პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. ინსტიტუტი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიურ და სამედიცინო- სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.
პროფ. არჩილ ხომასურიძე 1984-2012 წლებში იყო ჟორდანიას ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში უამრავი პროგრესული წამოწყება - კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული და ,,ინ-ვიტრო“ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა.
პროფ. არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით პირველად საქართველოს ისტორიაში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა ,,რეპროდუქტოლოგია“. ქვეყანის მასშტაბით დაიწყო მოსახლეობისა და ექიმებისათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საქმეში. ინსტიტუტის ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით საქართველოში უშვილო ოჯახებში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ წელიწადში 1000-ს გადააჭარბა.
ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას დაწყებულ საქმეს ახალ მისამართზე.
ინსტიტუტი დაკომპლექტდა ჟორდანიას ინსტიტუტის ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 50 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში. დღეს ინსტიტუტში საქმიანობას აგრძელებენ ქვეყნის წამყვანი რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები: პროფ. არჩილ ხომასურიძე, მედ. აკად. დოქტორი ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, მედ. აკად. დოქტორი ნინო რაჟამაშვილი, მედ. აკად. დოქტორი ნინო დათოშვილი, ნინო დავიდოვა, ვივი ბიბილაშვილი, თამარ დიაკონიძე, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგები ნანა ჩოფიკაშვილი და ნანა მინდელი,სალომე საბულუა. უროლოგ-ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი, ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე, მამოლოგები რევაზ ციციშვილი და ირინე მარღანია, თერაპევტი ქეთევან ჯაფარიძე.
რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მნიშვნელოვანი სიამაყე და დასაყრდენია ჰორმონული ლაბორატორია. ლაბორატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს მედ. აკად. დოქტორი ნანა კვაშილავა, რომელიც 2007-2013 წლებში იყო ჟორდანიას ინსტიტუტის ჰორმონული ლაბორატორიის გამგე.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება. მისი პრიორიტეტია - მომავალი თაობების აღზრდა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.
არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ თქვენი ჯანმრთელობისა და თქვენი ოჯახების ბედნიერი მომავლისათვის.

📣 სიამაყით გვინდა გაცნობოთ რომ, 2025 წლის 18-21 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებ...
17/09/2025

📣 სიამაყით გვინდა გაცნობოთ რომ, 2025 წლის 18-21 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებს ადამიანის რეპროდუქციის მე-20 საიუბილეო მსოფლიო კონგრესს.

კონგრესის ორგანიზატორები არიან the international academy of human reproduction და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, პროფესორ არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით.

ასევე ვამაყობთ იმით რომ MEDU • მედუ აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია და ჩვენს საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსასყიდლოდ Live - რეჟიმში თვალი ადევნოს ღონისძიების მსვლელობას.
ადგილზე დასასწრებად და უსგ აქტივობაში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია:
➡️ https://reprotbilisi2025.org

ვირტუალურ სივრცეში დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია:➡️ https://medu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 551201100

20th WORLD CONGRESS ON HUMAN REPRODUCTION The 20th World Congress of the International Academy on Human Reproduction, Tbilisi, Georgia, September, 18 - 21, 2025. Scientific Program PARTICIPANTS MAIN TOPICS INVITED SPEAKERS COUNTRIES TBILISI, GEORGIA Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, 2 Telavi st...

24/08/2025

💖💖

20/08/2025

📌აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად, საქართველოს ერგო წილად უმასპინძლოს ადამიანის რეპროდუქციის მე-20 მსოფლიო კონგრესს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 18-21 სექტემბერს, სასტუმროში “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" 🍃 ველით დარგის წამყვან სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები არიან ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემია და პროფ.ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი.
კონგრესის შესახებ პროფ. არჩილ ხომასურიძეს ესაუბრა მანანა მგალობლიშვილი. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს 🍂
🔍დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონგრსის ოფიციალურ ვებ გვერდს: https://reprotbilisi2025.org/

01/06/2025

🎀1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
🎈დღე,რომელიც ყველაზე ძვირფასს ადამიანებს,პატარებს ეძღვნებათ🧡.
🎀გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს.
🧡ვისურვებთ რომ ყველა ოჯახში ეხმაუროთ პატარებს🧡.

🎀  15 მაისს, გენიალური ადამიანის, ლეგენდად ქცეული გმირი ექიმის პროფესორ იოსებ ჟორდანიას დაბადების დღეა.❤️ შეუფასებელია მ...
14/05/2025

🎀 15 მაისს, გენიალური ადამიანის, ლეგენდად ქცეული გმირი ექიმის პროფესორ იოსებ ჟორდანიას დაბადების დღეა.
❤️ შეუფასებელია მისი ღვაწლი, როგორც მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის და ნოვატორის.
❤️ მან საფუძველი ჩაუყარა რეპროდუქტოლოგიის განვითარებას მედიცინის ისტორიაში, როდესაც 1958 წელს თბილისში დაარსა უშვილობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, რაც იყო მსოფლიოში ამ ტიპის პირველი დაწესებულება.
🎀 ჩვენი ინსტიტუტის და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის სახელით გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას და მოწიწებას პროფ. იოსებ ჟორდანიას მიმართ და ვუსურვებთ მის იდეოლოგიურ მემკვიდრეებს, პირველ რიგში ,,პროფ.ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტს”, პროფესიული საქმიანობის ღირსეულად გაგრძელებას და ახალ გამარჯვებებს! ❤️

08/05/2025

📣ძვირფასო პაციენტებო!
9 და 12 მაისს კლინიკა არ იმუშავებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე.
🧡ჯანმრთელობას გისურვებთ 🧡.

