგულირებელია.
✅ლეიცინის ფუნქციები:
1️⃣ხელს უწყობს ცილების სინთეზს
2️⃣ამცირებს კუნთების დაშლას
3️⃣აჩქარებს აღდგენას ვარჯიშის შემდეგ
🛑იზოლეიცინი
• მოქმედების მექანიზმი: იზოლეიცინი აძლიერებს გლუკოზის შეწოვას კუნთებში, რაც ვარჯიშის დროს დამატებით ენერგიას უზრუნველყოფს.
✅ფუნქციები:
1️⃣მონაწილეობს გამძლეობისა და ენერგიის გამომუშავებაში
2️⃣არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
3️⃣ხელს უწყობს კუნთების აღდგენას
🛑ვალინი
• მოქმედების მექანიზმი: ვალინი მოქმედებს როგორც დამატებითი ენერგიის წყარო კუნთებისთვის და ხელს უშლის ტვინში ტრიპტოფანის შეღწევას, ტრიპტოფანი ასევე არის შეუცვლელი ამინომჟავა რომელიც არის სეროტონინის პრეკურსორი, ანუ რაც უფრო მაღალია ვალინის დონე ორგანიზმში მით ნაკლები ტრიპტოფანი შედის ტვინში და შესაბამისად გამომუშავდება ნაკლები სეროტონინი ვარჯიშისას.
✅სარგებელი:
1️⃣აუმჯობესებს მენტალურ ფოკუსს ვარჯიშის დროს
2️⃣ამცირებს კუნთების დაღლას
3️⃣ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და ზრდას
💪თუ ეძებთ მაღალი ხარისხის, დამატებითი ინგრედიენტებისგან თავისუფალ BCAA-ს, MyProtein Essential BCAA 2:1:1 ფხვნილი არის შესანიშნავი არჩევანი. ის უზრუნველყოფს მეცნიერულად დადასტურებულ სარგებელს, მარტივად იხსნება და კარგი გემო აქვს ხელმისაწვდომ ფასად. იქნება ეს კუნთების ზრდა თუ გამძლეობის გაუმჯობესება, ამ დანამატის გამოყენება დაგეხმარებათ სპორტული შედეგების მაქსიმალიზაციაში.
‼️
0.5კგ (500გრ) - 100 სერვინგი - 130 ლარი 1კგ (1000გრ) – 200 სერვინგი - 200 ლარი
‼️
შეგიძლიათ შეიძინოთ Absolute Gym & Fitness-ის ფილიალში, იჩქარეთ რაოდენობა შეზღუდულია.