ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ დაფუძვნდა 2009 წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისათვის, მათ შორის: ნევროტულ, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს, სომატოფორმულ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (ანორექსია, ბულემია), არაორგანული ბუნების ძილის დარღვევებს, ობსესიურ კომპულსურ აშლილობებს (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი), რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, პიროვნულ აშლილობებს (ფსიქოპათია), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს და ენდოგენულ ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და ა.შ.).
კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და ართთერაპიის სხვადასხვა ფორმებს.
მომსახურება
კლინიკა უწევს კვალიფიცირებულ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს დღის ამბულატორიის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ სრულფასოვან სტაციონალურ მკურნალობასთან მიახლოვებული მკურნალობა აქტიური ცხოვრებიდან მოუწყვეტლად.
კლინიკაში არის 2 ადგილიანი კომფორტული პალატები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 3–ჯერადი კვებით.
მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ:
- გიორგი ნანეიშვილი - კლინიკის დირექტორი, ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი Sc.D.Pl.D.MD
- ნინო ოკრიბელაშვილი - კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. Sc.D.Pl.D.MD
- ვაჟა კენჭაძე- კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი ფსიქიატრი. მედიცინის დოქტორი Ph.D.M.D
-ნატალია ნანეიშვილი - სტაციონარის უფროსი ექიმი, ექიმი ფსიქიატრი
ექიმი-ფსიქიატრები:
- ლალი ბანძელაძე
- სალომე გოგავა
ფსიქოლოგი:
- მანანა წულუკიძე
ნევროლოგი:
- მანანა გორდეზიანი - მედიცინის დოქტორი Ph.D.M.D.
თერაპევტი:
- თამარ ქიშმარეია
კლინიკაში ასევე მუშაობენ კონსულტანტები:
ფსიქიატრი:
- ნანა ბუჟღულაშვილი
- შორენა ბექაური
- ნონა ჯანგველაძე
ფსიქოლოგი:
- მაია გოგიჩაძე