03/05/2025

საინტერესო თემებით💖💖

30/04/2025

პაციენტთა საყურადღებოდ!
,,ვაგზლის მოედანთან" შექმნილი ვითარების გამო კლინიკა დღეს არ იმუშავებს.
ჯანმრთელობას გისურვებთ💗.

✨განსაკუთრებული შეთავაზება ქალბატონებისთვის.✨4დან  10 მარტის ჩათვლით დაგეგმეთ ვიზიტი ჩვენს კლინიკაში და ისარგებლეთ სააქც...
01/03/2025

✨განსაკუთრებული შეთავაზება ქალბატონებისთვის.

✨4დან 10 მარტის ჩათვლით დაგეგმეთ ვიზიტი ჩვენს კლინიკაში და ისარგებლეთ სააქციო შეთავაზებით.

✨აქცია მოიცავს რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას, გინეკოლოგიურ და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ კვლევებს.

✨ვიზიტის დაგეგმვა შეგიძლიათ:

👩‍⚕️ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ სალომე საბულუასთან.

👩‍⚕️რეპროდუქტოლოგ ეკატერინე ჭანტურიასთან.

👨‍⚕️რეპროდუქტოლოგ გიორგი წკრიალაშვილთან.

✨აქციის სრული პაკეტის ღირებულება 190ის ნაცვლად 100 ლარი.

✨არ გადადოთ თქვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა!
👉აქციით სარგებლობისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
032 224 00 99; 032 224 00 98.

✨გისურვებთ ჯანმრთელობას❤.

26/02/2025

🔈ძვირფასო მეგობრებო!
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს პატივი უმასპინძლოს ადამიანის რეპროდუქციის მე-20 მსოფლიო კონგრესს, რომელიც გაიმართება 2025 წლის 18–21 სექტემბერს, თბილისში.
🔵კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსოფლიო დონის მეცნიერები და დარგის წამყვანი სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდა ექიმები.
🔵მსგავსი ტიპის ღონისძიება, ისტორიაში პირველად, ტარდება აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის არა მხოლოდ უდიდესი პატივი, არამედ პასუხისმგებლობაც.
🔵კონგრესის ორგანიზატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია.
📌დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონგრესის ვებ-გვერდს: reprotbilisi2025.org

▶️ Facebook.com/ReproTbilisi 2025

🎀ჟორდანიას ინსტიტუტის გამორჩეულ და უსაყვარლესს ექიმს ქალბატონ ვივი ბიბილაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს💗   💗კიდევ უამრავი...
18/02/2025

🎀ჟორდანიას ინსტიტუტის გამორჩეულ და უსაყვარლესს ექიმს ქალბატონ ვივი ბიბილაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს💗
💗კიდევ უამრავი წელი გეღვაწოთ ჩვენი პაციენტების საკეთილდღეოდ💗.
💗გვიყვარხართ💗.

✨️საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები,რომელთა მოღვაწეობაც ქვეყნის კეთილდღეობას და სიყვარულს ეძღვნება.❤ასეთი ადამიანია რეპრო...
10/02/2025

✨️საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები,რომელთა მოღვაწეობაც ქვეყნის კეთილდღეობას და სიყვარულს ეძღვნება.
❤ასეთი ადამიანია რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში პროფესორი არჩილ ხომასურიძე,რომლის პრიოტიტეტი პაციენტის კეთილდღეობასთან ერთად არის რეპროდუქტოლოგთა ღირსეული მომავალი თაობების აღზრდა❤.
🎉11თებერვალს ბატონი არჩილის იუბილეა❤. ჩვენი მოკრძალებული მილოცვა არის გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება,ამავდროულად სამადლობელი სიტყვა მისი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის❤.
❤ბატონი არჩილის საამაყო დამსახურებულ რეგალიათა შორის,უდიდესი ჯილდო უბადლო რეპუტაცია და ხალხის სიყვარულია❤.
🎀ვულოცავთ ბატონ არჩილს იუბილეს,ჯანმრთელობას დღეგრძელობას და უშრეტ ენერგიას ვუსურვებთ❤.

Address

თევდორე მღვდლის ქ. 13, მე-7 სართული, "მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი" ("ბავშვთა სამყაროს" უკან)
Tbilisi
0112

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995322240099

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram