08/01/2026
ორსულები ‼️‼️‼️🆘დედებო გახსენით ფოტო და დააკომენტარეთ თქვენი აზრი Preggo Magazine ის ამ პოსტზე, ნესტლეს წარმომადგენლობა წაიკითხავს და გააგებინეთ თქვენი პოზიცია!
გვიწამლავენ ბავშვებს! არ აქვს მნიშვნელობა ნანით ან ნესტოჯენით კვებავთ თუ არა ბავშვს, ესეთი უპასუხისმგებლობა არ უნდა შერჩეთ!
ბიბისიმ 1 კვირის წინ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ამათ სანამ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები არ ნახეს ხმა არ ამოიღეს! 😡
Nestle-მ ჩვილის საკვები პროდუქტები გაყიდვებიდან ამოიღო! ❌🍼
BBC-ის მიხედვით, გაწვევა უკვე შეეხო ევროპის არაერთ ქვეყანას, მათ შორის: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ავსტრიას, დანიას, შვედეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს.
‼️გთავაზობთ შპს „ნესტლე საქართველო”-ს ოფიციალურ განცხადებას:
“2026 წლის 5 იანვრიდან დაიწყო ბავშვთა კვების პროდუქციის შეზღუდული რაოდენობის პარტიათა ნებაყოფლობით უკან გამოხმობა.
შპს „ნესტლე საქართველო“ ნებაყოფლობით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების – შეზღუდული რაოდენობის შემდგომ პარტიათა უკან გამოხმობას:
NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811; “
თუ გაქვთ ამ პარტიებიდან შეძენილი ნესტლეს პროდუქცია, შეგიძლიათ დააბრუნოთ! ✅
წყარო: https://www.facebook.com/share/17mVsDUjGX/?mibextid=wwXIfr
#ბავშვთაკვება #ფორმულა