ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist 👉🏻 ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი👶🏻👦🧑
🧠მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მკურნალობა და მართვა.

ჩვილებში ცერებრული დამბლის ადრეული ამოცნობა  და პროექტი ,,Borntogetthere"-ს გამოცდილება და  შედეგები.მადლობა ქ. ნანა ტატ...
23/11/2024

ჩვილებში ცერებრული დამბლის ადრეული ამოცნობა და პროექტი ,,Borntogetthere"-ს გამოცდილება და შედეგები.

მადლობა ქ. ნანა ტატიშვილს და მის გუნდს სიახლებისთვის და საინტერესო კონფერენციის ორგანიზებისთვის❤️
#ბავშვთანევროლოგია

 #ბავშვთანევროლოგია #მოზრდილთანევროლოგია
27/05/2024

#ბავშვთანევროლოგია
#მოზრდილთანევროლოგია

💠   #ნეირონი არის სპეციალიზირებული უჯრედი, რომლის ფუნქციაა მიიღოს, გადაამუშავოს და/ან გადასცეს ინფორმაცია სხვა უჯრედებს ...
04/11/2023

💠
#ნეირონი არის სპეციალიზირებული უჯრედი, რომლის ფუნქციაა მიიღოს, გადაამუშავოს და/ან გადასცეს ინფორმაცია სხვა უჯრედებს სხეულის შიგნით. ძუძუმწოვართა ტვინში აღმოჩენილია 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის ნეირონი. 💠არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ქიმიური შემადგენლობისა და ფუნქციის ნეირონები, თუმცა ყველას საერთო ძირითადი სტრუქტურა აქვს. ადამიანის თავის #ტვინში ნეირონთა რაოდენობა 100 მილიარდსა და 1 ტრილიონს შორის მერყეობს.

💠ნეირონები ერთი ბოლოთი იღებენ ინფორმაციას და მეორე ბოლოთი გადასცემენ. უჯრედის დატოტვილ მორჩებს, რომლებიც შემომავალ სიგნალებს იღებენ. 🔷მათ დენდრიტები ეწოდებათ. უჯრედის სხეული ანუ #სომა შეიცავს ბირთვს და ციტოპლაზმას, რომლებიც მის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავენ. სომაში ხდება დენდრიტების სტიმულაციის შედეგად (ან ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ სხვა ნეირონიდან) მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება და გადაცემა ერთი, წაგრძელებული ბოჭკოსთვის, რომელსაც აქსონი ეწოდება. აქსონი, თავის მხრივ, გადასცემს ინფორმაციას მთელ თავის სიგრძეზე. აქსონის მეორე ბოლოში განლაგებულია შემსხვილებული, ბოლქვის მაგვარი სტრუქტურა, ე. წ. ტერმინალური ბალთა, რომლის საშუალებითაც ნეირონს შეუძლია მიმდებარე ჯირკვლების, კუნთებისა და სხვა ნეირონების სტიმულაცია.

💠🧠💠 ნეირონთა სამი მთავარი ჯგუფი არსებობს, ესენია: #სენსორული (მგრძნობიარე) ნეირონები, #მოტორული (მამოძრავებელი) ნეირონები და #ინტერნეირონები.

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist 🧠

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

🧠  #ალცჰაიმერი -საწყის ეტაპზე დაავადების განვითარებამდე რამოდენიმე წლით ადრევლინდება სიტყვების, მოვლენების დავიწყებით, ა...
01/11/2023

🧠 #ალცჰაიმერი -საწყის ეტაპზე დაავადების განვითარებამდე რამოდენიმე წლით ადრე
ვლინდება სიტყვების, მოვლენების დავიწყებით, ახალი ინფორმააციის ათვისების
გაძნელებით, მეხსიერებაში ჩავარდნებით, ლოგიკური აზროვნების,
მიზანმიმართული ქმედებების გაძნელებით, ემოციური ფონის გაუარესესბით-
თანდათან ხდება ინტერესები, ინიციატიურობის დაკარგვით, რასაც მეტად
ამჩნევენ ოჯახის წევრები, აბრალებენ გადაღლას, #დეპრესიას, ასაკის მატებას.
🧠დაავადების დიაგნოსტირება ხშირ შემთხვევაში ხდება მეორე სტადიაზე, როდესაც
ხდება სიტყვათა მარაგის შემცირება, მეტყველების გაუარესება (საუბრისას უშვბს
გრამატიკული შეცდომები), ნატიფი მოძრაობების, ხელნაწერის გაძნელება,
რთული უნარების დაკარგვა, ქვეითდება ზოგადი კოგნიტუი ფუნქციები.
🧠მესამე სტადიის დროს აღინიშნება მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის
მკვეთრი დაქვეითება. საუბრისას იყენებს არასაჭირო სიტყვებს, არამედ სიტყვებს,
რომელიც უცებ გაახსენდება. ვითარდება მეტყველების, წერის, კითხვის
ფუნქციის მკვეთრი გაუარესება.
🧠არაადექვატური ქცევითი და ემოციური რექაციები, პაციენტი ელემენტარულ
დავალებებს ვერ ასრულებს.

🧠გამოხატულია გარემოში, საკუთარ პიროვნებაში
ორიენტაციის მკვთრი გაუარესება, ბოდვითი იდეების გამოვლენა.
⭕ხოლო ტერმინალურ სტადიაზე პაქტიურად აღარ არის უმაღლესი ფსიქიკური
ფუნციები, როგორიცაა აზროვნება, პიროვნება, მეხსიერება, ნებითი ყურადღება,
#ემოციები, მიზანმიმართული მოძრაობები
თავის ტვინში #ნეიროდეგენერაციული ცვლილებების პროგნოზირება ან შეჩერება
რთულია, თუმცა შესაძლებელია მათი განვითარების რისკების შემცირება.

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

🔷განათლება🔷• 2000-2007 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.• 2009-201...
23/10/2023

🔷განათლება🔷
• 2000-2007 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
• 2009-2013 წწ. - ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა- უწყვეტი პოსტდიპლომური განვითარება- რეზიდენტურა
• 2012-2014 წწ. - მონაწილეობას ვიღებდი გაფანტული სკლეროზის მულტიცენტრულ ორმაგ ბრმა პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში
• 2012 წწ. - მე-6 საზაფხულო სკოლა ეპილეპსიაში (ბაკურიანი)
• 2013-2014 წწ. - გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა -ბავშვთა ნევროლოგია
პროფესიული გამოცდილება
• 2009-2014 წწ. - პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინტიტუტი.
• 2014-2019 წწ. - კლინიკა „ვივამედი“
• 2019 წწ. - სტამბოლის იედითეპე საუნივერსიტეტო კლინიკაში ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი-სტაჟირება
• 2017-2019 წწ. - ევექსის „რეგიონული ჰოსპიტალი“
• 2018 წლიდან - კლინიკა „ავერსი“
• 2022 წ. - გერმანია, ქალაქი უნა -Evangelical Hospital, ნევროლოგიური განყოფილება - ექიმი დამკვირვებელი
• 2023 წლიდან - სამედიცინო ცენტრი "მედ-დიაგნოსტიკა" - ექიმი ნევროლოგი
ენები
• აზერბაიჯანული, ქართული, რუსული, ინგლისური, თურქული

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

14/10/2023

🔷 გილოცავთ სვეტიცხოვლობას 🩵

🌀ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

14/10/2023

🌀 #ბავშთა #ნევროლოგია 🧠🚼

🌀ბავშვთა ნევროლოგია-ჩვილობის ასაკიდან ბავშვთა ცენტრალური და პერიფრიული ნერვული სისტემების განვითარება, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების შესწავლა. ჩვენს თანამედროვეობაში მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის განვითარებისა და ფუნქციონირების კონტროლი ჩვილობის ასაკიდან, ვინაიდან დროულად მოხდეს პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა და მკურნალობა.

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist ბავშვის დაბადებიდან მოზრდილ ასაკამდე ვმართავ მისი ნერვული სისტემის განვითარებას.

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

🌀 #ვერტიგო არის ცრუ შეგრძნება, რომ თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები,ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს.🌀ამას ხშირად ა...
12/10/2023

🌀 #ვერტიგო არის ცრუ შეგრძნება, რომ თავად ადამიანი, მის გარშემო საგნები,
ან ორივე ერთად მოძრაობს ან ბრუნავს.

🌀ამას ხშირად ახლავს თან #გულისრევა და წონასწორობის დაკარგვა.

🌀ვერტიგოს შიგნითა ყურის ან წონასწორობის შენარჩუნებაში ჩართული ტვინის უბნების დაზიანება იწვევს;

🌀ტრიალის შეგრძნებასთან ერთად პაციენტს შეიძლება აწუხებდეს წონასწორობის დარღვევა, სმენის ან მხედველობის პრობლემები, თავის ტკივილი;

🌀ექიმები დიაგნოზს ხშირად აღწერილი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ, მაგრამ დამატებითი კვლევებიცაა საჭირო;ზოგჯერ ვერტიგოს თავიდან აცილება მისი გამომწვევი ქმედებების არიდებით ან მედიკამენტის მიღებით შეიძლება;

🌀ვერტიგოსა და გულისრევის შემსუბუქება ზოგიერთ საშუალებას შეუძლია, მაგალითად, სკოპოლამინის კანზე დასაკრავ ფირფიტას.

🌀 #ვერტიგო, თავბრუხვევის ერთ-ერთი სახე, ისეთივე შეგრძნებას იწვევს, როგორსაც საბავშვო თამაში, როცა რამდენიმე ხნით ადგილზე ტრიალის შემდეგ უცებ ჩერდები და საგნები თითქოს გარშემო ბრუნვას აგრძელებს.

🌀 #თავბრუხვევის შემთხვევათა უმრავლესობა ვერტიგო არ არის.

🌀სიმპტომები🌀

🌀ვერტიგოს დროს ადამიანს აქვს საკმაოდ უჩვეულო და არასასიამოვნო შეგრძნება, რომ თავად ის, გარემო ან ორივე ერთად, ტრიალებს.

🌀ზოგჯერ პაციენტებს მხოლოდ ცალ მხარეს გადახრის შეგრძნება აქვთ. შედეგად წონასწორობა იკარგება და სიარული ან მანქანის მართვა ძნელდება. ვერტიგოს ხშირად თან ახლავს:

1️⃣ #ნისტაგმი (თვალების სწრაფი გადახრა ერთ მხარეს და შემდეგ ნელი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში), რაც რამდენიმეჯერ მეორდება

2️⃣ #გულისრევა და ზოგჯერ #ღებინება

3️⃣ვერტიგო შეიძლება რამდენიმე წამი ან საათები და დღეებიც კი გაგრძელდეს. პაციენტები ხშირად შვებას გრძნობენ დაწოლისას, წყნარად ჯდომისას.

თუმცა, შეგრძნება შესაძლოა სრულიად გაუნძრევლად ყოფნის დროსაც ვლინდებოდეს. შიგნითა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგოს (კპპვ, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი) სიმპტომები დღეების ან კვირების შემდეგ ქრება, მაშინ, როცა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების დროს ( #ინსულტი ან მრავლობითი #სკლეროზი) კვირები ან თვეებია საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

🔷 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

🌀 გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია თქვენი ნერვული სისტემა ❓🧠თუ გაწუხებთ:⭕თავის ტკივილი⭕თავბრუსხვევა⭕ #უძილობა⭕სისუსტე ან დ...
08/10/2023

🌀 გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია თქვენი ნერვული სისტემა ❓

🧠თუ გაწუხებთ:

⭕თავის ტკივილი
⭕თავბრუსხვევა
⭕ #უძილობა
⭕სისუსტე ან დაბუჟება კიდურებში
⭕ #შფოთვა, ემოციური ლაბილობა ან :

⭕გადატანილი გაქვთ ინსულტი, გარდამავალი #იშემიური შეტევა და აღგენიშნებათ რამე ჩივილი ნერვული სისტემის მხრივ
ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ჩაიტარეთ სრული ნევროლოგიური კვლევა, მიიღეთ ყველაზე ზუსტი რეკომენდაცია თქვენი ნერვული სისტემის შესახებ და თავიდან აიცილეთ მოსალოდნელი გართულებები!

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

07/10/2023

🌀კონსულტაცია და კომპეტენცია: მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მტკიცებითი მეთოდების გამოყენებით, ხდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

🌀თავის ტრავმები
🌀პარკინსონის დაავადება
🌀ალცჰაიმერის დაავადება
🌀ნეიროკრიტიკული მდგომარეობების მართვა
🌀ნეირორეაბილიტაცია
🌀ავტონომიური ნევროლოგია, 🌀„ნევროზულ-ვეგეტატიური“ დარღვევები
🌀ქცევითი დარღვევები
🌀ბავშვთა და #მოზარდთა ნევროლოგია
🌀თავის ტვინის მწვავე დაზიანება
🌀კოგნიტური დარღვევები
🌀ეპილეფსია
🌀თავის ტკივილი
🌀მოტორული ნეირონის დაავადებები
🌀მოძრაობითი დარღვევები
🌀გაფანტული სკლეროზი
🌀ნევრ-კუნთოვანი დაავადებები
🌀ნეიროოფთალმოლოგია
🌀ნეიროფსიქოლოგია და მეტყველების დარღვევები
🌀ნეირორადიოლოგია
🌀ნეიროქირურგია
🌀ქრონიკული ტკივილის მართვა
🌀პლაზმაფერეზი ნევროლოგიაში
🌀ძილის დარღვევები
სპასტიური სინდრომების მკურნალობა
🌀ინსულტის თანამედროვე მართვა ( )
🌀ბოტულინოთერაპია

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

🌀  #ნევროლოგია — სამეცნიერო-ბიოლოგიური დისციპლინების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი  #ნერვ...
07/10/2023

🌀 #ნევროლოგია — სამეცნიერო-ბიოლოგიური დისციპლინების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი #ნერვულისისტემის სტრუქტურას და ფუნქციას, მისი ფილო და ონტოგენეზის კანონზომიერებებს. 🌀ნევროლოგიის თეორიული საფუძველია ნეირომორფოლოგია და ნეიროფიზიოლოგია. ნევროლოგიის კლინიკური დისციპლინებია: ნევროლოგია, ფსიქიატრია და ნეიროქირურგია.

🌀ნევროლოგიის ერთ-ერთი დარგია #ნეიროფსიქოლოგია, რომელიც შისწავლის ფსიქოლოგიური პროცესების ტვინოვან საფუძველს და მათ კავშირს თავის ტვინის ცალკეულ სისტემებთან. XVI საუკუნეში ვეზალიუსმა ნერვული სისტემის შესწავლაში საფუძველი ჩაუყარა მორფოლოგიურ-ფუნქციურ მიმართულებას.

🌀XIX საუკუნეში ფართოდ გაიშალა ნერვული სისტემის მიკროსკოპული გამოკვლევა, აღწერილი იყო ნეირონი. თავისა და ზურგის ტვინის გზები და ცენტრები. პარალელურად ვითრდებოდა ნეიროფიზიოლოგიაც. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა თავის ტვინში ფუნქციათა ლოკალიზაციის თეორია, რომელიც ეყრდნობოდა ნერვული ფუნქციების შესწავლას თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის ამოკვეთის შემდეგ. თავისა და ზურგის ტვინში აღმოაჩინეს ცალკეული ფუნქციების ცენტრები, შეისწავლეს თავის ქერქისა და ქერქქვეშა კვანძების ურთიერთობების მორფოლოგიურ-ფუნქციური საფუძვლები.

🌀 ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist

🌀 საკონტაქტო:
📱+995 599 35 67 14
📧n.leila@rocketmail.com

Address

ზურაბიშვილის N1 ; ასათიანის N5
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლეილა ნამაზოვა ნევროლოგი •Leila Namazova Neurologist posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram