შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia

შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia Creative Georgia is a LEPL committed to develop creative industries in Georgia.

🎨 Fest I Nova 2025 – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა! წლევანდელი წლის მთავარი თემაა - „საწყისებთან...
06/10/2025

🎨 Fest I Nova 2025 – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა!

წლევანდელი წლის მთავარი თემაა - „საწყისებთან“.

🏰 არტ-ვილა გარიყულაში (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეფისქალაქი), მთელი თვის განმავლობაში, ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 25 სტუდენტი ლატვიელ და იტალიელ ხელოვანებთან ერთად მუშაობდა თემაზე – „საწყისებთან“. შექმნილი ნამუშევრები სხვადასხვა საექსპოზიციო გარემოში წარმოადგინეს.

📍 ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "Fest I Nova" 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

პროექტი "Fest I Nova 2025" ხორციელდება შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

#ფესტიონოვა2025 #გარიყულა #რეზიდენცია #საერთაშორისო #სამხატვროაკადემია #შემოქმედებითისაქართველო

✨ ცხადდება კონკურსი ქართველი ავტორებისთვის! ✨📚 „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო...
01/10/2025

✨ ცხადდება კონკურსი ქართველი ავტორებისთვის! ✨

📚 „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსს. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახალ იდეებს შემატებს ქართულ ლიტერატურულ სამყაროს.

კონკურსის მიზანია:

🌱 საბავშვო ლიტერატურის განვითარება და ახალი თაობისთვის შთამაგონებელი სამყაროს შექმნა;

📖 ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭის აღმოჩენა;

🤝 საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და ლიტერატურული პროცესების გაძლიერება.

👉 ავტორებს ეძლევათ უნიკალური შანსი ნამუშევრები წარადგინონ 8 ნომინაციაში:

🔸 საუკეთესო პოეტური წიგნი
🔸 საუკეთესო პროზაული წიგნი
🔸 საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
🔸 საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
🔸 საუკეთესო დებიუტი
🔸 საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
🔸 საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი
🔸 პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის

🏆 გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.

📩 განაცხადის ფორმისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს:

www.creativegeorgia.ge

🎼 ქართული მუსიკის ფესტივალი "მუს-სკივრი" დაბრუნდა! 🎶ორი დღის განმავლობაში მსმენელებს ლეგენდარული კომპოზიტორების და თანამ...
01/10/2025

🎼 ქართული მუსიკის ფესტივალი "მუს-სკივრი" დაბრუნდა! 🎶

ორი დღის განმავლობაში მსმენელებს ლეგენდარული კომპოზიტორების და თანამედროვე მუსიკოსების შემოქმედების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

📀 „მუს-სკივრი“-ს რეპერტუარი ქართული მუსიკის საგანძურით შედგა. იმ ლეგენდარული სახელების დანატოვარით, როგორებიც არიან: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე და სხვა მრავალი დიდი კომპოზიტორი.

🎤 თუმცა, "მუს-სკივრი" მხოლოდ მოგონება არ არის. ის დღევანდელი ქართული მუსიკის ხმაცაა — ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის.
ორ ნაწილად შემდგარ მუსიკალურ დღესასწაულზე ყველასათვის საყვარელი მუსიკოსები ახალი პროექტებით წარდგნენ. ღონისძიება ისტორიის მუზეუმში ,,ქარვასლაში” დაჯილდოებით დასრულდა.

"მუს-სკივრი" 2020 წელს დაარსდა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა მსმენელს.
ფესტივალის იდეის ავტორი და დამფუძნებელი – კომპოზიტორი ქეთი გაბისიანია.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერია / Tbilisi City Hall - ის მხარდაჭერით განხორციელდა

#შემოქმედებითისაქართველო #ფესტივალი #მუსსკივრი #ქარვასლა #მუსიკა #საგანძური

✨ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებით...
30/09/2025

✨ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში: „ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“.

👉🏻 სულ შემოვიდა შვიდი განაცხადი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად დასახელდა შემდეგი პროექტები:

✅ „საუკუნეთა და კულტურათა დიალოგი“
✅ „კულტურათა კალეიდოსკოპი"
✅ მულტიეთნიკური ფესტივალი "შoნ"

🎯 კონკურსის მიზანია დმანისის, ნინოწმინდის, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის გამომხატველი ღონისძიებების მხარდაჭერა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების დაცვა-წარმოჩენა.

💫 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში!

#კონკურსი #გამარჯვებულებიგამოვლინდნენ #ეთნიკურიუმცირესობები #კულტურული #თვითმყოფადობა #შემოქმედებითისაქართველო

,,მუსიკალური შემოდგომა 2025” ახალციხეში ✨ყველასათვის საყვარელმა ქართველმა შემსრულებლებმა მუსიკალური საღამო ნამდვილ დღესა...
30/09/2025

,,მუსიკალური შემოდგომა 2025” ახალციხეში ✨

ყველასათვის საყვარელმა ქართველმა შემსრულებლებმა მუსიკალური საღამო ნამდვილ დღესასწაულად აქციეს.
მსმენელი მრავალფეროვანი პროგრამით მუსიკის სამყაროში ამოგზაურეს. 🎶

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველის მხარდაჭერით განხორციელდა

#შემოქმედებითისაქართველო #მუსიკალურიშემოდგომა #ახალციხე #კონცერტი

✨ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ცნობილი ქართველი მოცეკვავის - ომარ მხეიძის 90 წლის საიუბილეო საღამო შედგა! 💫 ქართული ქორე...
29/09/2025

✨ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ცნობილი ქართველი მოცეკვავის - ომარ მხეიძის 90 წლის საიუბილეო საღამო შედგა!

💫 ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა 75 წელზე მეტი სცენას და ქართულ ცეკვას მიუძღვნა. აქედან სამი ათეული წელი ანსამბლ „სუხიშვილებთან“ გაატარა და ის ეროვნული ქორეოგრაფიის სახედ იქცა.

🎭 საიუბილეო ღონისძიება რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: „სუხიშვილები“, „შვიდკაცა“, „ალილო“, მაია ჯაბუა, მურმან ჯინორია, ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია და ანსამბლი „ქართული ფესვები“. ღონისძიების რეჟისორი დავით საყვარელიძე იყო.

წარმოდგენას უძღვებოდნენ: ნიკოლოზ წულუკიძე და ნუცა ქავთარაძე.

🥇 ლეგენდარულ მოცეკვავეს სიცოხლეშივე მრავალი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული. იგი გახდა საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, 2014 წელს კი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა „საუკუნის მოცეკვავედ“ დაასახელა.

წელს თბილისის საკრებულომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ომარ მხეიძის სახელი მიანიჭა.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

#ომარმხეიძე #ლეგენდარულიმოცეკვავე #რუსთაველისთეატრი #სუხიშვილები #შემოქმედებითისაქართველო

🎬 რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ახალგაზრდული კინოფესტივალი - “თაობა“ წარმატებით მიმდინარეობს.🌎 მე-8 საერთაშორისო...
26/09/2025

🎬 რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ახალგაზრდული კინოფესტივალი - “თაობა“ წარმატებით მიმდინარეობს.

🌎 მე-8 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები, მსახიობები, კინოხელოვნების მოყვარულები. საფესტივალო აქტივობებში ჩართულია 300-მდე ახალგაზრდა.

🎥 Taoba International Youth Film Festival-ის ფარგლებში 12 ქვეყნის 38 მოკლემეტრაჟიანი და 6 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შედგება. მონაწილე ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოირგონ ჟიურის როლი და გამოავლინონ გამარჯვებული ფილმები საერთაშორისო პროფესიონალებთან ერთად.

🎯 ფესტივალი მოიცავს ვორქშოფებს და მასტერკლასებს. ეწყობა ინტერაქციული სესიები.

🎞️ ფესტივალი “თაობა” 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს 13-18 წლის ახალგაზრდებში კინოხელოვნების მიმართ ინტერესის ზრდას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და უკვე გამოცდილი ხელოვანების მიერ გამოცდილების გაზიარებას.

📍 საფესტივალო პროგრამას წელს თბილისი, კინოთეატრი "ამირანი" მასპინძლობს. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის არის შესაძლებელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან სსიპ შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, ეროვნული სასახლე, კულტურისა და განათლების ფონდი და Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში.

#შემოქმედებითისაქართველო #თაობა #კინოფესტივალი

✨ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში – „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“!👉 ს...
25/09/2025

✨ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში – „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“!

👉 სულ შემოვიდა 40 განაცხადი, ხოლო კომისიამ შეარჩია 11 საუკეთესო პროექტი, რომლებიც შემოქმედებითი იდეებითა და საგანმანათლებლო ინოვაციებით გამოირჩევიან:

✅ „ზუსტი ჟღერადობა მომავალ თაობას“
✅ „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025)“
✅ „კერამიკის სახელოსნოს აღჭურვა“
✅ „ეზიდური სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა“
✅ „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიის საქმიანობის ხელშეწყობა“
✅ „გზა წინსვლისკენ“
✅ „თანამედროვე მიდგომები ტრადიციული ხელოვნების სწავლებისას“
✅ „ვისწავლოთ, რათა ვასწავლოთ“
✅ „თამარ მეფის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლების შემოსვა“
✅ „ეროვნული სასახლის საგნობრივი და სახელოვნებო მიმართულებების ხელშეწყობა“
✅ „ხელოვნება ყველასთვის“

🎯 კონკურსის მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარება, სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი გარემოს შექმნა.

👏🏻 ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებას მათი იდეების განხორციელებაში! 🌟

#კონკურსი #შემოქმედებითისაქართველო #ხელოვნება #საგანმანათლებლო #ინოვაცია

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ მცხეთაში!საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება მცხეთაში, 24 სექტემ...
25/09/2025

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ მცხეთაში!

საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება მცხეთაში, 24 სექტემბერს გაიმართა.
მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.
„მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.

პროექტი კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall მხარდაჭერით ხორციელდება.

#შემოქმედებითისაქართველო #მუსიკალურიშემოდგომა #მცხეთა #კონცერტი

კონცერტების სერია „ოპერა შენს ქალაქში“ დასრულდა!შემაჯამებელი, მეოთხე კონცერტი ჭიათურაში შედგა. მაყურებლის წინაშე წარდგნე...
24/09/2025

კონცერტების სერია „ოპერა შენს ქალაქში“ დასრულდა!

შემაჯამებელი, მეოთხე კონცერტი ჭიათურაში შედგა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტები, კონცერტმაისტერები და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვოკალისტები; შესრულდა ნაწყვეტები ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ოპერებიდან.

პროექტის მიზანია, საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია რეგიონებში და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების წარმოდგენა ფართო აუდიტორიისთვის. კონცერტები უკვე გაიმართა ტყიბულში, გურჯაანსა და სამტრედიაში.

ღონისძიების მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

#შემოქმედებითისაქართველო #ოპერა #კონცერტი #ჭიათურა

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ გორში!საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება გორში, 19 სექტემბერს გ...
22/09/2025

„მუსიკალური შემოდგომა 2025“ გორში!

საშემოდგომო მუსიკალური კონცერტების სერიის ფარგლებში, ღონისძიება გორში, 19 სექტემბერს გაიმართა.
მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.

„მუსიკალური შემოდგომა 2025-ის” ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება.
პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

#შემოქმედებითისაქართველო #მუსიკალურიშემოდგომა #გორი #კონცერტი

პროექტი „ოპერა შენს ქალაქში“ გრძელდება! ამჯერად კონცერტი გურჯაანში შედგა. გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში მაყურებლის ...
18/09/2025

პროექტი „ოპერა შენს ქალაქში“ გრძელდება!

ამჯერად კონცერტი გურჯაანში შედგა. გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში მაყურებლის წინაშე ცხრა მომღერალი და ორი კონცერტმაისტერი წარდგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა და კონცერტმაისტერებმა შეასრულეს ნაწყვეტები ქართული და დასავლეთ ევროპული საოპერო ნიმუშებიდან, ასევე ცნობილი ნეაპოლიტანური რომანსები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემსრულებლებიც.

პროექტის დასკვნით, მეოთხე კონცერტს ჭიათურა უმასპინძლებს.

პროექტი მიზნად ისახავს საოპერო შემოქმედების პოპულარიზებასა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების გაცნობას რეგიონებში.

#შემოქმედებითისაქართველო #ოპერაშენსქალაქში #კონცერტი #გურჯაანი

Address

სანაპიროს 4, 4 ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპირო, თბილისი
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995595474646

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram