როდესაც აღარ შეგიძლია სიტუაციის შეცვლა, შენი გამოწვევაა შეცვალო საკუთარი თავი.
ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და ეს ბუნებრივია.
ბედნიერება მოაქვს, ცვლილებას და საზრისს ქმნის ის, თუ როგორ უმკლავდები გამოწვევებს და რა შედეგს იღებ.
💫 თუ გრძნობ წინააღმდეგობას, კონფლიქტს საკუთარ თავთან და ვერ ახერხებ მნიშვნელოვანი მიზნების დასახვას და/ან ნაბიჯების გადადგმას მათ განსახორციელებლად, გაქვს სიცარიელის მტანჯველი განცდა, გაწუხებს გაურკვევლობა, დაბნეულობა, ეჭვი, უძლურებისა და არასრულფასოვნების განცდები
💫 გიჭირს საერთო ენის გამონახვა ახლობელ, შენთვის მნიშვნელოვან, საყვარელ ადამიანებთან (მეუღლე, შვილები, მშობლები, მეგობრები, კოლეგები და ა.შ.), გრძნობ გაურკვევლობას, ბრაზს, უსუსურობასა და იმედგაცრუებას, გაქვს ხშირი კონფლიქტები, ვერ ახერხებ საკუთარი პოზიციის გამოხატვასა და დაცვას
💫 გიძნელდება ემოციების მართვა - ხშირად განიცდი მომატებულ შფოთვას, ფორიაქს, ბრაზს, გაქვს პანიკური შეტევები, აკვიატებული ფიქრები და ქმედებები, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას და გიზღუდავს კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობას
💫 ხშირად გრძნობ მოწყენილობას, სევდას, აღარ გიხარია, სიამოვნებას არ განიჭებს რაც ყოველთვის გიხაროდა და გსიამოვნებდა, უჩივი უმადობას, სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას, გტანჯავს მომატებულ უიმედობის, თვითდანაშაულისა და უღირსობის განცდები, შეიზღუდე სოციალური კონტაქტები
💫 ხშირად განიცდი ემოციების, ფიქრებისა და ენერგიის მოზღვავებას, ეიფორიას, უჩივი მომატებული აქტივობის ფონზე დაღლილობასა და გამოფიტულობის განცდას, გიძნელდება ყურადღების კონცენტრაცია და საქმის ბოლომდე დასრულება
💫 წარსულში მომხდარი, განცდილი ისტორია, გამოცდილება კვლავ და კვლავ გახსენებს თავს უნებლიე მოგონებების, განცდების, ასოციაციების სახით და ვერ თავისუფლდები მათგან
💫 გსურს იქონიო შვილებთან თბილი, ახლო ურთიერთობა, გიჭირს მათთან კომუნიკაცია და მათი ქმედებების გაგება და/ან ზედმეტად ღელავ და შფოთავ მათ უსაფრთხოებაზე, გსურს სწორი მიმართულებით წარმართოთ მათი განვითარება და არ იცით როგორ
💫 გაქვს ძლიერი ლტოლვა, მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერბებზე, საკვებზე, კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე, აზარტულ თამაშებზე და ეს მდგომარეობა ნეგატიურად აისახება სომატურ ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ სოციალურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე, სამომავლო გეგმების განხორცილებაზე
მაშინ, ფსიქოთერაპია შენთვის უსაფრთხო და თავისუფალი სივრცეა ცვლილებისა და ამ გამოწვევების გადასალახად!